ფსიქოლოგის შენიშვნებია იმ მშობლებისთვის, რომლებიც მეტისმეტად ბევრს ღელავენ შვილის აკადემიურ მოსწრებაზე ეს ფსიქოლოგის შენიშვნებია იმ მშობლებისთვის, რომლებიც მეტისმეტად ბევრს ღელავენ შვილის აკადემიურ მოსწრებაზე და მეტისმეტად არიან ჩართული ამ პროცესში, ისე, რომ ბოლოს ბავშვს სწავლას აძულებენ:
— ვიმეორებ... ბავშვთან ერთად გაკვეთილებს ნუ მოამზადებთ! ჩანთას ნუ ჩაალაგებთ მის მაგივრად! შეკითხვა: “რა ხდება სკოლაში?“ - მეტისმეტად ხშირად და მომთხოვნი ტონით არ დასვათ. ამით ურთიერთობას აფუჭებთ და შედეგიც უარყოფითია. სხვა არაფერი გაქვთ მასთან სალაპარაკო?
— ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი თავისუფალი დრო. დრო, როდესაც არ მეცადინეობს და როდესაც არაფერს არ აკეთებს, ან უბრალოდ თამაშობს: 2-დან 4 საათამდე დღეში. ამბიციური მშობლები დაატარებენ ათასგვარ წრეზე, სექციებზე, უცხო ენებზე... შედეგად იღებენ ნევროზებს და მასთან დაკავშირებულ შედეგებს. ორი წრე თუ სექცია საკმარისია, ბავშვის გონება და ფიზიკური გამძლეობა მეტზე უკვე იღლება.
— პედაგოგებთან ურთიერთობის დროს დაიცავით ბავშვის ინტერესები. გაუფრთხილდით მათ. ნუ შეგაშინებთ ცუდი აკადემიური მოსწრება. გეშინოდეთ იმისა, რომ არ შეიძულოს სკოლა და სწავლა. ამავე დროს ბავშვს უქვეითდება თვითშეფასება.
— თუ თქვენი შვილი ვერ მეცადინეობს დამოუკიდებლად - ამას ყოველთვის აქვს თავისი მიზეზი. სიზარმაცე არაფერ შუაშია. ასეთი კატეგორია ფსიქოლოგიაში არ არსებობს. სიზარმაცე ყოველთვის დამყარებულია მოტივაციისა და ნების არარსებობაზე.
— მიზეზთაგან, რის გამოც ბავშვი არ მეცადინეობს დამოუკიდებლად - შეიძლება არსებობეს: მომატებული ქალასშიდა წნევა, ჰიპერტონუსი, ფსიქოლოგიური პრობლემები, ყურადღების დეფიციტის სინდრომი, ჰიპერაქტიურობა და მრავალი სხავ. იმისათვის, რომ არ გაატაროთ მთელი საღამო ბავშვის წიგნებთან ერთად - სჯობს გაერკვეთ მიზეზში და იფიქროთ მის გადაჭრაზე.
— არიან მშობლები, რომლებსაც უნდათ გაზარდონ დამოუკიდებელი, პასუხისმგებლიანი და წარმატებული ბავშვები.
ასევე არიან მშობლები, რომელთა თვითმიზანია - ტოტალური კონტროლი ბავშვზე, მთავარია ბავშვი „ჯაჭვით“ ჰყავდეთ მიბმული და არ გაექცეთ ხელიდან.
მოზარდის ფსიქიკა ისედაც დაძაბულია, ამას ემატება გაუთავებელი მომზადება, გამოცდები და ჩათვლები, რაც ოჯახის ცხოვრებაში შავ ლაქად რჩება: ყველას ეწყება ნევროზი, დეპრესია და ლამის სუიციდიც კი.
როგორ მოვიქცეთ, რათა ამ კოშმარის მინიმუმამდე დაყვანა შევძლოთ?
ვფიქრობ, ყურადღების კონცენტრირება უნდა მოახდინოთ სიყვარულზე და უფრო მნიშვნელოვან ღირებულებებზე. იფიქრეთ იმაზე, რომ როდესაც ყველა გამოცდა და ჩათვლა წაიშლება მეხსიერებიდან, დარჩება მხოლოდ ერთი - ხომ არ დაკარგეთ სიახლოვე, ურთიერთგაგება, ნდობა და მეგობრობა.