მარტში ისინი ციხეშიც ჩასვეს დიდი ბრიტანეთის ქალაქ კინგ-ლინში სოციალური სამსახურის მუშაკებმა რა ხანია, მეთვალყურეობა დააწესეს 11 წლის ჩადის მშობლებზე. 155-სანტიმეტრიანი ბიჭი თავის ასაკთან შეფარდებაში ნორმალურ წონაზე ორნახევარჯერ მეტს იწონის - 95 კილოგრამია.
მის ზედმეტ სიმსუქნეს სოციალური მუშაკები მშობლებს აბრალებენ, ისინი კი მშვიდად პასუხობენ, რომ ეს უბრალო გენეტიკაა. მათი თქმით, ჩადი ყოველთვის პუტკუნა ბავშვი იყო.
ექიმებს არაერთხელ მოუწიათ ბიჭის მკურნალობა, რადგან სიმსუქნის გამო ხშირად აქვს ჯანმრთელობის პრობლემები.
სოციალური სამსახური კი რადიკალური ზომების გატარებას გეგმავს. მათ სურთ, მშობლების უფლება ჩამოართვან ჩადის დედ-მამას. სხვათა შორის, მარტში ისინი ციხეშიც ჩასვეს მცირე ხნით და შემდეგ პირობით გამოუშვეს.