როგორი რეაქცია ექნება ორგანიზმს? საბავშვო ბაღში მისასვლელად პატარა 3 წლის ასაკში უკვე ფსიქოლოგიურად მზადაა. მაგრამ როგორი რეაქცია ექნება ორგანიზმს? არის კი ფიზიკურად მზად ბაღისთვის?
ბაღში მისვლამდე ბავშვი წელიწადში სულ რამდენჯერმე ავადმყოფობდა. ამიტომაც მიგაჩნდათ, რომ პატარას მშვენიერი იმუნიტეტი აქვს. არადა, ასეთი ბავშვებიც კი ვერ იტანენ "უცხო" მიკრობების შემოტევას და ხშირ-ხშირად ავადმყოფობენ. დედებიც ფიქრობენ: ღირს კი ასეთი ხშირი ავადობის ფასად ბავშვის ბაღში სიარული? იქნებ სახლში დარჩენა მისთვის უფრო სასარგებლო იყოს? ეს უკანასკნელი გამოსავალი არ არის, რადგან თუ ბაღის ვირუსებისგან დაიცავთ, პირველ კლასში დაეწყება "უცხო" ბაქტერიების შემოტევა. ამიტომ ჯობია ბაღშივე გაამყაროთ მისი იმუნიტეტი. ბავშვის გასაკაჟებელი პროცედურები (პროცედურების შესახებ სტატია) ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყოთ. არც ბაღში შევლის შემდეგ ღირს მათი შეწყვეტა.
ბაღში ადაპტაციის პერიოდში ბავშვს მეტი ყურადღება დაუთმეთ, გაამდიდრეთ მისი მენიუ ხილ-ბოსტნეულით, ექიმთან შეთანხმებით ვიტამინებიც დაუმატეთ.
ისევ ავადაა
რაც არ უნდა ზომები მიიღოთ, მაინც არ არის გამორიცხული, რომ ბავშვი ავად გახდეს. არ გამოგრჩეთ და დააკვირდით, ხომ არ უჩივის დილით თავის ტკივილს, ფერმკრთალი ხომ არაა. თუ ხედავთ, რომ "რაღაც ვერ არის", ჯობია შინ დატოვოთ. პატარა უქეიფობაც კი ბავშვებში სწრაფად მიდის წინ.
როცა გამოკეთდება, ნუ იჩქარებთ მის ბაღში გაშვებას. დიდი შანსია, რომ დასუსტებულ ორგანიზმს ამჯერად სხვა ინფექციამ შეუტიოს. დიდად ნუ ინერვიულებთ და ხშირი ავადობებიც ნუ შეგაშინებთ. თანდათან ნაკლებად და ნაკლებად იავადმყოფებს. ამჯერად კი სეზონური აცრებით შეგიძლიათ ებრძოლოთ ვირუსებს.
გასაგებია, რომ ბავშვის დაცვა გინდათ, მაგრამ ბევრი ინფექცია სჯობს ბავშვობაში მოიხადოს.
აუცილებელი რჩევები, ბავშვი რომ იოლად შეეგუოს საბავშვო ბაღში სიარულს