როგორ აღმოჩნდა ადგილები შევსებული გათიშული საიტის პირობებში აღსაზრდელის საბავშვო ბაღში დარეგისტრირება - პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში ვერ მოგვარდა. მშობლები ამ დღისთვის წინასწარ ემზადებიან, რადგან კარგად იციან, რომ სასურველ ბაღში მოხვედრა დასწრებაზეა. თუმცა როგორც წესი, ყველაზე ოპერატიულებსაც კი არ უმართლებთ, რადგან საიტი ითიშება, სისტემა "ჭედავს" და "პრობლემის აღმოფხვრის " შემდეგ აღმოჩნდება, რომ კონკრეტულ საბავშვო ბაღში ყველა თავისუფალი ადგილი უკვე შევსებულია.
სოციალურად დაუცველებისა და უკვე დარეგისტრირებული ბავშვების დედმამიშვილების ბაღში მოხვედრის შემდეგ, სხვა ყველა დანარჩენი პატარისათვის ონლაინ რეგისტრაცია დილის 9:00 საათზე იწყება. კონკურენცია ყველა მშობელს ავალდებულებს, რომ ამ დროს კომპიუტერთან და ინტერნეტთან წვდომა ჰქონდეს (განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა კომპიუტერის ქონის სურვილი ან შესაძლებლობა).
სკოლებისგან განსხვავებით, საბავშვო ბაღის შერჩევისას მშობლები პრესტიჟულობას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და პრიორიტეტი ადგილმდებარეობას - სახლთან ან სამსახურთან სიახლოვეს ენიჭება, თუმცა იმის მიუხედავად, რომ გუშინაც, 10 ივლისს, ონლაინ-რეგისტრაციისთვის დარაზმულმა მშობლებმა წინდახედულობა გამოიჩინეს და 9:00 საათს მომზადებულები, გამართული კომპიუტერით, ქსელითა და საჭირო საანკეტო მონაცემებით შეხვდენენ, აღმოჩნდა, რომ საიტმა ჯერ "გაჭედა", მალევე კი საერთოდ გაითიშა. მოგვიანებით, მისი ამოქმედების შემდეგ მშობლებმა აღმოაჩინეს, რომ თავისუფალი ადგილები უკვე აღარ იყო. მათ გაკვირვებას იწვევს ის გარემოებაც, თუ როგორ აღმოჩნდა ადგილები შევსებული გათიშული საიტის პირობებში. მშობლების ნაწილი ეჭვობს, რომ ბავშვები ნაცნობობითა და "ჩაწყობით" დარეგისტრირდნენ.
იხილეთ გაგრძელება