ყველაზე კითხვადი
"მიაჩვიეთ ბავშვი ფიქრსა და აზროვნებას, მათემატიკა არ არის რთული" - მათემატიკოს დაჩი ნანობაშვილის რჩევები მშობლებს
"მიაჩვიეთ ბავშვი ფიქრსა და აზროვნებას, მათემატიკა არ არის რთული" - მათემატიკოს დაჩი ნანობაშვილის რჩევები მშობლებს
მათემატიკა ბევრი მოსწავლის ერთ-ერთი სუსტი წერტილია. არადა ყველა მშობელს სურს, ამ საგანში მისი შვილი ძლიერი იყოს. რატომ უჭირთ ბავშვებს მათემატიკის შესწავლა, როგორ უნდა დავაინტერესოთ ბავშვი ამ საგნით და  როგორ უნდა შეუწყოს ხელი მშობელმა, რომ მათემატიკის შესწავლა სასურველი ხარისხით მოხდეს? ამ და მათემატიკასთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო საკითხებზე მათემატიკოსი, მათემატიკის ოლიმპიადა "ევერესტის დამფუძნებელი დაჩი ნანობაშვილი გვესაუბრება.

- რატომ უჭირთ ბავშვებს მათემატიკის შესწავლა, როგორ უნდა დავაინტერესოთ ბავშვი ამ საგნით
- ბავშვებს აუჩქარებლად და ზომიერად
You must have Flash Player installed in order to see this player.
უნდა მივაწოდოთ შესასწავლი მასალა. მშობლებს მოსწონთ, როდესაც მათი შვილები ასაკისთვის
შეუფერებელ დავალებებს აკეთებენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი ტიპის დავალებებმა შესაძლებელია დააფრთხოს ბავშვი, გაუჩინოს განცდა, რომ მათემატიკა რთული საგანია და მისი შესწავლა გაუჭირდება. ხშირად მშობელი ბავშვის თანდასწრებით ამბობს, რომ მის შვილს მათემატიკა არ უყვარს და არ გამოსდის. ამ სამწუხარო ფაქტს კი "ამართლებს" იმით, რომ არც მას გამოსდიოდა მათემატიკის შესწავლა. ეს უდიდესი შეცდომაა, რომელსაც ბევრი მშობელი უშვებს. ბავშვები უნდა წავახალისოთ (თუნდაც მხოლოდ სიტყვიერად) თითოეული სწორად ამოხსნილი ამოცანისთვის. აღნიშნული წარმატებები კი გავახსენოთ მათ როდესაც გარკვეულ პრობლემებს წააწყდებიან. სასკოლო მათემატიკის შესწავლისთვის სულაც არ არის საჭირო განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭი, საკმარისია ფეხდაფეხ მივყვეთ  პროგრამას. უმიზეზოდ არ გავაცდინოთ სკოლა, ხოლო გაცდენის შემთხვევაში, შევეცადოთ, არ ჩამოვრჩეთ კლასს. მათემატიკის შესწავლისას ხომ ძალზედ მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა და გონების მუდმივი გავარჯიშება.
mshoblebi
-  ჯერ კიდევ სკოლაში შესვლამდე როგორ უნდა შეუწყოს მშობელმა ხელი ბავშვს, რომ მათემატიკის ნიჭი განუვითაროს?
- ნიჭის განვითარება, ალბათ, არ ხდება. ყველა ბავშვი თავისებურად ნიჭიერია და მის ნიჭს, უბრალოდ, ხელშეწყობა სჭირდება.
მათემატიკა მხოლოდ რიცხვები და მოქმედების ნიშნები როდია. უნდა შევეცადოთ, პატარებს ადრეული ასაკიდანვე შევაყვაროთ ფიქრი და აზროვნება. მივაჩვიოთ ბავშვებისთვის შესაფერისი ჟურნალ-გაზეთებს, წიგნებს. სწორედ ამიტომ მათემატიკური ოლიმპიადა "ევერესტი" თანამშრომლობას იწყებს ჟურნალ "საბავშვო კარუსელთან". მოხარული ვარ, რომ ჩემს მიერ ოლიმპიადისთვის შედგენილი ამოცანები, რომლებიც დიდი ხანია წიგნების სახით იბეჭდება, მალე საბავშვო ჟურნალშიც გამოჩნდება.
საერთოდ, თამაშის სახით მიწოდებული ამოცანები აამაღლებს ბავშვის ცნობიერებას, განუვითარებს შემეცნებით და შემოქმედებით უნარებს, მიაჩვევს ფიქრს და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. სკოლისათვის მზადება ნამდვილად მნიშვნელოვანი ეტაპია. სწორად შერჩეული ბაღი, გამოცდილი პედაგოგებითა და ასაკისთვის შესაფერისი პროგრამით, სკოლაში წარმატების წინაპირობაა. არასწორად მიმაჩნია სკოლაში შესვლამდე სახლის პირობებში ბავშვებისთვის რიცხვების წერისა და ანგარიშის სწავლება. ბავშვები ხშირად სიხარულითა და სიამაყით ამბობენ, რომ ასს მიმატებული ასი ორასია, მაგრამ წარმოდგნა არ აქვთ, რამდენია 100. მნიშვნელოვანია, სკოლამდელ ბავშვებს ჩამოუყალიბდეთ თუნდაც 5-ის ფარგლებში რაოდენობის აღქმა. შესწავლა უნდა მოხდეს თამაშითა და ხალისით. სკოლაში შესვლამდეც და შემდგომაც უმნიშვნელოვანესია ბავშვებს გამოსდიოდეთ და შესაბამისად უყვარდეთ ის, რასაც აკეთებენ.

- თქვენ მათემატიკური ოლიმპიადა "ევერესტის" დამფუძნებელი ხართ. მოგვიყევით ოლიმპიადის დაარსების შესახებ. რას აძლევს ბავშვს ოლიმპიადა და რა არის თქვენი ოლიმპიადის მთავარი უპირატესობები?


- სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად მუშაობა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დავიწყე. მე-3 კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც პირველ კლასში მათემატიკის მასწავლებლად ვმუშაობდი. თავიდანვე ვცდილობდი, ბავშვებისთვის შემეყვარებინა მათემატიკა. მათში გამეჩინა ამ საგნის სწავლის სურვილი და მოტივაცია. საკლასო აქტივობისას ხშირად ვიყენებდი შეჯიბრის პრინციპს. ეს ძალიან მოსწონდათ ბავშვებ და მეტ ინტერესს იჩენდნენ. მოგვიანებით საკლასო აქტივობებმა შიდასასკოლო კონკურსის სახე მიიღო, რამაც, მოსწავლეებსა და მშობლებში მეტი ინტერესი გააჩინა. დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით, 2009 წელს ჩემს მოსწავლეებთან ერთად (მე-8 და მე-9 კლასელებთან ერთად) თბილისის მასშტაბით ოლიმპიადა "ევერესტის" პირველი სეზონი ჩავატარეთ. სიახლე იმდენად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა, რომ წლიდან წლამდე ოლიმპიადაში მონაწილეთა რაოდენობა საუცხოო სისწრაფით იზრდებოდა. სამ-ოთხ წელიწადში კი არაერთი ორგანიზაცია შეიქმნა, რომლებმაც მსგავსი კონკურსების ჩატარება დაიწყეს. გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ "ევერესტს" დანარჩენი ოლიმპიადებისგან გამოარჩევს არა მხოლოდ "ასაკი",პრიზები (მათ შორის ექსკლუზიურად "ევერსტისთვის შექმნილი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები"), მასწავლებლის კონკურსი და სხვა, არამედ მიზანი. ჩემი მიზანი არ ყოფილა და არც არასდროს იქნება შემოსავალი. ჩვენი უმთავრესი მიზანია, თითოეულმა მონაწილემ თითოეული ტურის შემდეგ გაიღრმაოს ცოდნა და მიიღოს გამოცდილება. ამიტომ მიზნის მისაღწევად ამოცანებს განსაკუთრებული სიფრთხილით ვადგენ. მათი შედგენისას ვითვალისწინებ, ყველა გრიფირებულ წიგნს, რომლითაც სწავლობენ მოსწავლეები, ასევე ბავშვების ასაკობრივ შესაძლებლობებს. ამ უკანასკნელში ძალიან მეხმარება ჩემი პედაგოგიური გამოცდილება. მე დღესაც ვასწავლი სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებს.
mshoblebi
წლების განმავლობაში ბავშვების შედეგებზე დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ პატარები ხშირად ჩქარობენ, ამოცანის პირობას ხელმეორედ არ კითხულობენ და უშვებენ ელემენტარულ შეცდომებს. ამიტომ შევიმუშავეთ ამოცანების აქამდე არარსებული ფორმატი, რამაც ბავშვები მეტად დაკვირვებული გახადა. აღნიშნულმა ფორმატმა ბავშვების, მშობლების და მათემატიკის პედაგოგების დიდი მოწონება დაიმსახურა.

-  აღიარებული შეხედულებით, მათემატიკაში ბიჭები გოგონებზე ძლიერები არიან და უფრო წარმატებულებიც ამ საგანში. თქვენი გამოცდილებით, რამდენად მართალია ეს?
- ოლიმპიადა "ევერესტში" ბიჭების წარმატება გოგონებთან შედარებით ნამდვილად იგრძნობა, თუმცა ხშირად, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, საპრიზო ადგილს გოგონები იკავებენ.

- როცა ბავშვი უკეთეს შეფასებებს იღებს გაკვეთილზე, ოლიმპიადაზე კი ვერ ავლენს ამ ცოდნას, ეს რისი ბრალი შეიძლება იყოს?
- სავარაუდოდ საგამოცდო დაძაბულობა, გამოუცდელობა, ასაკისთვის დამახასიათებელი სიჩქარე და დაუკვირვებლობა. ასევე აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში მშობლები ზედმეტად მომთხოვნები არიან პატარების მიმართ, რაც მოქმედებს ბავშვებზე და შესაძლოა ესეც იყოს "წარუმატებლობის" მიზეზი.
mshoblebi
- წლებთან ერთად თუ აკვირდებით ბავშვების საერთო დონეს, სიძლიერეს და რას ფიქრობთ ამ საკითხზე?
- რათქმაუნდა ვაკვირდებით. ჩვენ ასევე ვსწავლობთ ბავშვების შედეგებს, ვაანალიზებთ და პროცენტულად ვითვლით თითოეული ამოცანის თითოეულ დაფიქსირებულ პასუხს. ვაკვირდებით თითოეული ბავშვის შედეგების დინამიკას. ზოგადად კი უნდა ითქვას, რომ თითოეული სეზონისთვის ბავშვების საერთო დონე იზრდება, რასაც მოწმობს ფინალში გამსვლელი ქულის ზრდა (ფინალში გამსვლელი ქულა წინასწარ ცნობილი არ არის. ფინალისტები შეირჩევიან რეიტინგის წესით). ვფიქრობ, ბავშვების ცოდნის დონის ამაღლებას იწვევს მათი მზადების პროცესი ოლიმპიადისთვის. თითქმის ყველა მონაწილეს აქვს ჩვენი ამოცანების არაერთი კრებული. ჩვენს მიერ გამოკითხული მონაწილეების უმრავლესობა ამბობს, რომ სხვა კონკურსებისგან განსხვავებით "ევერესტისთვის" გასაკუთრებულად ემზადებიან. წლების განმავლობაში დამკვიდრდა აზრი, რომ "ევერესტში" მიღებული სიგელი საამაყო და ძალზედ სასურველია. აღნიშნული ფაქტი ჩვენს გუნდს ძალიან ახარებს და დამატებით ძალას სძენს თითოეული ახალი სეზონისათვის მზადებისას.
47944
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (8)
18:25 / 21-04-2017
ელენე
დაჩი არის სულიტ პედაგოგი. მას შესწევს უნარი შეაყვაროს ბავშვებს მატემატიკა.
15:50 / 16-02-2017
nana
ასეთი მასწავლებლები უნდა ასწავლიდენ სკოლაში, მოწოდებით მასწავლებელი. და არა ძალად მასწავლებელი.რომელიც არ ზრუნავს ბავშვების განითარებაზე და იმაზე რაც შეიძლება იოლად შეასწავლოს საგანი. საინტერესო გახადოს ბავშვისთვის ესა თუ ის საგანი არამედ საერთოდ კლავს ბავშვებში სწავლის სურვილს, მერწმუნეთ ასეთი მასწავლებელი ძაან ბევრია ჩვენს სკოლებში
14:53 / 29-12-2016
***
უსაყვარლესი ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალი ! :)
16:21 / 13-12-2016
1
ძალიან კარგი მასწავლებელი ესეთი პედაგოგები უნდა ასწავლიდნენ ვინც შეაყვარესბ საგანს ვინც იცის მიდგომა ბავშვებთან და არა ისინი ვინც შეგაძულებენ საგანს მადლობა დაჩის
13:08 / 06-12-2016
გიორგი
ჩემი საყვარელი მასწავლებელი.
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
13.03.2017
ერთი ქალის რეპლიკამ ცოტა არ იყოს, დამაეჭვა...
11.12.2016
მოსწავლეები საბავშვო ბაღის აღსაზრდელებზე დიდხანს დაისვენებენ
17.11.2016
”ზოგიერთს ისეთი დამოკიდებულება აქვს შვილებთან, ისეთი სიტყვებით მიმართავს, ოჯახში ისეთ ფაქტებს უყურებენ, წყევლა-კრულვასაც არ აკლებენ...”
15.11.2016
ახალგაზრდებში გაჩენილი აგრესიის მიზეზად, მხოლოდ ზღაპარს ნუ გავხდით და მთელ პასუხისმგებლობას ნუ დავაკისრებთ...
10.11.2016
ზოგს ნაადრევი სწავლება ზედმეტ წვალებად მიაჩნია




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი