"გამარჯობა, ირინა მას! როგორ ბრძანდებით? ძალიან მაინტერესებს სად დაამთავრეთ სკოლა, რა ნიშნებზე სწავლობდით და ყველაზე ძალიან მაინტერესებს თქვენი ასაკი..." ეს წერილი მეშვიდე კლასის მოსწავლემ - გიგი შუბითიძემ თავის ქართულის მასწავლებელს - ირინა კრავჩენკოს მისწერა, რომელსაც ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს (იხილეთ სტატია). ვფიქრობთ, ეს თბილი და ძალიან გულწრფელი წერილი ღირსია იმის, რომ ბევრმა წაიკითხოს:
"გამარჯობა, ირინა მას! როგორ ბრძანდებით? ძალიან მაინტერესებს სად დაამთავრეთ სკოლა, უნივერსიტეტი, რა ნიშნებზე სწავლობდით, იყავით თუ არა ცელქი და ყველაზე ძალიან მაინტერესებს თქვენი ასაკი, ჩემი აზრით, 26 წლის იქნებით ან ცოტა უფრო ნაკლების, დაახლოებით 24. მაინტერესებს, სად ჩაგდით ამდენი ცოდნა, მით უმეტეს გრამატიკა, რომლის აზრზეც არ ვარ. მე ძალიან მომწონს თქვენი ჩატარებული გაკვეთილები და ასევე თქვენი ხასიათი, მაგრამ მტერსაც არ ვურჩევ გაბრაზებული ირინა მასის გაკვეთილის მოსმენას. ძალიან მინდა ისეთი ძლიერი ვიყო ჭიდაობაში, როგორც თქვენ ხართ ლიტერატურაში ან გრამატიკაში. თქვენ მასწავლებელი კი არა ქალი ინტელექტი და ქალი გონება უნდა გერქვათ. მე ჩემი სათქმელი დავამთავრე, ველოდები თქვენს პასუხს. დიდი სიყვარულით, თქვენი მოსწავლე გიგი შუბითიძე".