რას ჰპირდებიან ბაღის გარეთ დარჩენილ ბავშვებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს..
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას განცხადებით, ახალი სასწავლო წლის დასაწყებად საბავშვო ბაგა-ბაღებში სრული მზადყოფნაა.
"2015-2016 სააღმზრდელო წლის განმავლობაში დასრულდება რამდენიმე ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა, ასევე, არსებული ბაღების აუთვისებელ ფართებში დამატებითი ჯგუფები მოეწყობა, რის შედეგადაც ბაღის გარეთ დარჩენილი ბავშვების ნაწილს სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცემა", - ნათქვამია განცხადებაში.
ინტერპრესნიუსი