"აღმზრდელმა გაითვალისწინა აღსაზრდელების თხოვნა" ბაღების მართვის სააგენტოს პასუხი ვიდეოზე, რომელსაც მწვავე გამოხმაურება მოჰყვა - "აღმზრდელმა გაითვალისწინა აღსაზრდელების თხოვნა"
თბილისის 56-ე ბაგა-ბაღში გადაღებულ ვიდეოს, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ეხმაურებიან.
სააგენტოში აცხადებენ, რომ 56-ე ბაგა-ბაღის აღმზრდელი სამსახურებრივ საყვედურს მიიღებს.
როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ნინო ბურძენიძემ განაცხადა, აღმზრდელმა გაითვალისწინა აღსაზრდელების თხოვნა, თვითონ შეესრულებინათ ნეფე-დედოფლის როლი.
"თბილისის ბაგა-ბაღები 2012 წელს გამოცემული სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამით ხელმძღვანელობენ, რომელიც შემუშავებულია ილიას უნივერსიტეტის სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრის მიერ. პროგრამაში გაწერილია ასაკობრივად დიფერენცირებული და ასაკობრივად შერეული ჯგუფებისთვის სხვადასხვა აქტივობები. გაგრძელება