რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა ლაპარაკი და როდის არის ეს დაგვიანებული?
რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა ლაპარაკი და როდის არის ეს დაგვიანებული?
ეკა ჭავჭავაძე ექიმი, მეტყველების თერაპევტი გახლავთ. მეტყველების განვითარებისა და კორექციის კაბინეტის "ლოგომედის" ხელმძღვანელია - ეს მეტყველების დარღვევებზე სპეციალიზებული პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ცენტრია მთელ ამიერკავკასიაში. მეტყველებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პრობლემებზე ეკამ მეტად საინტერესო და ამომწურავი პასუხები გაგვცა.

- რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა ლაპარაკი და როდის ითვლება დაგვიანებულად პატარის ალაპარაკება?
- ლაპარაკს ასე ვიწყებთ:
2-3 თვე: პატარა ღუღუნებს, წარმოთქვამს ბგერებს "ა", "ი", ზოგჯერ შესაძლებელია "გ"-ც.
7-9 თვე: პატარა ტიტინებს, წარმოთქვამს ერთნაირ
You must have Flash Player installed in order to see this player.
მარცვლებს: დე-დე, მა-მა, ბე-ბე, პა-პა, ბა-ბა, ბუ-ბუ, მუ-მუ.
9-11 თვე:
პატარა უკვე ცდილობს მოზრდილთა მიერ წარმოთქმული მარცვლებისა და სიტყვების გამეორებას.
11-13 თვე: ჩნდება პირველი ორი იდენტური ან მსგავსი მარცვლებისგან შემდგარი გააზრებული სიტყვები: დედა, მამა, ბებო, პაპა, ბაბუ.
2-3 წელი: პატარა იწყებს წინადადებებით საუბარს. ამ ასაკში ბავშვის ლექსიკური მარაგი უნდა შეადგენდეს 300-მდე სიტყვას.
ასეთია ბავშვის მეტყველების ნორმალური განვითარების ეტაპები. ნებისმიერ ეტაპზე გადახრა ნორმიდან საჭიროებს სპეციალისტის კონსულტაციას. ნუ დაუგდებთ ყურს ასეთი ტიპის რჩევა-დარიგებებს: "ჩემსასაც ასე ჰქონდა, მაგრამ მერე თავისით ალაპარაკდა", "მის მამასაც გვიან დაუწყია საუბარი და ესეც ასე დაიწყებს", "ბიჭები ზოგადად გვიან იწყებენ ლაპარაკს", "ილაპარაკებს, აბა რას იზამს, ჯანმრთელი ბავშვია, სხვა არანაირი დაზიანება არ აქვს".
- დაგვიანების შემთხვევაში რისი გაკეთება შეუძლია მშობელს, რომ ბავშვს დროულად ამეტყველებაში დაეხმაროს?
- როდესაც ამეტყველება გვიანდება, პატარა უნდა ვაჩვენოთ ნეიროფსიქოლოგს ან ფსიქიატრს, აუცილებელია დადგინდეს რითია გამოწვეული უმეტყველობა. დიაგნოზის დაზუსტების შემდგომ კი იწყება მეტყველების თერაპია. დამღუპველია 3 წლამდე ლოდინი, როგორი გენეტიკური მიზეზებიც არ უნდა იყოს ოჯახში. 2 წლის ასაკში უკვე უნდა დადგინდეს პრობლემის მიზეზი.
- როგორ უნდა მეტყველებდეს ბავშვი ამა თუUიმ ასაკში, როგორ უნდა მივხვდეთ როდისაა საჭირო ბავშვის მიყვანა მეტყველების თერაპევტთან და როდის შეიძლება მდგომარეობა ნორმად მივიჩნიოთ?
- 3 წლის ასაკში - ბავშვი გამართულად უნდა წარმოთქვამდეს: პ, მ, ბ, ვ, ფ, გ, ქ, კ-ს.
4 წლის ასაკში - სისინა ბგერებს: ს, ზ, ც.
5 წლის ასაკში - შიშინებს: შ, ჩ, ჟ, ჯ, წ. გამართულად უნდა ამბობდეს რ-სა და ლ-ს.
ბგერათა დამახინჯებული წარმოთქმა შეიძლება ფიზიოლოგიურ პრობლემად მივიჩნიოთ გარკვეულ ასაკამდე - 4-4,5 წელი. თუ პატარა ამ ბგერებს ასაკის გათვალისწინებით უბრალოდ ნაწილობრივად ამახინჯებს, ამ ეტაპზე მეტყველების თერაპევტს დასახმარებლად არ მივმართოთ, ბავშვი მათ თავადვე გამოასწორებს.
მეტყველების თერაპევტთან ვიზიტი საჭიროა ნებისმიერ ასაკში, თუ პატარას რომელიმე ბგერა საერთოდ არ აქვს ან მათ წარმოთქვამს არტიკულაციის უხეში დარღვევით: ყელისმიერად, გვერდულად, ცხვირისმიერად, კბილთაშუა.
გაითვალისწინეთ: რაც უფრო ხანგრძლივია დეფექტი, მით უფრო რთულია მისი გამოსწორება. წარმოიდგინეთ, ბავშვის მეტყველება თიხაა, ვიდრე ის რბილია მისთვის სწორი ფორმის მიცემა გაცილებით მარტივი და ადვილია! ნუ დაკარგავთ ძვირფას დროს!
- რას ნიშნავს მეტყველების დარღვევა, რა იგულისხმება ამაში?
- მეტყველების ყველაზე გავრცელებული მოშლილობაა დისლალია - მდგომარეობა, როდესაც ადამიანი საერთოდ ვერ წარმოთქვამს ამა თუ იმ ბგერას ან წარმოთქვამს დამახინჯებულად, უსუფთაოდ. დისლალიას განეკუთვნება მდგომარეობებიც, როცა ადამიანი რომელიმე ერთ ბგერას ყოველთვის ანაცვლებს მეორე ბგერით, მაგალითად ხშირია რ-ლ-ს დიფერენცირების დარღვევა, გ-დ, კ-ტ და ქ-თ ბგერათა ერთმანეთის ნაცვლად გამოყენება.
რაც შეეხება უსუფთაო წარმოთქმას, ამ კუთხით ყველაზე ხშირია სიგმატიზმი - შიშინა და სისინა ბგერების დარღვევა, აგრეთვე როტაციზმი, როდესაც ადამიანი ვერ წარმოთქვამს ბგერა რ-ს და ლამბდაციზმი - ლ ბგერის წარმოთქმის დარღვევა.
- თუ ბავშვი საკმარისი ლექსიკური მარაგის ფონზეც მაინც ვერ ახერხებს გამართული წინადადებებით საუბარს, მაშინ?..
- არსებობს შემთხვევები, როდესაც მეტყველების ფორმირების შემდგომ მშობლები უეცრად აღმოაჩენენ, რომ მათი პატარა, საკმარისი ლექსიკური მარაგის ფონზეც კი, ვერ ახერხებს გამართული წინადადებებით საუბარს. ზოგჯერ ეს მხოლოდ აქტიური მეტყველებისას ვლინდება (ექსპრესიული აგრამატიზმი) და ყურადღების კონცენტრირებისას ნაკლებად თვალში საცემია, ზოგჯერ კი პირიქით, წერის, თხრობისას (იმპრესიული აგრამატიზმი) იჩენს თავს. ამ დარღვევისას ბავშვებს განსაკუთრებით უჭირთ სიტყვათაშორის ურთიერთობების გამოხატვა: კავშირი, თანდებული, წინდებული და შორისდებულების სათანადო გამოყენება.
ამ მოვლენას აგრამატიზმი ჰქვია, 3-4- წლამდე შეიძლება ნორმალურ მოვლენად ჩაითვალის, 5 წლის ასაკისთვის კი აუცილებელია მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა, რადგანაც ზოგჯერ იგი ნეიროფსიქოლოგიური მოშლილობაა, რომელიც მეტყველების გრამატიკული სტრუქტურისა და გამართულად საუბრის უნარის სრულ ან ნაწილობრივ უქონლობაზე მეტყველებს. თუ ბავშვს მსგავსი ტიპის დარღვევას შეამჩნევთ, აუცილებელია მიმართოთ ნევროლოგს, რათა დროულად დადგინდეს ყოველივე ყურადღების დეფიციტის, თუ თავის ტვინის შუბლისა და საფეთქლის არის კეროვანი ან ტრავმული დაზიანების შედეგია, რადგან ორივე შემთხვევაში აუცილებელია როგორც მეტყველების, ისე მედიკამენტური თერაპია.
- თუ შეიძლება გვასწვალოთ რაიმე მარტივი სავარჯიშოები, რომლითაც მშობლები შვილებს დაეხმარებიან გამართულად საუბარში?
- ბავშვმა რომ გამართულად იმეტყველოს, მას უწინარეს ყოვლისა თავად უნდა ესმოდეს სწორი და გამართული მეტყველება, ამისთვის აუცილებელია არ ვესაუბროთ ენის მოჩლექვით, დამახინჯებულად ფორმირებული სიტყვებით, უნდა ვუკითხოთ მარტივი წინადადებებისგან შემდგარი საბავშვო ზღაპრები და მოთხრობები, უნდა ვეცადოთ გავუხმოვანოთ სამყარო მათი ინტერესების შესაბამისად, ისე, რომ სიტყვიერი კონტაქტის, ე.წ. ვერბალური კომუნიკაციის სურვილი გაუჩნდეს.
- საინტერესოა ისიც, თუ რა ხერხს უნდა მიმართოს მშობელმა, როგორ უნდა მისცეს შენიშვნა, ისე რომ ეს ბავშვისთვის არ იყოს მტკივნეული და სტრესული.
- ამ შემთხვევაში აკრძალულია და არ არის გამართული ხმამაღლა პატარას შევუსწოროთ არასწორად გამოთქმული სიტყვები თუ ფრაზები, უმჯობესია იგივე საკმაოდ მშვიდად გავუმეოროთ სწორად, ყოველგვარი გამეორების მოთხოვნის გარეშე, და თუ მეტყველების სერიოზულ დარღვევასთან არ გვაქვს საქმე, იგი აუცილებლად თავადვე ძალზე უმტკივნეულოდ გამოასწორებს მათ.
- თუ ბავშვი საკმარისი ლექსიკური მარაგის ფონზე მაინც ვერ ახერხებს გამართული წინადადებებით საუბარს, მაშინ?..
- არსებობს შემთხვევები, როდესაც მეტყველების ფორმირების შემდგომ მშობლები უეცრად აღმოაჩენენ, რომ მათი პატარა, საკმარისი ლექსიკური მარაგის ფონზეც კი, ვერ ახერხებს გამართული წინადადებებით საუბარს. ზოგჯერ ეს მხოლოდ აქტიური მეტყველებისას ვლინდება (ექსპრესიული აგრამატიზმი) და ყურადღების კონცენტრირებისას ნაკლებად თვალში საცემია, ზოგჯერ კი პირიქით, წერის, თხრობისას (იმპრესიული აგრამატიზმი) იჩენს თავს. ამ დარღვევისას ბავშვებს განსაკუთრებით უჭირთ სიტყვათაშორის ურთიერთობების გამოხატვა: კავშირი, თანდებული, წინდებული და შორისდებულების სათანადო გამოყენება.
ამ მოვლენას აგრამატიზმი ჰქვია, 3-4 წლამდე შეიძლება ნორმალურ მოვლენად ჩაითვალოს, 5 წლის ასაკისთვის კი აუცილებელია მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა, რადგანაც ზოგჯერ იგი ნეიროფსიქოლოგიური მოშლილობაა, რომელიც მეტყველების გრამატიკული სტრუქტურისა და გამართულად საუბრის უნარის სრულ ან ნაწილობრივ უქონლობაზე მეტყველებს. თუ ბავშვს მსგავსი ტიპის დარღვევას შეამჩნევთ, აუცილებელია მიმართოთ ნევროლოგს, რათა დროულად დადგინდეს ყოველივე ყურადღების დეფიციტის, თუ თავის ტვინის შუბლისა და საფეთქლის არის კეროვანი ან ტრავმული დაზიანების შედეგია, რადგან ორივე შემთხვევაში აუცილებელია როგორც მეტყველების, ისე მედიკამენტური თერაპია.
- რამდენად შესაძლებელია მეტყველების პრობლემის აღმოფხვრა ზრდასრულ ასაკში?
- მეტყველების დეფექტების აღმოფხვრა შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში, უბრალოდ, ასაკის მატებასთან ერთად დეფექტის გამოსწორების ვადები საკმაოდ იზრდება, სწორედ ამიტომ აუცილებელია მეტყველებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაზე მშობლებმა ადრეულ ასაკიდანვე იზრუნონ, რათა მომავალში შვილებს საკმაოდ ბევრი პრობლემა და უსიამოვნო განცდა ააცილონ თავიდან.
ციცი ომანიძე

ასევე იხილეთ:
mshoblebi

როგორ მოვიქცეთ ენის ბორძიკის დროს



mshoblebi

ბავშვის მეტყველება - რა არის ნორმა და რა დარღვევა


mshoblebi
4 ნიშანი იმისა, რომ ბავშვს მეტყველების პრობლემები აქვს
81676
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (37)
14:46 / 03-06-2017
rusa
ჩემი შვილი ერთი წლის ასაკში ამბობს სისინა ბგერებს ს, ზ, და ც და რა მერე ?
08:24 / 30-05-2017
ადამიანი
სამედიცინო ენციკლოპედიების გამოშვება არაა საკმარისი... იპოქონდრიკების ჯარს ეხლა შეშინებული მშობლები უნდა შევუერთოთ)))) (ბავშვი) ჯერ ისედაც ბავშვები ლამის სტერილურ გარემოში გაზარდონ... მეტყველბის პრობლემები თურმე ისეთი საშიშია!? მთავარია ბავშვის ურთიერთქმედება გარემოსთან... აი აქ თუა პრობლემები , ეს უკვე დაფიქრების საფუძველია... არაპრპულარული სამედიცინო მიმართულებების ბიზნესის წამოწევა და მშობლების შეშინება არ უნდა იყოს მიზანი... აქ ეს უფრო ჩანს ვიდრე ზრუნვა
12:38 / 29-05-2017
ვაახ
ასე პაპაჩემი რომ გარდაიცვალა ცხონებული 90 წლის, 1 კბილი არ ეკლდა და მე რომ ამტკივდეს არ უნდა მივიდე სტომატოლოგთან? სასწაული ხალხი ხართ რაა, ბაბუაჩემი, ჩემი მეზობელი, მულის შვილი, ქვისლის ძმის შვილი.. ასე იყო და გაუარა, თავისით გაუვლის და ა.შ. არადა სტატია იწყება სიტყვებით:ნებისმიერ ეტაპზე გადახრა ნორმიდან საჭიროებს სპეციალისტის კონსულტაციას. ნუ დაუგდებთ ყურს ასეთი ტიპის რჩევა-დარიგებებს: "ჩემსასაც ასე ჰქონდა, მაგრამ მერე თავისით ალაპარაკდა", "მის მამასაც გვიან დაუწყია საუბარი და ესეც ასე დაიწყებს", "ბიჭები ზოგადად გვიან იწყებენ ლაპარაკს", "ილაპარაკებს, აბა რას იზამს, ჯანმრთელი ბავშვია, სხვა არანაირი დაზიანება არ აქვს". ხოდა იქნება ასე გაკითხვებს და ლოდინს ჯობია პირდაპირ კომპეტენტურ ექიმთან მიხვიდეთ და მისგან მიიღოთ ინფორმაცია?
12:40 / 24-05-2017
თამუნა
ჩემს ტყუპისცალ ბიჭს 2 წლის ასაკში კითხვის ნიშნის ქვეშ დაუსვეს დიაგნოზი აუტისტური სპექტრის აშლილობა. ახლა არის 2.6 წლის. დავდივართ ქცევის თერაპიაზე. როგორც მივხვდი, მეტყველების ჩანასახსაც ეს თერაპია მოიცავს. ხომ არ იქნებოდა უკეთესი მეტყველებაზე თქვენს ცენტრში ვატარო? არც მეორე ლაპარაკობს, თუმცა ესმის ყველა ნივთის დასახელება და ყველა დირექტივა.რას მირჩევდით?
12:48 / 23-05-2017
maris
4 ენაზე იცის სიტყვები თუ 4 ენაზე ლაპარაკობს? :)
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
07.04.2017
"სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არიან მშობლები, რომელთაც სარძევე კბილები არ მიაჩნიათ მნიშვნელოვნად..."
08.11.2015
ამ ასაკში ბავშვებს ხშირად ერევათ მადა და საგემოვნო ჩვევები
13.07.2015
ამ კითხვაზე პასუხი ადრე თუ გვიან ყველა მშობელს დააინტერესებს
23.04.2015
უნდა შეეძლოს ცალ ფეხზე დგომა მინიმუმ 10 წამის განმავლობაში
04.04.2015
რამდენი კალცი სჭირდება თქვენს შვილს?
16.03.2015
როგორი რეაქცია ექნება ორგანიზმს?




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი