რამდენ ხანში ერთხელ უნდა გამოუცვალოთ ბავშვს საფენი და როგორ უნდა შეარჩიოთ უსაფრთხო საფენები ”ორი შვილის დედა გახლავართ. უფროსს ჩვეულებრივ ვახმარდი სხვადასხვა ფირმის საფენებს, პატარასთან კი, რომელიც ახლა 3 თვისაა, ძალიან გამიჭირდა საფენის შერჩევა. რატომღაც, ძალიან ალერგიულია საფენების მიმართ. ამ საკითხზე თქვენს საიტზეც წავიკითხე ბევრი ინფორმაცია და ვნახე, რომ ზოგიერთი საფენი არც ისე უვნებელ ნივთიერებებს შეიცავს. სულ ცოტა ხნის წინ ვიყიდე ახალი ბრენდის საფენი - ”კომილი”. მასზე არაფერი ვიცი რეალურად, თუმცა ბავშვის კანმა ნორმალურად მიიღო. იქნებ ამ ახალი ფირმის საფენზე მომცეთ ინფორმაცია და ზოგადად საფენების მავნებლობაზეც”.
ლიკა, 28 წლის
ეს წერილი მკითხველმა გამოგვიგზავნა და გადავწყვიტეთ, მიგვეწოდებინა მისთვის ინფორმაცია, და თან გაგვეზიარებინა თქვენთვის.
დღეს ბავშვის გაზრდა საფენის გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ ერთჯერადი საფენების წყალობითაა, რომ დედებს ღამეების თენება და დღე და ღამ რეცხვა-უთოობა არ უწევთ. საბავშვო საფენებმა დედა დიდი შრომისგან გაათავისუფლა, თუმცა კომფორტს თავისი ნაკლოვანებებიც ახლავს.
ბოლო დროს ხშირად გამოთქვამენ საფენების მიმართ უნდობლობას. განსაკუთრებით ხშირად საუბრობენ იმ მავნე ნივთიერებებზე, რომლებისგანაც შედგები ბავშვების საფენები.
მაგალითად, ცნობილია, რომ ერთი ცალი საფენის ბოლო ფენის დასამზადებლად უხეში გათვლებით, საჭიროა ერთი ჭიქა ნავთობი.
მომდევნო ფენა ქლორით დამუშავებული ცელულოზაა, რომელშიც სუპერმშთანთქმელი ფხვნილია მოთავსებული.
რაც შეეხება ძირითად ფენას, რომელიც ბავშვის კანის სიმშრალეს უზრუნველყოფს. აი, მისი შემადგენლობა:
1. Sodium Polyacrylate Crystals - გამჭვირვალე გელი-აბსორბენტი, რომელიც სითხეს იწოვს. ეს ტოქსიკური პოლიმერია, რომელიც ხშირად იწვევს ალერგიულ რეაქციებს. სხვათა შორის, მისი გამოყენება 80-იან წლებში ქალის ჰიგიენურ საფენებში აკრძალეს. ბავშვზე მისი ზემოქმედება კი საგანგებო კვლევის საგანი არ გამხდარა.
2. პლასტიკატის მემბრანა იდეალურ პირობებს ქმნის ანაერობული ბაქტერიების გასამრავლებლად.
3. Dioxins - ერთ-ერთი საშიში ტოქსინი. დიოქსიდთან სისტემატური კონტაქტი ბევრი რისკის წინაშე აყენებს ორგანიზმს.
4. Xylene, ethylbenzene - საფენებში ლაბორატორიული კვლევის შედეგად აღმოაჩინეს. ახასიათებს ნეიროტოქსიკური ზემოქმედება და დიდ ზიანს აყენებს ეკოსისტემას.
5. Styrene - კანცეროგენი. ტოქსიკურია სასუნთქი გზებისთვის.
6. TBT - აფერხებს სასქესო ჰორმონების გამოყოფას. ბავშვი, რომელსაც დღეში 5 პამპერსს აცმევენ, ამ ნივთიერებას 3,6-ჯერ უფო მეტი დოზით იღებს, ვიდრე დაშვებულია აშშ-ში.
ასევე ბევრ საფენში შედის მავნე ნივთიერება პარაბენი, რომლითაც სხვა საბავშვო პროდუქციაც გაჯერებულია. პარაბენები ქიმიური კონსერვანტებია, რომლებიც დღესდღეობით პრაქტიკულად ბავშვის მოვლის თითქმის ყველა საშუალებაში შედის – ამ ნივთიერებას ამოიკითხავთ საბავშვო კოსმეტიკაზე, კბილის პასტაზე, სველ ხელსახოცებზე, შამპუნებზე და ა.შ. ამ ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ ყოველთვის დააკვირდით, რომ პარაბენები არ იყოს თქვენ მიერ განსაკუთრებით ბავშვისთვის შეძენილ ნივთში. ამ ნივთიერების გამოყენების უსაფრთხოება უკვე მრავალმა მეცნიერმა და ექიმმა დააყენა ეჭვქვეშ. საქმე ის არის, რომ დღეს გამოყენებული ყველა კომერციული პარაბენი სინთეტიკურად იწარმოება. მათ იღებენ პარა-ჰიდროქსიბენზოინის მჟავის ეთერიფიკაციით შესაბამის სპირტთან ერთად და ბევრ მავნე ნივთიერებას იყენებენ საბოლოო შედეგის მისაღებად. ყველაზე გავრცელებული პარაბენებია მეთილლპარაბენი (საკვები დანამატის კოდი E218), ეთიპარაბენი (E214), პროპილპარაბენი (E216) და ბუთილპარაბენი. იშვიათა გვხვდება იზობუთილპარაბენი, იზოპროპილპარაბენი, ბენზილპარაბენი (E209).
რას იწვევს ეს ნივთიერება? როგორც მეცნიერებმა გამოიკვლიეს, პარაბენებს შეუძლია გამოიწვიოს საკმაოდ მწვავე ალერგიული რეაქციები, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებსაც გაღიზიანებული აქვთ კანი ან ალერგიისადმი არიან მიდრეკილნი. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ საკმაოდ ახლო კავშირია პარაბენებსა და მკერდის სიმსივნეს შორის – პარაბენების დიდი შემცველობა აღმოჩნდა სიმსივნურ ადენომაში. ბავშვებში "პარაბენმა" შეიძლება გამოიწვიოს მენტალური და ფიზიკური განვითარების შეფერხება და ა.შ.
მოკლედ, ზედმეტი ქიმიური ფორმულების გარეშეც ცხადია, რომ "სუპეშესაძლებლობების" მქონე შიგთავსი ბევრ გაუგებარ და ბოლომდე შეუსწავლელ ნივთიერებას შეიცავს და დღევანდელი საფენები არც ისე უსაფრთხოა.
რა არის გამოსავალი?
პირველ რიგში, ეცადეთ, რომ ხშირად გამოუცვალოთ ბავშვს საფენი.
3 თვემდე ასაკის ბავშვს 3 საათში ერთხელ უნდა გამოუცვალოთ საფენი. თუმცა ეს ღამეს არ ეხება - გამოსაცვლელად ბავშვის გაღვიძება საჭირო არ არის. შეცვლის შუალედებში 10-20 წუთით ბავშვი "გაანიავეთ".
3 თვიდან 6 თვემდე 4-5 საათში ერთხელ გამოუცვალეთ. უფრო დიდს კი საჭიროების მიხედვით. თუმცა 6 საათზე მეტხანს დღისით საფენი არ გაუჩეროთ.
გაითვალისწინეთ:
ის, რომ ეკონომიურად არ გიჭირთ და საფენების შეძენა თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, იმას არ ნიშნავს, რომ მისი "გადაგდება" არ იჩქაროთ. როგორც კი ცივ სეზონს "გადააგორებს", პირველივე წელს იფიქრეთ საფენის გადაჩვევაზე, ყოველ შემთხვევაში, დღისით მაინც. ბავშვი რაც უფრო ადრე დაიწყებს შარდდენისა და დეფეკაციის კონტროლს, მით უკეთესია მისი გამომყოფი სისტემისთვის.
რაც შეეხება ”კომილს”, რომელიც ახალი ბრენდია და რომლის შესახებაც გვკითხა მკითხველმა:
მოვიძიეთ ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ "კომილი" ერთადერთი ბრენდია ბაზარზე, რომელის საფენის შიდა ზედაპირზეც გამოყენებულია ბუნებრივი ზეითუნის ზეთის ლოსიონი. რაც თავის მხრივ დიდი უპირატესობაა, რადგანაც მისი მეშვეობით პატარას კანი ადვილად არ შრება და იფიტება.
"კომილი"-ს საფენები არ შეიცავს ქიმიურ კონსერვანტ "პარაბენს", რაც, როგორც ვთქვით, არის საკმაოდ საშიში ნივთიერება როგორც მოზრდილებისათვის ასევე პატარებისათვის.
ერთი სიტყვით, ეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად უცვალოთ ბავშვს საფენი, რაც შეიძლება მალე გადააჩვიოთ გადაყენებას და სანამ საფენს იყენებთ, მაქსიმალურად უსაფრთხო და ეკოლოგიური ბრენდი შეარჩიეთ.