ყველაზე კითხვადი
10 სიახლე, რაც ბავშვიან ოჯახებს დააინტერესებთ
10 სიახლე, რაც ბავშვიან ოჯახებს დააინტერესებთ
რა შეიძლება იყოს კითხვა, რაზეც, ათასი მშობლიდან ცხრაასს ერთი პასუხი აქვს? კითხვას, მიგაჩნიათ თუ არა ბავშვის განვითარებისთვის სასარგებლოდ საბავშვო ჟურნალები, ქართველ მშობელთა 90% დადებით პასუხს სცემს.

იხილეთ ვიდეო


მშობელთა ასეთი განწყობის მიუხედავად, სულ თითზე ჩამოსათვლელია ქართული საბავშვო ჟურნალები. ხოლო ისეთი, რომელიც 13 წლის განმავლობაში უწყვეტად და შეუფერხებლად გამოდის, "საბავშვო კარუსელია". ის, რაც ბავშვისთვის მზადდება და მის განვითარებაზეა ორიენტირებული, თავისთავად მშობლის დაინტერესებასაც იწვევს. მშობლის გარეშე ხომ ის ბავშვის ხელშიც ვერ
You must have Flash Player installed in order to see this player.
მოხვდება. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ის ცვლილებები, რაც ჟურნალმა პატარა მკითხველისთვის
დაგეგმა, უფროსებმაც უნდა იცოდნენ.
1. ჟურნალი ყოველკვირეული ფორმატიდან ყოველთვიურზე გადავიდა. ამიერიდან მისი შეძენა ყოველი თვის 25 რიცხვში შეგიძლიათ. მშობლების მოთხოვნა, რომ "მირჩევნია ერთხელ ვიყიდო და მთელი თვე ეყოს" - ჟურნალის რედაქციამ გაითვალისწინა.
2. გაიზარდა ზომა და გვერდების რაოდენობა.
mshoblebi

3. დაემატა 50-ზე მეტი სტიკერი, რომელსაც ბავშვო ჟურნალშივე გამოიყენებს. შესაბამისად, ღელვა, რომ ამ სტიკერებით კედლებს ააჭრელებს, საფუძველსმოკლებული იქნება.

4. სპეციალურ ჩანართად დაემატა სახატავი და საფერადებელი ალბომი განსხვავებული ფურცლებით, რადგან ჟურნალის პრიალა ფურცლებზე ხატვა შედარებით რთული იყო.
5. გაიზარდა ქართველი ავტორების მიერ შექმნილი და ილუსტრირებული ზღაპრებისა და ლექსების რაოდენობა. გაორმაგდა კროსვორდების, თავსატეხების, სააზროვნო თამაშების შემცველი გვერდებიც.
6. სამაგიდო თამაშისთვის საჩუქრად დაემატა ფანტები (ე.წ. "ფიშკები") და პატარა კამათელი.
7. საჩუქრად ყველა მკითხველი ყველა ნომერთან ერთად რაიმე ასაწყობ/გამოსაჭრელ სათამაშოს მიიღებს.
8. ჟურნალის ყველა ნომერში 6 ფასდაკლების კუპონი დაგხვდებათ ძვირად ღირებულ, ილუსტრირებულ საბავშვო წიგნებზე. შემოგთავაზებენ როგორც შემეცნებით, ასევე მხატვრულ ლიტერატურას. შეგეძლებათ გაანაღდოთ სასურველი რაოდენობის ვაუჩერი.
9. ჟურნალში დაგხვდებათ ამოსაჭრელი მონეტა, რომლითაც მიბრძანდებით გასართობ ცენტრ "ბიბლუსი ქიდსში" და უფასოდ გაართობთ ბავშვს სათამაშო ავტომატებზე.
10. ჟურნალში მოგების შანსი ჩნდება. 20 იღბლიან მყიდველს ფურცლებს შორის სახალისო მეცნიერებათა მუზეუმის ბილეთები დახვდება.
9770
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
07.04.2017
ვინ რომელ ეტაპზე შეძლებს ბავშვის დარეგისტრირებას?
03.04.2017
"სახელმძღვანელოები იქნება უფრო მსუბუქი, ეს არის ერთი მიმართულება..."
27.03.2017
რა ცვლილებებია განათლების სამინისტროში და როდის დაიწყება რეგისტრაცია
09.03.2017
რა გავაკეთოთ, რომ ბავშვს სკოლაში სიარული უხაროდეს? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
01.03.2017
დაიწყება ინგლისური ენის ოლიმპიადა




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი