"შრომასთან ერთად აუცილებელია თავდაჯერებულობა" - გოგონა, რომელმაც ოთხი ამერიკული უნივერსიტეტისგან მიიღო დაფინანსება
"შრომასთან ერთად აუცილებელია თავდაჯერებულობა" - გოგონა, რომელმაც ოთხი ამერიკული უნივერსიტეტისგან მიიღო დაფინანსება
მერი კავთელიშვილი კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულია. მან სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. დედის რჩევით, მერის სწავლის გაგრძელება ამერიკაში სურდა. მისთვის სასურველ რამდენიმე უნივერსიტეტს საკუთარი მონაცემები გაუგზავნა. ქართველი აბიტურიენტი ერთდროულად ოთხმა უნივერსიტეტმა მიიღო: University of Pennsylvania (Upenn), Middlebury College, Colgate University და Bucknell University და თითოეულმა, საშუალოდ, $250 000-იანი დაფინანსება მისცა. თუ რომელ უნივერსიტეტს მიანიჭა მერიმ უპირატესობა, იგი თავად მოგიყვებათ.

- როგორც ჩემი მშობლები მეუბნებიან ხოლმე, ბავშვობიდანვე ბევრი კითხვის დასმა მიყვარდა. ეს ინტერესი დღემდე
You must have Flash Player installed in order to see this player.
მეხმარება, მეცნიერებიდან დაწყებული, საზოგადოებრივი პრობლემებით დამთავრებულ თემებს უფრო ჩავუღრმავდე. განსაკუთრებულ
ინტერესს ბაბუაჩემის საქმიანობისადმი ვიჩენდი. ბაბუა თვითონ ბიოფიზიკოსი იყო და მასთან ერთად ლაბორატორიაში დროის გატარება მიყვარდა. რაც შეეხება სკოლას, პირველი კლასიდან დამოუკიდებლად ვმეცადინეობდი. შემიძლია ვთქვა, რომ დაწყებით კლასებშიც და მერეც, ისეთი კარგი მასწავლებლები შემხვდნენ, რომ სახლში დიდი ხანი მეცადინეობა არ მჭირდებოდა, რადგან სკოლაშივე ვითვისებდი მასალის უმეტესობას.

- როგორ მოხვდით კომაროვის სკოლაში?
- კომაროვის სკოლაში გადასვლა მეშვიდე კლასიდანაა შესაძლებელი, მათემატიკის გამოცდების ჩაბარების შემდეგ. წინასწარ გამოცდებისთვის მოვემზადე არაჩვეულებრივ პედაგოგთან, რომელიც სკოლის პროგრამისგან დამოუკიდებელ მასალაში და ლოგიკურ ამოცანებში გვავარჯიშებდა. საბოლოო ჯამში კი მეშვიდე კლასის კომაროვის გამოცდები წარმატებულად ჩავაბარე და გავხდი ამ სკოლის მოსწავლე.

- რამდენად დიდ შრომას და ნებისყოფას მოითხოვს სწავლის პროცესი, რომ შედეგიც შესაბამისი იყოს?
- ზოგადად გააჩნია მოსწავლეს. მთავარია მოსწავლემ მიზანი დაისახოს და შემდეგ უკვე თვითონ დაგეგმოს რა ენერგიის დახარჯვა მოუწევს ამ მიზნის მისაღწევად. ნებისყოფა კი ვთვლი, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატების მისაღწევად.
mshoblebi
- სწავლის პროცესში ვინ გიწევდათ დახმარებას?
- მშობლები ნაკლებად იყვნენ ჩართულნი ჩემი სწავლის საკითხში, რადგან იცოდნენ, რომ სწავლისადმი შინაგანი პასუხისმგებლობა გამაჩნდა და ზოგადად, სწავლაშიც და სხვა თემებშიც თავისუფლებას მაძლევენ. სურთ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მივიღო. ამით კი მეხმარებიან, უფრო დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი ადამიანი გავხდე.

ბიბლიოთეკაში დავდიოდი ხოლმე მაშინ, როცა განსაკუთრებული კონცენტრაცია მჭირდებოდა - განსაკუთრებით, როდესაც უნივერსიტეტებში მოსახვედრი გამოცდებისთვის ვმეცადინეობდი.

- საბოლოოდ როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება, თუ რა პროფესია, უნივერსიტეტი უნდა აგერჩიათ?
- უნივერსიტეტების შერჩევა იმის მიხედვით დავიწყე, თუ რა დაფინანსების საშუალებები ჰქონდათ საზღვარგარეთის სტუდენტებისთვის. გამოცდების ქულების გაგების შემდეგ კი დაახლოებით ჩემი ქულების და ინტერესების შესაფერისი უნივერსიტეტები ავირჩიე. თუმცა აქ აუცილებელია აღვნიშნო ის, რომ ამერიკის უნივერსიტეტებში მოხვედრა, მხოლოდ გამოცდის ქულებზე დაყრდნობით არ ხდება. ყურადღება ექცევა სხვა მრავალ ფაქტორს, მაგალითად სკოლის ნიშნებს, კლასგარეშე აქტივობებს, განსაკუთრებულ ნიჭს ან ინტერესებს, პიროვნულ ღირებულებებს და ა.შ. ამერიკის უნივერსიტეტების უმეტესობა, სწავლის დაწყებიდან განსაზღვრულ დროს გაძლევს პროფესია აირჩიო. მე პირადად ორი წელი მექნება ამ არჩევნის გასაკეთებლად, თუმცა ამჟამად ფიზიკა მაქვს გადაწყვეტილი.

- როდის და რატომ გადაწყვიტეთ, რომ ამერიკაში გინდოდათ სასწავლებლად წასვლა?
- ამერიკაში სწავლის მოტივაცია დეიდაჩემმა გამიჩინა, რომელიც ასევე შტატებში, დიუკის უნივერსიტეტში სწავლობდა. განსაკუთრებით გამიძლიერდა მოტივაცია, როდესაც მან იქ სწავლის სისტემის, არსებული შესაძლებლობების და რესურსების, ზოგადად მისი გამოცდილების შესახებ მიამბო.
ამერიკის უნივერსიტეტში მოსახვედრად ინტენსიური მომზადება მეთერთმეტე კლასში დავიწყე, თუმცა ამისთვის მომზადებას რაც უფრო ადრე დაიწყებენ მოსწავლეები, მით უკეთესი იქნება. მეცხრე კლასიდან საჭიროა იზრუნონ მათთვის საინტერესო აქტივობებში ჩართვაზე, ახალი ინტერესების აღმოჩენასა და ინგლისურის დონის ამაღლებაზე. ხოლო თვითონ უნივერსიტეტების შერჩევისთვის, გამოცდების ჩაბარებისა და აპლიკაციების შევსებისთვის მეთერთმეტე კლასიც სავსებით საკმარისია.

- რომელ უნივერსიტეტებში გააგზავნეთ განაცხადი, რომელი დაგთანხმდათ და თქვენ რომელი შეარჩიეთ?
ოთხმა უნივერსიტეტმა, University of Pennsylvania, Middlebury College, Colgate University და Bucknell University, მიმიღო საშუალოდ 4 წლის განმავლობაში 250 000$ იანი დაფინანსებით. აქედან კი ავირჩიე University of Pennsylvania (Upenn)).

ეს უნივერსიტეტი ამერიკის უნივერსიტეტების US News and World Report-ის რეიტინგში, მერვე ადგილს იკავებს და არის აივი ლიგის (Ivy League) წევრი, რომელშიც ამერიკის რვა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ძლიერი უნივერსიტეტი შედის.

ამ უნივერსიტეტმა ასევე ამირჩია World Scholar-ად (მსოფლიოს სწავლულად/ლიდერად). ამ შესაძლებლობას წლიურად საშუალოდ 400 მიღებული საერთაშორისო სტუდენტიდან 15-ს აძლევენ.
გადაწყვეტილების მიღებაში, დიდი როლი ითამაშა ამ უნივერსიტეტის რესურსებმა. მისი წლიური ბიუჯეტი მილიარდობით დოლარია და ყავს ნობელის პრემიის მფლობელი პროფესორები. ერთ-ერთი პროფესორი ამ უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლიდან იქნება ჯო ბაიდენი, ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი.

ამერიკის ხუთი უნივერსიტეტის გარდა (Harvard, Yale, Princeton, MIT, Amherst), დანარჩენი უნივერსიტეტებისგან სამწუხაროდ, რაც მეტ დაფინანსებას ითხოვს საერთაშორისო სტუდენტი, მით უფრო იკლებს მისი იქ მოხვედრის შანსი. თუმცა ჩემი და სხვა ქართველი მოსწავლეების მაგალითი აჩვენებს, რომ თუ უნივერსიტეტებმა აპლიკანტში პოტენციალი დაინახეს, დიდ დაფინანსებასაც იძლევიან.

- ელოდით ამ წარმატებას? როგორ შეიტყეთ ეს ამბავი და რა განიცადეთ?

- ეს პროცესი იმიტომ წამოვიწყე, რომ, რა თქმა უნდა, ამ წარმატების იმედი მქონდა. პასუხები მარტში მომივიდა და შედეგები ელექტრონულად გავიგე. რა თქმა უნდა, ძალიან გამეხარდა. პასუხებს უნივერსიტეტები იმ დროს აქვეყნებენ, როდესაც ჩვენთან უკვე ღამეა. პასუხების მოლოდინში ძალიან მეძინებოდა, თუმცა შედეგების გაგების შემდგომ აღტაცებულმა ძლივს დავიძნე. შემდეგი დღეებიც ძალიან ამაღელვებელი იყო. ყველას ვისაც ვეუბნებოდით, ძალიან უხაროდათ.

- როგორ ფიქრობთ, რამ ითამაშა თქვენს წარმატებაში დიდი როლი?
- დიდი როლი ითამაშა იმან, რომ ამ შრომის შედეგი წინასწარ უკვე წარმოდგენილი მქონდა. მჯეროდა, რომ მივიღებდი სრულ დაფინანსებას ამერიკის ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან მაინც. ამიტომ, იმისდა მიუხედავად, თუ რაღაც მომენტებში თითქოს ჩემი მიზნის მიღწევა შეუძლებელი ჩანდა, ან თუნდაც მაშინ, როცა სხვები მეუბნებოდნენ, რომ შეუძლებელს შევეჭიდე (დაფინანსების მიღების თვალსაზრისით), სასურველ შედეგს წარმოვიდგენდი ხოლმე და თავდაჯერებულობა ისევ მემატებოდა. ამიტომ, შრომასთან ერთად აუცილებელია თავდაჯერებულობა, რომ მიზანს ნამდვილად მიაღწევ, რაც თავის მხრივ ნებისყოფასა და შეუპოვრობასაც გმატებს.
მერი ბლიაძე
6131
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (3)
12:24 / 20-06-2017
nino
გამიხარდა შენი ამბები, წარმატებებს გისურვებ, დიდი ხნის წინ მეც მოვიპოვე სტიპენდია ევროპის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სასწავლებლად და ვიცი რამხელა სიხარულია.
01:08 / 20-06-2017
mari
კარგი იქნება რეპეტიტორები არ გჭირდებოდეთ ბავშვებს და სკოლის მასწავლებლები გამწარებული არ იყოს ფულზე.არ წერენ ნიშნებს,თუ მასთან არ ემზადება ბავშვი...ამ გოგონას წარმატება და კარგი იქნება მის შრომას და სწავლას დააფასებს საქართველო რამდენიმე წლის შემდეგ(თუ დაბრუნდა საერთოდ),ვინაიდან ვისაც აქ არ აფასებენ,გარბის საქართველოდან და დარჩა საქართველო ვაჭრებს,მატყუარებს და უცოდინარებს....
22:13 / 19-06-2017
daviti
წარმატებებიიი!!!
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
03.06.2017
მეორე შანსი უნდა მიეცეთ იმ მოზარდებს, ვინც ემოციური ფონის, ტექნიკური ხარვეზებისა თუ გაუმართაობის გამო, გამოცდებზე ჩაიჭრა
27.05.2017
ჯეჯელავა გამოეხმაურა საატესტატო გამოცდების შედეგებს, რომლის თანახმად, 11 ათასმა სკოლის მოსწავლემ გამოცდები ვერ ჩააბარა
25.05.2017
„ჩვენთვის გიდი არ არის ადამიანი, ვინც მხოლოდ თარიღებით გვიყვება დასაზეპირებელ ფაქტებს“ - რატომ უნდა იაროთ აუცილებლად მუზეუმებში
08.05.2017
საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია დღეს დაიწყო
30.04.2017
სამინისტრო სასკოლო ბუფეტებში არსებული მდგომარეობის გამოსწორებას და ამ სფეროს რეგულირებას იწყებს




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი