დედის ხელში ბევრი რამაა რა უნდა იყოს ბავშვის ჯანმრთელობაზე მთავარი? დედები ყოველთვის ზრუნავენ ბავშვის იმუნიტეტზე, რა უნდა იცოდეთ, რომ გააძლიეროთ იგი და დაიცვათ თქვენი პატარა?
ყველამ ვიცით, რომ იმუნური სისტემა საკმაოდ რთული მექანიზმია. მის ჩამოყალიბებაზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას. მაგრამ გავერკვეთ კონკრეტულად რა?
კარგი ფეხმძიმობა
ბავშვის მომავალი უკვე მისი მუცლადყოფნის პერიოდში ყალიბდება. ამიტომ, აუცილებელია დედის განწყობა, მისი ჯანმრთელობა და, რა თქმა უნდა, კვება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფეხმძიმობის პირველი ტრიმესტრი, როცა ბავშვის ორგანიზმი ყალიბდება. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია ყველაფერი: დროული და სწორი კვება, დღის რეჟიმი, ძილი, ნორმალური ემოციური ატმოსფერო, ყოველგვარი ნეგატიურისგან გათავისუფლება.
პირველი წუთები
ფსიქოლოგები გვირჩევენ, მკურნალ ექიმთან შევათანხმოთ მშობიარობის ყოველი წუთი: მედიკამენტები, სტუმულაცია, გაუტკივარება, ღირს თუ არა, როდის? ყველა მოსალოდნელი გართულება და მათი აღმკვეთი ღონისძიებები.
ყველაზე მთავარი მომენტი - მშობიარობისთანავე ბავშვი დედას მუცელზე უნდა დააწვინონ. ზოგიერთი სპეციალისტის აზრის, ეს ჭიპლარის გადაჭრამდე უნდა მოხდეს. პირველი კონტაქტი პატარას უსაფრთხო გარემოს შეუქმნის. შემდეგ უნდა იზრუნოთ მის კვებაზე, სასურველია, ბუნებრივზე, მის გაჯანსაღებაზე, სუფთა ჰაერზე სეირნობასა და პატარას განწყობაზე. პირველივე დღეებიდან გადადგმული სწორი ნაბიჯები მომავალში აუცილებლად გაგრძნობინებთ შედეგს.