მოსწავლეთა ჩანთის ჯამური წონა 2017 წლიდან შემცირდება “სერიოზული პრობლემაა, რომ ჩვენი მოსწავლეების ჩანთები არის ძალიან მძიმე” – ამის შესახებ განათლბის მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციების შედეგად, მოსწავლეთა ჩანთის ჯამური წონა 2017 წლიდან შემცირდება.
“სერიოზული პრობლემაა, რომ ჩვენი მოსწავლეების ჩანთები არის ძალიან მძიმე. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი არის ძალიან ბევრი, დიდი მძიმე წიგნი, რომელიც ყოველდღიურად დააქვთ სკოლაში. ადრე, ამ თემაზე აქცენტი გაკეთებული არ ყოფილა. ახლა მიმდინარეობს ახალი სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი და ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციით შევზღუდეთ ჩანთის ჯამური წონა. ასე რომ, შემიძლია, დაგპირდეთ, რომ ახლა სექტემბერში ვერ, მაგრამ მომავალ სექტემბერს, ჩანთები გაცილებით მსუბუქი იქნება”, - განაცხადა ჯეჯელავამ.
განათლების მინისტრმა ელექტრონული წიგნების შემოღების საკითხეც ისაუბრა. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ელექტრონული წიგნების შემოღების შემთხვევაში, მოსწავლეებს არჩევანი ექნებათ, ატარონ თუ არა წიგნი სკოლაში. განაგრძეთ კითხვა