მეტყველების დარღვევა რომ თავიდან ავიცილოთ - 15 სასარგებლო რჩევა მშობლებს ლოგოპედისგან
მეტყველების დარღვევა რომ თავიდან ავიცილოთ - 15 სასარგებლო რჩევა მშობლებს ლოგოპედისგან
ბოლო დროს ბავშვებში მეტყველების პრობლემები საკმაოდ გახშირდა. სპეციალისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ გამართულად მეტყველებისთვის გარკვეული ზომების მიღება ადრეულ ასაკშივე საჭიროა, ზუსტად იმ პერიოდში, როცა ბავშვი ენას იდგამს. გთავაზობთ ლოგოპედის რამენიმე რეკომენდაციას, რომლიც ყველა დედამ უნდა გაითვალისწინოს. 

დაიწყეთ საკუთარი თავით - ხშირად ელაპარაკეთ ბავშვს ჩვილობიდანვე. თუნდაც სიტყვაძუნწი იყოთ, მაინც უნდა ელაპარაკოთ პატარას. ბავშვი უკეთ აღიქვამს საუბარს, რასაც თან მოქმედება ერთვის. ამიტომ რასაც აკეთებთ, ეს სიტყვიერა
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაც გამოხატეთ.

ილაპარაკეთ მკაფიოდ - გამოკვეთეთ ყოველი სიტყვა და ფრაზა. ბავშვები ინტონაციის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან. ამიტომ ყველა
სიტყვა, რომელზეც ლოგიკური აქცენტი კეთდება, კდევ უფრო აშკარად გამოკვეთეთ. არაფრით არ ელაპარაკოთ ენის ჩლექვით!

გამეორება - სხვადასხვანაირი ინტონაციით რამდენჯერმე გაიმეორეთ ერთი და იგივე სიტყვა, რომელიც ბავშვისთვის ახალია.

არ ესაუბროთ გრძელი ფრაზებით

მხიარულად ელაპარაკეთ -
დადებითი განწყობით გადმოცემულ სიტყვებს ბავშვი უკეთ ითვისებს.

ასწავლეთ ყველა ნივთის სახელი, რასაც კი ხელში აიღებს

არასოდეს დატოვოთ უსიტყვოდ ბავშვის ინიციატივა, როცა თქვენთან დალაპარაკებას ცდილობს.

როცა ლაპარაკი უნდა, პატივი ეცით მის ამ სურვილს

ასწავლეთ თამაშით, ისეთი სათამაშო სიტუაცია შექმენით, სადაც ხმოვანი ინტონაციები იქნება საჭირო.

არ სცადოთ, უსიტყვოდ გამოიცნოთ მისი სურვილი. შეიძლება წინდაწინ ხვდებით, მაგრამ მაინც აცადეთ, თავად გამოთქვას, რა უნდა.

დღიური აწარმოეთ. დააფიქსირეთ მისი ყოველი სიტყვიერი მიღწევა, ჩაინიშნეთ, რამდენი სიტყვა ესმის და რამდენს ამბობს.

დაეხმარეთ, რომ განავითაროს ფონეტიკური ბგერები. გაამეორებინეთ სიტყვათა წყვილები, სადაც ერთი ასოა განსხვავებული (ქარი-კარი-დარი).

უკითხეთ პატარ-პატარა ზღაპრები, უმეორეთ ლექსები - ბავშვები გამეორების გზით ბევრს სწავლობენ.

თითების ზუსტი მოძრაობა გამართულ საუბარში დაეხმარება. განუვითარეთ მცირე მოტორიკა - (ეს იგივე თითების ზუსტი მოძრაობაა).

მოთმინება გამოიჩინეთ - თუ ბავშვი ბგერებს არასწორად წარმოთქვამს, ნუ გაიცინებთ და ნუ გაიმეორებთ არასწორ ჟღერადობას. წამოთქვით სწორად და წაახალისეთ, რომ მანაც გაიმეოროს.

გახსოვდეთ, მხოლოდ დედას შეუძლია, ბავშვს ჰარმონიულ განვითარებაში დაეხმაროს. არ დაგავიწყდეთ, ხშირად შეაქოთ თქვენი შვილი და მისი წარმატებებისადმი სიხარული გამოხატოთ.

სტატიები ამავე თემაზე: 4 ნიშანი იმისა, რომ ბავშვს მეტყველების პრობლემები აქვს
2. როგორ გავუმდიდროთ ბავშვს სიტყვათა მარაგი
3. ბავშვის მეტყველება - რა არის ნორმა და რა - დარღვევა


57560
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (17)
15:45 / 20-09-2016
Tako
Chemi bichi 2 wlis da 7 tvisaa, sityvebs ambobs magram ishvuatad. Dzaan vnerviulob.exla bagshi midis da rasmetyvit ? Iqneb eshveleba? Visgydat shvikebi metyvelebis terapevttan da ra shedegi miiget
15:49 / 01-08-2016
Maikos
აჩვენეთ ენისა და მეტყველების თერაპევტს
15:49 / 01-08-2016
Maikos
აჩვენეთ ენისა და მეტყველების თერაპევტს
15:47 / 01-08-2016
ნანკა
მოგესალმებით გოგოებო და გეტყვით, რომ ყველაზე გამოცდილი მეტყველების თერაპევტები ამჟმად თბილისში არიან ცენტრ "ლოგომედში", სადაც ყველანაირ პრობლემას მკურნალობენ ყველაზე სწრაფ დროში და ყველანაირი დროის გაწელვების გარეშე.
15:09 / 11-06-2016
რუსუდანი
გამარჯობა ჩემი შვილი 14 წლისაა და ასო ბგერა რ ს ნაცვლად წარმოთქვამს ღ ს ხშირ დემთხვევაში.თუ არის გამოსწორების საშუალება?
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
06.09.2016
დედებმა უნდა იცოდნენ დრენაჟის მასაჟის გაკეთება
28.04.2016
სწორი და საკმარისი კვების მთავარი მაჩვენებელი, ბავშვის საერთო მდგომარეობა და ხასიათია
15.05.2015
ყველა მშობელმა არ იცის, რომელი ასაკიდან და რა რაოდენობით უნდა აჭამოს ბავშვს კენკრა
20.03.2015
რამდენიმე პროდუქტი, რომლებიც ბავშვთა კვებაშიც მიღებულია, შესაძლოა მავნებელი აღმოჩნდეს
08.03.2015
მისი წოლის მანერა ბევრ რამეზე მეტყველებს
29.01.2015
რომელ ტკივილის ტერფის რომელი არეს მასაჟი შველის




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი