ყველაზე კითხვადი
უნდა გადაპარსოთ თუ არა ერთი წლის ბავშვს თმა?
უნდა გადაპარსოთ თუ არა ერთი წლის ბავშვს თმა?
ძალიან გავრცელებულია მოსაზრება, რომ ერთი წლის ბავშვს ე.წ. მუცლის თმა უნდა გადაპარსონ. ასე იქცეოდნენ ძველად და ბევრი ახლაც იცავს ამ წესს. ზოგი ამას იმიტომ აკეთებს, რომ ბავშვს უფრო ჯანსაღი და სქელი თმა ამოუვიდეს, ზოგი კი უბრალოდ, ”ჩვეულების” გამო.
სინამდვილეში, ეს არც ისე მართებული მოსაზრებაა. თმა ფოლიკულებიდან იზრდება, რომლებიც თავის კანის ზედაპირის ქვეშ მდებარეობს. რასაც ჩვენ უკვე გაზრდილ თმას ვუშვრებით, არანაირად არ აისახება ფოლიკულებში თმის ფორმირებაზე.
ანუ როგორც სპეციალისტები ამბობენ, არანაირი ფიზიოლოგიური
You must have Flash Player installed in order to see this player.
საფუძველი არ აქვს თმის გადაპარსვას, არც თმის ზრდას აუმჯობ
ესებს - ეს პროცესი გენეტიკურად არის დაპროგრამებული და თავისი ვადები აქვს.
ჩვეულებრივ, ერთი წლის მერე ბავშვს ისედაც უფრო აქტიურად ეზრდება თმა და უსქელდება კიდეც, ამიტომ არის, რომ გადაპარსვის მერე უფრო შესამჩნევიც ხდება. თუმცა გადაპარსავთ თუ არა, თმა მაინც ერთნაირად გაიზრდება.
როგორც ამბობენ, ძველად თმის გადაპარსვის ტრადიცია ჰიგიენისა და სხვა ფაქტორების გამოც იყო აქტუალური. გადაპარსული თმის მოვლაც ადვილი იყო და მას მკბენარებიც არ ესეოდნენ. დღეს მსგავსი პრობლემები არ არსებობს, ამიტომ, არ არის სავალდებულო, პატარას თმა გადაპარსოთ და მერე ელოდოთ, რომ მეტი თმა ამოუვა - ეს ისედაც მოხდება.
38340
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (6)
20:09 / 25-07-2016
თიკო
ჩემი პატარა როგორც კი გადაცდა 1წელს კიკინებს უკვე ვუკეთებდი,და ამ დროს თავზე ყოველთვის ვუსვამდი ბიუბხენის ზეთს,არ ვიცი რამდენადაა ამ ზეთის დამსახურება მაგრამ ეხლა 2 წლის და 8 თვისაა და კარგა მოზრდილი თმები აქვს,..ზეთს ეხლაც ვხმარობ თმების გაკეთების დროს..
19:55 / 25-07-2016
olikos
Chemi gogoc 18 tvisaa dadzalian patara tmebi aqvs, mec dzalian minda kikinebi gavuketo, magram jer araoo.... aramgonia tmebi ro patara aqvs mito kalcid mugeba sachiro iyos, cota xani daelode motminebit da mere ukete "prichoebii" :)))
21:12 / 13-01-2016
ოლიკო
ჩემი გოგონა არის 1 და 7 თვის და თმა გადასაპარსად კიარა დასანახად ვნატრობ :) ისეთი პატარა თმები აქვს დანატრებული ვარ კულულები როდის ექნება. ძალიან ნელა ეზრდება თმა მაგრამ ყველა ექიმის ჩათვლით მეუბნება რომ სანერვიულო არაფერიაო,ხოდა დიდი მოლოდინით ველოდები... იქნებ რაიმე ხალხური მეთოდი იცოდეთ თუ მხოლოდ დროის ამბავია და უნდა ვიცადო (კალცს სულ ვასვმევ ისედაც და დიდი არაფერი შედეგი)
10:36 / 13-01-2016
ელენე
ჩემი გოგონები 13 და 14 წლისანი არიან, თმა არასოდეს გადამიპარსავს, თმის სიხშირეს, ნამდვილად არ ვემდურით.
18:54 / 12-01-2016
მარი
1 წლის ხდება ჩემი ბიჭი და ისეთი ლამაზი ქერა კულულები აქვს რა გადამაპარსინებს..როდის იქნება ამ უაზრო და ლოგიკას მოკლებულ აზრებს რომ აღარ მიაქცევენ ყურადღევას საქართველოში..
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
10.03.2017
როგორ უნდა დაუცხროთ პატარას ტკივილი და რა დროს უნდა მიმართოთ ექიმს?
23.01.2017
რა უნდა იცოდეთ აუცილებლად კენგურუზე, ჭოჭინაზე და მასაჟებზე - ფიზიოთერაპევტის პასუხები
06.12.2016
ახალშობილისთვის საუკეთესო საკვები დედის რძეა. ამაში დღეს ეჭვი არარავის ეპარება.
მოზრდილ ბავშვს კი აუცილებლად ესაჭიროება დამატებითი კვება. მზარდ ორგანიზმს მხოლოდ დედის რძით ვერ გამოკვებავთ. შეიძლება დედის რძის დეფიციტი ადაპტირებული რძის ხელოვნური ნარევით შეუვსოთ.
26.10.2016
რამდენ ხანში ერთხელ უნდა გამოუცვალოთ ბავშვს საფენი და როგორ უნდა შეარჩიოთ უსაფრთხო საფენები
07.10.2016
"არაა საჭირო ისტერიკულად ექიმთან სიარული, ბავშვის ჩათბუნება..."
19.09.2016
რატომ უნდა გარეცხოთ კივი და როგორ უნდა გაასინჯოთ ციტრუსი ან ახალი ბოსტნეული?
13.09.2016
რატომ არ უნდა იწვეს ბავშვი მხოლოდ ზურგზე და როგორ ჯობს ეძინოს ახალშობილს?




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი