რატომ არ უყვართ ბავშვებს სკოლა 11 წლის მოსწავლემ, ტიმოთე დროგინმა მოზარდთა კონფერენეციაზე საოცარი სიტყვა წარმოთქვა. ბიჭუნა შეეცადა უფროსებისთვის წარმოედგინა ყველა ის მიზეზი, რის გამოც ბავშვებს სკოლა არ უყვარს. მართალია ტიმოთე ქართული სკოლის მოსწავლე არ გახლავთ, მაგრამ მის მიერ ჩამოთვლილი მიზეზები არც ქართული სინამდვილისთვის არის უცხო. რატომ ეზიზღებათ სკოლა ბავშვებს?
1. ნიშნების შიში
პირველი შიშის შემდეგ ვითარდება შეფასების შიში. შემდეგ კი სასჯელის შიში მშობლებისგან, სკოლის დირექტორისგან.
სკოლაში არ ხედავენ იმას, თუ რას წარმოადგენ, შენზე მსჯელობენ მხოლოდ შენი ნიშნების მიხედვით.
2. შეცდომის შიში
კიდევ ერთი შიში _ ეს შეცდომის დაშვების შიშია. სკოლა არ ასწვლის იმას, რომ შეცდომის დაშვება შეიძლება და საჭიროცაა, რადგან მხოლოდ ასე შეძლებ რამის სწავლას.
3. დაცინვა
კიდევ ერთი მიზეზი_თანაკლასელების დაცინვა. და ხშირად, ეს მასწავლებლების ბრალია, რომლებიც ამხელენ და დასცინიან ბავშვებს, რომ ისინი რაღაცას არ აკეთებენ ისე კარგად, როგორც მისი თანაკლასელები. მათთვის ნიშანი უფრო მნიშვნელოვანია,
ვიდრე მოსწავლე. მე დავდიოდი ბავშვთა შემოქმედებით კლუბში, ვისწავლე მძივებით ქსოვა, ცომით ძერწვა, ტყავის სამაჯურების გაკეთება და ბევრი სხვა რამ. და როდესაც ჩემი წრის აღმზრდელი მოვიდა ჩემს სკოლაში მასტერკლასის შესათავაზებლად და მასწავლებელს უამბო ჩემს მიღწევებზე, ჩემი უფროსი მასწავლებელი ( დამრიგებელი) გაკვირვებული დარჩა : "ტომოთე? ეს შეუძლებელია!".
4. სულელური ტესტები
ეს ტესტები, რომლებსაც გაკვეთილებზე გვაძლევენ, წარმოუდგენლად სულელურია, იმიტომ, რომ მათში არ არის საკუთარი პასუხის ვარიანტი.ბავშვი, კარგი შეფასება რომ მიიღოს, ცდილობს ამოიცნოს შემოთავაზებულიდან ერთი პასუხი, მაგრამ, მას ხომ შეიძლება საკუთარი აზრიც გააჩნდეს, რომლის დაწერაც მას არ შეუძლია.
მე არ მგონია, რომ დადგება ისეთი დრო, როდესაც ყველას ემახსოვრება მსოფლიოს ყველა დედაქალაქი, ყველაფერი, რაც ტარას შევჩენკომ დაწერა, კვადრატული ფესვი ხუთიდან. მე ასე მგონია, რომ თუ ადამიანი რაიმეთი დაინტერესდა, მაშინ ის უფრო მეტს გაიგებს, ვიდრე ბავშვი მთელი ათი წლის მანძილზე სკოლაში. და თუ მას სხვა სფეროებიდან დასჭირდება ცოდნის მიღება, ის ადვილად შესძლებს ამის მიღებას.
5. საშინაო დავალებების მოცულობა
მე ვთვლი, რომ არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ საშინაო დავალებები ბავშვის განათლებაზე და მიღწევებზე ახდენს გავლენას, არ არსებობს. ერთხელ, მე ინგლისურში ისეთი რაოდენობის დავალება მომცეს, რომ სამი საათის წერის შემდეგ რომ ავდექი, კისერი ვეღარ გავასწორე. წამიყვანეს ტრავმატოლოგიურში და მთელი კვირა კისრის კორსეტით დავდიოდი. გაგრძელება