შვეიცარიულო სკოლა განსაკუთრებულია შვეიცარიულო სკოლა განსაკუთრებულია. ამაში დარწმუნდებით, როცა იქაური სწავლის სისტემას გაეცნობით.
1. გაკვეთილები 30-წუთიანია, შუალედებში 20-წუთიან შესვენებებს ბავშვები სუფთა ჰაერზე ატარებენ
ბავშვები გადიან ტერასაზე, რომელიც ყველა კლასს თავისი აქვს. ნებისმიერ ამინდში _ წვიმა იქნება თუ ქარი, მასწავლებელთან ერთად თამაშობენ ფეხბურთს, კალათბურთს, პინგ-პონგს, წრეში ბურთს. ბავშვი, რომელიც არ აქტიურობს, ექიმთან მიჰყავთ.
2. 11:30-დან 13:30-მდე სადილი აქვთ. შეუძლიათ სკოლაში დარჩნენ ან შინ წავიდნენ
ასე ბავშვები საერთოდ არ იღლებიან. სწავლა 8:15-ზე ეწყებათ, საღამოს _ 16 საათამდე, ოთხშაბათს მოკლე დღე აქვთ, სწავლას 11:30-ზე ამთავრებენ.
3. ბავშვებს რომ არ შეეშინდეთ აზრის წერილობითი ფორმის ჩამოყალიბებაში, სკოლაში არსებობს ფოსტა `მასწავლებელი-მოსწავლე~
თითოეულ ბავშვს აქვს საფოსტო ყუთი, სადაც დებს წერილს და მას მასწავლებელი პირადად პასუხობს. საოცრად პოპულარული ფოსტაა, დილითვე ყველა ბავშვი გარბის წერილის ასაღებად.
4. წერა ნახატით
ნახატს უკან წერია სიტყვა, თავად ნახატი ამ სიტყვის გამოსახულეება, რომელიც ბავშვმა უნდა გამოიცნოს და სწორად დაწეროს.
5. პრეზანტიციისთვის ბავშვი მუსიკას დამოუკიდებლად ირჩევს
პრეზენტაციისთვის რეკვიზიტებსაც და კოსტიუმსაც იყენებენ. შეუძლია მინი სპექტაკლი წარმოადგინოს.
6. მათემატიკზე მაგალითების ამოხსნას არ ასწავლიან
უკვე ნასწავლით ან გამოცდილებით ბავშვმა უნდა იფიქროს როგორ ამოხსნას მაგალითი. დავუშვათ, 48-ს პლუს 53. სწორი მეთოდი არ არსებობს, ყველა თავისებურად ასრულებს.
7. ხელის შეხება ყველაფრისთვის შეიძლება
მაგალიტად, თუ სწავლობდნენ ხორბლის სახეობას. ბავშვებს შეუძლიათ ხელი მოკიდონ მარცვლეულს. შემდეგ მიჰყავთ ბავშვები წისქვილში და აჩვენებენ როგორ დაიფქვა ხორბალი. ფქვილისგან მცხობელი ფუნთუშებს აცხობს და სკოლაში მიაქვს. გეოგრაფიის გაკვეთილზე თუ სწავლობენ მდინარეს, მიდიან და ნახულობენ მას. აქვთ გაკვეთილი `გააკეთე თავად~.
8. მიაჩნიათ, რომ შეცდომა წარმატებისკენ მიმავალი გზაა
ბავშვებს ასწავლიან, რომ შეცდომა კარგია, რადგან ბავშვი სწავლობს კრეატიულ აზროვნებას და არ ეშინია კიდევ რომ სცადოს.
9. ექიმის ცნობა საჭიროა, როცა ბავშვი 2 კვირაზე მეტს აცდენს
ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ბავშვი საშინაო დავალებას შინ ასრულებს.
10. დამწყები, მუნიციპალური სკოლა უფასოა
მოსწავლეები ნელი ტემპით, მაგრამ საუკეთესო შედეგებით გადადიან კლასიდან კლასში.