რა წესები აქვს "გადაყენებას" და როგორ უნდა გადააჩვიოთ ბავშვი პამპერსს
რა წესები აქვს "გადაყენებას"  და როგორ უნდა გადააჩვიოთ ბავშვი პამპერსს
ბავშვი პამპერსს რაც შეიძლება მალე უნდა გადაეჩვიოს. რაც უფრო სწრაფად დაიწყებს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების კონტროლს, მით უკეთესი. გადაჩვევა იმას არ ნიშნავს, რომ უბრალოდ აღარ ჩააცვათ, სამაგიეროდ ჩასველებული სამოსი რეცხოთ მთელი დღის განმავლობაში. გადაჩვევა ე.წ. გადაყენებას გულისხმობს.
გადაყენებისთვის ნუ დაელოდებით დროს, როცა ბავშვი დამოუკიდებლად ჯდომას ისწავლის. სანამ ქოთანზე დაჯდება, გადასაყენებლად ტაშტი გამოიყენეთ. ამ დროს პატარა რაც შეიძლება მოხერხებულად უნდა გეკავოთ.
გადაყენების პროცესი ბავშვის ბუნებრივი აღზრდის ნაწილია. ამით იცლება შარდის ბუშტი და სწორი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ნაწლავი. გაითვალისწინეთ - გადაყენება ქოთანზე მიჩვევა არ არის. ეს ორი
სხვადასხვა რამაა.
როგორ შეუძლია დედას ბავშვს დაეხმაროს? მარტივად - მთავარია, მოხერხებულად დაიკავოს და "ფისი-ფისის" თქმით რეფლექსი გამოუმუშაოს. ერთსა და იმავე პოზაში ერთსა და იმავეს რომ გაუმეორებთ, ბავშვი კარგად მიხვდება, რას ელიან მისგან.
სხვათა შორის, გადაყენება ბავშვს აკაჟებს. დღის განმავლობაში რამდენჯერმე გახდა და ქვედა ნაწილის მოშიშვლება თანდათან აჩვევს ტემპერატურის ცვლილებას.
გადაყენება მხოლოდ საფენების ეკონომია არ გახლავთ. მას ბევრი პლუსი აქვს - გაათავისუფლოს ბავშვი "მოხუთული" საფენისგან, ბუნებრივად მოასაქმებინოს და ბუნებრივი ინსტინქტები დროულად ჩამოუყალიბოს. ასევე კარგი საშუალებაა დედა-შვილის ფიზიკური კონტაქტისთვის.

გადაყენების წესები:
1. გადააყენეთ ბავშვი ყოველი ძილის შემდეგ იმის მიუხედავად, ჩასველებულმა გაიღვიძა თუ მშრალმა.
2. გადააყენეთ თუ მოუსვენრობა შეატყვეთ. თანდათან მიხვდებით, რა სახის მოუსვენრობა აწუხებს, როცა მოსაქმება უნდა.
3. გადააყენეთ გასეირნების წინ.
4. ნუ ელით, რომ ბავშვი მაშინვე მოშარდავს, როგორც კი გადააყენებთ. დააცადეთ 3-5 წუთი მაინც.
5. თუ გადაყენებას "დანერგავთ", სისტემატურად გააკეთეთ ეს. ერთ დღეს 10-ჯერ გადააყენოთ და მეორე დღეს არც ერთხელ, ამას აზრი არ ექნება.


დღისით შეიძლება ადვილად მიაღწიოთ უსაფენოდ სიარულს, თუმცა ღამით ბავშვს საფენი მაინც სჭირდება. ბევრი მშობელი ღამითაც აყენებს ბავშვს, რაც დიდად სასარგებლო არ არის. ბავშვს ღამით მშვიდად უნდა ეძინოს. ღამის სიმშრალე იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად არის შარდის ბუშტი მზად, მთელი ღამით შეიკავოს სითხე. ეს ინდივიდუალურია და უბრალოდ, უნდა დაელოდოთ.

თუ ბავშვი ძალიან აპროტესტებს გადაყენების პროცესს, ნუ დააძალებთ. ყველა ბავშვი ერთნაირად ვერ ეგუება ახალ წესებს. ცოტა დრო გავიდეს და შემდეგ ისევ სცადეთ.
111383
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (11)
19:40 / 16-05-2017
მანას
ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. გაუვლის დროთა განმავლობაში. ჩემი შვილები ორივე ეგრე იყვნენ,ანუ ღამით შარდშეუკავებლობა ჰქონდათ.რა გზას არ მივმართე,ექიმებშიც ვატარე,მაგრამ არაფერმა არ უშველა. თავისით გაუარათ.
00:56 / 15-05-2017
მაია
ჩემ ბავშვებს 3თვიდან დავაწყებინე გადაყენება.6თვიდან არ ცმიათ პამპერსი.გოგოს ღამე ვაცმევდი მაგრამ მაინც მაღვიძებდა და მთხოვდა ქოთანზე რომ ექნა.ექიმებისგან მსმენია,რომ თუ ბავშვს ნერვული სისტემა წესრიგში აქვს ღამით არ ჩაისველებს .
13:36 / 06-12-2016
Nita
ნონა, სავარაუდოდ ჩემი თაობა ბრძანდებით (90 -იანების) ჩვენს ბავშვობაში არ იყო პამპერსები და როგორ გადავეჩვიეთ ყველა? ღამე ვისველებდით და სისველე გვაწუხებდა :) მატრასსა და ზეწარს შორის ცელოფანს თუ დაუფენთ ან რამე სითხე გაუმტარს (მაგ. პარალონი), მატრასის დასვრას და დასველებას აირიდებთ. თეთრეულის დასარეცხად კი მესმის, დრო ცოტაა და ძნელია, მაგრამ სარეცხის მანქანა შეღავათია ჩვენთვის. ჩვენი მშობლები ხელით რეცხავდნენ :)
21:40 / 12-10-2016
ლელუ
ჩემი პატარაწლის და 6თვისა და უკვე სამი თვეა გადავეჩვიეთ პამპერს ზაფხული ძალიან დამეხმარა...მაგრამ ღამე მაინც აცვია მეც მშვიდად მძინავს და მას პირველ რიგში....ღამე ეცადეთ არ გააღიზიანოთ პატარები
16:42 / 09-08-2016
anna
ჩემი ბიჭი 3 დღეში გადაეჩვია პამპერსს.სოფელში ვართ და შევუცვალე, რასაც ვახმარდი ვერ ვიშოვეთ აქ.მთელი ღამე არ ისველებს.დღეც, პამპერსი რომ აცვია მაგრძნობინებს რო გახდა უნდა.ტრუსებში რო ღვიძავს სპეციალურად შვება და ხელებს ყოფს.გადაყენებას ძალიან მიპროტესტებს. ეხლა წლის და 7 თვისაა. კუჭში გასვლაზე გადაყენებას 2 თვიდანაა მიჩვეული.ყველას უკვირს მაგრამ 2 თვიდან სულ 4 ჯერ ან 5 ჯერ იქნება ჩასცრილი.მაგარი ბიჭოა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
21.06.2017
რა არ უნდა გამოეპაროს მშობელს - ექიმის რჩევები
10.03.2017
როგორ უნდა დაუცხროთ პატარას ტკივილი და რა დროს უნდა მიმართოთ ექიმს?
23.01.2017
რა უნდა იცოდეთ აუცილებლად კენგურუზე, ჭოჭინაზე და მასაჟებზე - ფიზიოთერაპევტის პასუხები
06.12.2016
ახალშობილისთვის საუკეთესო საკვები დედის რძეა. ამაში დღეს ეჭვი არარავის ეპარება.
მოზრდილ ბავშვს კი აუცილებლად ესაჭიროება დამატებითი კვება. მზარდ ორგანიზმს მხოლოდ დედის რძით ვერ გამოკვებავთ. შეიძლება დედის რძის დეფიციტი ადაპტირებული რძის ხელოვნური ნარევით შეუვსოთ.
26.10.2016
რამდენ ხანში ერთხელ უნდა გამოუცვალოთ ბავშვს საფენი და როგორ უნდა შეარჩიოთ უსაფრთხო საფენები
07.10.2016
"არაა საჭირო ისტერიკულად ექიმთან სიარული, ბავშვის ჩათბუნება..."
19.09.2016
რატომ უნდა გარეცხოთ კივი და როგორ უნდა გაასინჯოთ ციტრუსი ან ახალი ბოსტნეული?




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი