იხილეთ ბაღების ჩამონათვალი საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 2016 წლის 15 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge
წელს, მოსახლეობის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, დედაქალაქის მასშტაბით არსებული 164 საბავშვო ბაგა-ბაღიდან, 40 შეირჩა. საზაფხულო ბაღებში, მთლიანობაში, 376 სააღმზდელო ჯგუფი იფუნქციონირებს და მომსახურებას 13 160 აღსაზრდელი მიიღებს. საზაფხულო ბაღები იმუშავებს ერთი თვის განმავლობაში – ივლისში.
საზაფხულო ბაღში რეგისტრაციის უფლება ექნება 2-დან 6-წლამდე ასაკის ნებისმიერ ბავშვს, მათ შორის, მათაც, ვისაც უკვე შეუსრულდა 6 წელი და სექტემბრიდან სკოლაში მიდის.
საზაფხულო ბაღში რეგისტრაცია სავალდებულოა ყველა მსურველისთვის, მათ შორის, აღნიშნული ბაღის აღსაზრდელებისთვისაც.
რეგისტრაცია შეწყდება 29 ივნისს, 24:00 საათზე.
გთავაზობთ საზაფხულო ბაღების ჩამონათვალს რაიონების მიხედვით:
გლდანი: №35, №48, №153, №186, №205, პირველი ლოგოპედიური;
დიდუბე: №15, №23, №92;
ვაკე: №1, №27, №75, №142;
ისანი: №17, №29, №26, №182, №215;
კრწანისი: №51, №206;
მთაწმინდა: №170, ტაბახმელა;
ნაძალადევი: №9 №25, №43, №60, №80;
საბურთალო: №63, №171, №198, №212; „იმედი“ (საბურთალო);
სამგორი: №12, №45, №72, №128, №163, №28;
ჩუღურეთი: №34, №5.
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო