ბრიტანეთმაც განაცხადა, რომ სურს სინგაპურის მათემატიკის სწავლის მეთოდი თავისთანაც დანერგოს სინგაპური- ქალაქი-სახელმწიფო მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა მათემატიკაში მოსწავლეების წარმატებით. ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის ბრიტანეთმაც განაცხადა, რომ სურს სინგაპურის მათემატიკის სწავლის მეთოდი თავისთანაც დანერგოს.
რაშია სინგაპურელი მოსწავლეების წარმატების საიდუმლო?
PISA-ს მონაცემებით, მათემატიკის ცოდნის დონე 76 ქვეყანაში შემოწმდა. მასში 15 წლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პირველ ადგილზე სინგაპური გავიდა. ხუთეულში მოხვდა ჰონკონგი, სამხრეთ კორეა, იაპონია და ტაივანი. ბრიტანეთი მეოცე, ხოლო აშშ 28-ზე ადგილზე გავიდა.
სწავლა, როგორც პრიორიტეტი
სინგაპური სუვერენულ სახელმწიფოდ 1965 წელს იქცა. ქვეყანაში 5,5 მლნ ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობას ღარიბი ემიგრანტები შეადგენდნენ მეზობელი მალაიზიიდან, ჩინეთიდან და ინდოეთიდან.
ქვეყნის ლიდერმა, "ერის მამად" წოდებულმა ლი კუან იუმ განათლება ქვეყნის პრიორიტეტად აქცია. მას მიაჩნდა, რომ სკოლაში მაღალკვალიფიციური, დისციპლინირებული, ინგლისურ ენაზე მოსაუბრე პედაგოგები უნდა ასწავლიდნენ და ეს პრინციპი ყველა სკოლაში მოქმედებს. რამდენიმე წელიწადში განათლება "ღარიბი ოჯახის შვილებისთვის განათლება ნამდვილად ხსნად იქცა, სინგაპურში ცოდნა ნამდვილი სიმდიდრეა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე უზრუნველყოფილი ცხოვრების გარანტიაა.
სინგაპურის პრემიერ-მინისტრის სიტყვები ლამის ქვეყნის ლოზუნგად იქცა:
"იმისათვის რომ გადავრჩეთ, საუკეთესოები უნდა ვიყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გვერდზე
გაგვწევენ და თავად წინ წავლენ"
სინგაპურული მეთოდი
მათემატიკა და სამეცნიერო დისციპლინა- სინგაპურულ სკოლაში ძირითადი საგნებია. დაწყებით კლასებშიც კი მათემატიკას სპეციალური მასწავლებელი ატარებს. ზედა კლასებში მოსწავლეებს შეუძლიათ ჰუმანიტარული საგნები აირჩიონ, მაგრამ მათემატიკას მაინც გაძლიერებულად ასწავლიან.
"სინგაპურული მეთოდი" 1980-იან წლებში შეიქმნა. მას სამ ეტაპად სწავლობენ: რეალურ ობიექტებზე, ნახატებზე, სიმბოლოებზე.
სინგაპურელი მასწავლებლები აქტიურად იყენებენ თვალსაჩინოების მეთოდს. კლასები ნაკლებადაა დეკორირებული, რათა ბავშვს თვალი არ გაექცეს დაფიდან თუ ეკრანიდან.
ევროპელი მოსწავლეებისგან განსხვავებით სინგაპურელი ბავშვები დაწყებით კლასებში ნაკლებ საგნებს სწავლობენ, სამაგიეროდ,- საფუძვლიანად. სპეციალისტების აზრით, სწორედ ამაში მდგომარეობს სინგაპურული სისტემის საიდუმლო.
მათემატიკა სინგაპურში გლობალური ცოდნა კი არა, მათემატიკურად აზროვნებაა.
აქ არ არსებობენ ნიჭიერი ბავშვები. ყველა ბავშვს შეუძლია წარმატების მიღწევა. მთავარია, პედაგოგებმა კარგად ასწავლონ, ბავშვებმა კი მეტად მოინდომონ.
ფიზიკური დასჯა მინიმუმამდეა დაყვანილი, ნებადართულია მხოლოდ ბიჭებისთვის. დისციპლინა უმაღლეს დონეზეა. სკოლის შემდეგ უმრავლესობა სწავლა აგრძელებს სამხედრო ან პოლიციის სფეროში.
რას აკეთებენ სინგაპურელი ბავშვები გახანგრძლივებულში? რობოტოტექნიკით არიან დატვირთულები. მართალია, სინგაპურში პატივს სცემენ ხელოვნებას და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, მაგრამ ზუსტ მეცნიერებებს მაინც უპირატესობა ენიჭება.
მედლის მეორე მხარე
ზოგიერთი მშობელი განიცდის, რომ განათლების ამგვარი სისტემა "მოსწავლე-რობოტებს" ქმნის, რომლებსაც საკოორდინაციო სისტემაში ერთი ორიენტაცია აქვთ: "სწორია-არასწორია". ბავშვებს უკლავენ კრეატიულობასა და ინიციატივას. გარდა ამისა, მაღალი შედეგისთვის ბრძოლა ბავშვობას აკარგვინებთ: სკოლა-საშინაო დავალება-მასწავლებელი; არ არსებობს ბალანსი თამაშს, დასვენებასა და თანატოლებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში. სინგაპურული მეთოდი განსხვავდება ფინურისგან, სადაც თამაში და სოციალური აქტიურობა პრიორიტეტულია. თუმცა, მათემატიკურ ოლიმპიადაში გამარჯვება ყოველთვის არ ნიშნავს მაღალ IQ-ს. ქვეყანაში კრეატიული მეწარმეების ნაკლებობაა. ამ სფეროს მალაიზიელი და ჩინელი ბიზნესმები იკავებენ. ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე და სინგაპურის მათემატიკის შესწავლის მეთოდი შეგიძლიათ შინ დანერგოთ: იყავით პოზიტიურად განწყობილი მათემატიკის მიმართ. არასდროს უთხრათ შვილს: "მე მათემატიკას სულ ვიწერდი, მასში არაფერი გამეგებოდა". ასწავლეთ ბავშვს ამოცანის ამოხსნის მეთოდი: ხმამაღლა იმსჯელოს, დახატოს, მოდელი ააგოს. შეაქეთ ბავშვი მეტად მონდომებისთვის, ვიდრე სწორი პასუხისთვის. გახადეთ მათემატიკა ძირითადი საგანი. შეადგინეთ მათემატიკური სავარჯიშოები ყოველდღე. ასწავლეთ ბავშვს ერთი მაგალითის ამოხსნის რამდენიმე ვარიანტი. შეაჩვიეთ კრეატიულობას, ერთად განიხილეთ რომელი მეთოდი მოსწონს თავად ბავშვს და რატომ.
წაიკითხეთ ასევე: "მიაჩვიეთ ბავშვი ფიქრსა და აზროვნებას, მათემატიკა არ არის რთული" - მათემატიკოს დაჩი ნანობაშვილის რჩევები მშობლებს