ყველაზე კითხვადი
რა უნდა იცოდეთ აუცილებლად კენგურუსა და ჭოჭინაზე და როგორი ფეხსაცმელი უნდა ჩააცვათ პატარას?
რა უნდა იცოდეთ აუცილებლად კენგურუსა და ჭოჭინაზე და როგორი ფეხსაცმელი უნდა ჩააცვათ პატარას?
რომელ ასაკშია რეკომენდირებული ბავშვის ვიზიტი ორთოპედთან, რა ჩივილების შემთხვევაში უნდა მივმართოთ ორთოპედს, რა უარყოფითი და დადებითი მხარე აქვს კენგურუს და ჭოჭინას გამოყენებას - ამ და სხვა საინტერესო თემებზე პედიატრიული პრივატ კლინიკის ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ქირურგი, ლევან ქაჯაია გვესაუბრება.

- რომელ ასაკში არის რეკომენდებული ბავშვის პირველი ვიზიტი ორთოპედთან?
- რეკომენდებულია, რომ ბავშვი ორთოპედთან მიიყვანოთ 1,5-2 თვის ასაკში, 3 თვემდე კი ჩატარდეს მენჯ-ბარძაყის სახსრის ულტრაბგერითი გამოკვლევა. ადრეულ ვადაზე ვიზიტი საშუალებას გვაძლევს, პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დროულად
You must have Flash Player installed in order to see this player.
გამოვავლინოთ ის. სასურველია, რომ ბავშვის დაბადებიდანვე მიეჩვიოს ორთოპედიულ ლეიბზე,
ბალიშის გარეშე წოლას. ზოგადად, ჩვილ ბავშვთა ასაკში ბალიში არ იხმარება.


ასევე იხილეთ: საუკეთესო და უმარტივესი ვარჯიშები ბრტყელტერფიანობის წინააღმდეგ - ვიდეოგაკვეთილი


- რა ჩივილების შემთხვევაში უნდა მივმართოთ ბავშვთა ორთოპედს?
- ორთოპედს უნდა მიმართოთ თუ ბავშვს ვიზუალურად აღენიშნება ზედა და ქვედა კიდურების რაიმე დეფორომაცია, სიარულის დროს კოჭლობა, გამოხატული ბეჭის ასიმეტრია, აღენიშნება ხერხემლის დეფორმაცია, როდესაც სიარულის დროს ბავშვი ქვედა კიდურებს ატრიალებს შიგნით, როდესაც სიარულის დროს მუხლის შიდა ზედაპირები ეხება ერთმანეთს. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენამდე კი სასურველია წელიწადში ერთხელ დაგეგმოთ ვიზიტი ორთოპედთან, რათა პრობლემა ადრეულ ეტაპზე იქნას აღმოჩენილი და აღმოფხვრილი.
mshoblebi
- რას გვეტყვით კენგურუზე?
- კენგურუ, კომფორტულია მშობლებისთვის. თუმცა, ჩვილ ბავშვთა ასაკში უმჯობესია ე.წ "აფრიკული ქამრების" გამოყენება. ბავშვი ზის ისე, როგორც კენგურუში, თუმცა ბარძაყი მეტად განზიდულია, რაც ხელს უწყობს მენჯ-ბარძაყის სახსრის სწორად ფორმირებას და განვითარებას.

- როგორ ვასწავლოთ ბავშვს ხოხვა და რამდენად აუცილებელია ეს?
- სპეციალური სასწავლო პროგრამა, იმისთვის რომ ბავშვს ვასწავლოთ ხოხვა, არ არსებობს. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და სხვადასხვა ასაკში იწყებს ხოხვას, სიარულს და ა.შ მშობლებში გავრცელებულია მოსაზრება, რომ აუცილებელია ბავშვს სწრაფად დავაწყებინოთ სიარული, ჯდომა და ა.შ. როდესაც ბავშვის ორგანიზმი თავად იქნება მზად სიარულისთვის, ის აუცილებლად გაივლის და დაჯდება, სიჩქარე საჭირო არ არის.

- რას გვეტყვით ჭოჭინაზე?
- ჭოჭინას გამოყენება დასაშვებია, თუმცა ბავშვი, რომელიც ჯერ ვერ დადის, ჭოჭინაში ფეხებს აცურებს და ასე ვთქვათ, თითის წვერებით გადაადგილდება, რაც არ არის რეკომენდებული.


ასევე იხილეთ: ტერფის თანდაყოლილი და შეძენილი ცვლილებები - ორთოპედის რეკომენდაციები მშობლებს!


- როგორი ფეხსაცმელი უნდა ეცვას ბავშვს?
- ჩვილ ბავშვებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ შეუძლიათ დგომა, შეიძლება ეცვათ ე.წ. "ბუტაფორია" ფეხსაცმელი. რბილი და ლამაზი, ისეთი როგორიც მოსწონს მშობელს. ხოლო როდესაც ბავშვი ფეხს იდგამს და იწყებს სიარულს, მას უნდა ეცვას შედარებით მაგარძირიანი, 3 წლის ასაკიდან კი - ორთოპედიული ფეხსაცმელი.
სალომე გორგოშიძე
24893
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
06.09.2016
დედებმა უნდა იცოდნენ დრენაჟის მასაჟის გაკეთება
28.04.2016
სწორი და საკმარისი კვების მთავარი მაჩვენებელი, ბავშვის საერთო მდგომარეობა და ხასიათია
15.05.2015
ყველა მშობელმა არ იცის, რომელი ასაკიდან და რა რაოდენობით უნდა აჭამოს ბავშვს კენკრა
20.03.2015
რამდენიმე პროდუქტი, რომლებიც ბავშვთა კვებაშიც მიღებულია, შესაძლოა მავნებელი აღმოჩნდეს
08.03.2015
მისი წოლის მანერა ბევრ რამეზე მეტყველებს
29.01.2015
რომელ ტკივილის ტერფის რომელი არეს მასაჟი შველის
18.01.2015
როგორ ვკვებოთ 1 წელს გადაცილებული ბავშვი, რომელიც უკვე აღარაა ახალშობილი და ჯერ არც დიდია




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი