რატომ სტკივა ჩვილ ბავშვს მუცელი და რას გვირჩევს გასტროენტეროლოგი?
რატომ სტკივა ჩვილ ბავშვს მუცელი და რას გვირჩევს გასტროენტეროლოგი?
ჩვილ ბავშვებში ხშირია მუცლის ტკივილი, რომელიც მშობელს აბნევს და ანერვიულებს. აირების დაგროვება, კოლიკა, გაუვალობა, ამოქაფება და ა.შ. სხვადასხვა რამეზე მიგვანიშნებს. მშობლებისთვის აქტუალურ შეკითხვებზე პედიატრიული პრივატ კლინიკის გასტროენტეროლოგი, ნათია ცირდავა გვპასუხობს.

- ჩვილ ბავშვთა ასაკში ხშირია აირების დაგროვებით გამოწვეული მუცლის ტკივილი ბავშვებში, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ამ დროს?
- ჩვილ ბავშვთა ასაკში ნაწლავებში ჭარბად დაგროვილი აირებით გამოწვეულ მუცლის ტკივილს ახალშობილთა კოლიკა ეწოდება, რომელიც ძირითადად ჩარევის გარეშე სპონტანურად ქრება. კოლიკა ახალშობილებში ძალიან ხშირი
You must have Flash Player installed in order to see this player.
პრობლემაა და დაახლოებით 4 დან 1 ახალშობილში გვხდება. იწყება დაბადებიდან
3-4 კვირაზე და გრძელდება 3-4 თვემდე. უპირატესად ვლინდება ღამის საათებში, აწუხებს როგორც ბუნებრივ, ასევე ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს.

სახლის პირობებში:

• ტირილის დროს აიყვანეთ ბავშვი ხელში, ჩაუდეთ საწოვარა;
• ჩასვით თბილი აბაზანაში;
• გაუკეთეთ მუცლის მსუბუქი მასაჟი ( ხელისგულით საათის ისრის მიმართულებით);
• შეეცადეთ, კვების დროს ბავშვმა გადაყლაპოს ნაკლები ჰაერი (ძუძუთი კვების დროს შეარჩიეთ სწორი პოზიცია, ხელოვნური კვების დროს გამოიყენეთ ანტიკოლიკური ბოთლი);
• კვების შემდეგ ამოაქარვებინეთ ბავშვს;
• ბუნებრივი კვების დროს მიაქციეთ ყურადღება დედის კვებას.
• მედიკამენტოზური მკურნალობა ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ და არ არის სასურველი ბავშვისთვის თვითნებურად რაიმე მედიკამენტის მიცემა.

- ჩვილ ბავშვთა ასაკში ხშირია ამოქაფება, რა იწვევს მას და როგორ ხდება მკურნალობა?
- ჩვილ ბავშებში ამოქაფება (გასტროეზოფაგური რეფლუქსი) ჩვილ ბავშვებში ძირითადად არის ფიზიოლოგიური მდგომარეობა და მედიკამენტოზური ან ქირურგიული ჩარევას არ საჭიროებს. 6 თვიდან სიმპტომები იკლებს 60-70 %-ით, ხოლო 9 თვეზე თითქმის 90%-მდე ქრება ხოლო 12-18-ზე მთლიანად ლაგდება. ამოქაფების ეპიზოდები ჩაითველება პათოლოგიურ მდგომარეობად როდესაც რეფლუქსის ეპიზოდების ხანგრძლივობა და სიხშირე (24 საათში აღემატება 21-31 რეფლუქსის ეპიზოდს) მომატებულია.


ასევე იხილეთ: როცა ბავშვს მუცლის ასეთი ტკივილები აქვს, ექიმთან ვიზიტი არ უნდა გადადოთ! - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?


- როგორი უნდა იყოს ჩვილი ბავშვის კუჭის მოქმედება დღე-ღამის განმავლობაში, პერიოდულობა, კონსისტენცია...
- განავლის ფერი, რაოდენობა და კონსისტენცია ვარირებს ბავშვებში და კონკრეტული ბავშვის შემთხვევაში ასაკის და კვების ტიპის მიხედვით. მეკონიუმი (პირველი განავალი დაბადების შემდეგ) მუქი მომწვანო, წებვადი მასა გამოიყოფა დაბადებიდან 48 საათში, კვების დაწყების შემდეგ მეკონიუმის ჩანცვლება ხდება მომწვანო-ყავისფერი გარდამავალი განავლით, 4-5 დღის შემდეგ კი ყვითელი-ყავისფერი ფეკალიებით. ჩვილებში ნაწლავთა მოქმედების სიხშირე ცვალებადი და ვარირებს 0-7-მდე დღეში. ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებს სოცოცხლის პირველ დღეებში აქვთ ხშირი, მცირე მოცულობის და თხელი კონსისტენციის განავალი (ტრანზიტორული განავალი) შესაძლებელია ყოველი კვების შემდეგ, 2-3 კვირის შემდეგ კი შედარებით იშვიათი, რბილი კონსისტენციის განავალი.ხელოვნური კვების დროს კუჭის მოქმედების სიხშირე შედარებით ნაკლებია. განავლის ფერს დიდი სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა არ აქვს, გამონაკლისია, როცა საეჭვოა სისხლდენაზე (წითელი ან შავი განავალი) ან ბილირუბინის ექსკრეციის პრობლემა (მოთეთრო-ნაცრისფერი განავალი). ჩვილებში, რომლებიც უკვე მკვრივ საკვებს იღებენ, განავალში ბოსტნეულის ან მარცვლეულის არსებობა არ მიუთითებს მალაბსორბციაზე, შესაძლებელია ამის მიზეზი საკვების ცუდად დაღეჭვა იყოს.

სალომე გორგოშიძე
13419
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
23.01.2017
რა უნდა იცოდეთ აუცილებლად კენგურუზე, ჭოჭინაზე და მასაჟებზე - ფიზიოთერაპევტის პასუხები
06.12.2016
ახალშობილისთვის საუკეთესო საკვები დედის რძეა. ამაში დღეს ეჭვი არარავის ეპარება.
მოზრდილ ბავშვს კი აუცილებლად ესაჭიროება დამატებითი კვება. მზარდ ორგანიზმს მხოლოდ დედის რძით ვერ გამოკვებავთ. შეიძლება დედის რძის დეფიციტი ადაპტირებული რძის ხელოვნური ნარევით შეუვსოთ.
26.10.2016
რამდენ ხანში ერთხელ უნდა გამოუცვალოთ ბავშვს საფენი და როგორ უნდა შეარჩიოთ უსაფრთხო საფენები
07.10.2016
"არაა საჭირო ისტერიკულად ექიმთან სიარული, ბავშვის ჩათბუნება..."
19.09.2016
რატომ უნდა გარეცხოთ კივი და როგორ უნდა გაასინჯოთ ციტრუსი ან ახალი ბოსტნეული?
13.09.2016
რატომ არ უნდა იწვეს ბავშვი მხოლოდ ზურგზე და როგორ ჯობს ეძინოს ახალშობილს?
08.09.2016
პედიატრის პასუხები, რეცეპტები და აუცილებელი ცხრილი დედებისთვის




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი