რით ჩავანაცვლოთ მობეზრებული ფაფები
რით ჩავანაცვლოთ მობეზრებული ფაფები
1 წლიდან ბავშვი გადადის საერთო მაგიდაზე. გირჩევთ, არჩევანი ბავშვს მიანდოთ. დაე, ჭამოს ის, რაც სურს. ნუ შეშინდებით, თუ თქვენი პატარა რომელიმე პროდუქტს ჩვეულებრივზე მეტად მიეძალა ან რომელიმეს ცხვირი აუბზუა - ბავშვი თვითონ ხვდება, რა სჭირდება მის ორგანიზმს, მას, ასე ვთქვათ, ინტუიციური ცოდნა აქვს. თუ ბავშვმა უცებ აიკრძალა იმ ბოსტნეულის ჭამა, რომელსაც წინა კვირას სიამოვნებით მიირთმევდა, ძალას ნუ დაატანთ - ის ისევ შეიყვარებს ამ ბოსტნეულს; ძალდატანებით მხოლოდ იმას მიაღწევთ, რომ დროებითი
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაწუნება მუდმივ სიძულვილად გადაექცევა. თუ ბავშვმა ზედიზედ ორჯერ თქვა უარი
რომელიმე კერძზე, ორიოდე კვირას ნუღარ აჭმევთ. თუ ზოგიერთი სახეობის ბოსტნეული უყვარს, ზოგს კი ვერ იტანს (ასეთი რამ სიცოცხლის მეორე წლისთვის დამახასითებელია), მიეცით ის, რომელიც უყვარს. თუ ბოსტნეულს საერთოდ არ ეკარება, უფრო მეტი ხილი აჭამეთ. თუ საკმაო რაოდენობით იღებს რძეს, ხილსა და ვიტამინებს, ბოსტნეულში არსებული ნივთიერებების დანაკლისს იოლად აინაზღაურებს. ზოგიერთ ბავშვს სიცოცხლის მეორე წელს ფაფა ბეზრდება. ჭამას ნუ აიძულებთ - გამორიცხული არ არის, აღებინოს. არსებობს ფაფის შემცვლელი სხვა პროდუქტები - პური, მაკარონი, კარტოფილი. რამდენიმე კვირის განმავლობაში სულაც რომ არ მიიღოს სახამებლის შემცველი სურსათი, არც ამით დაშავდება რამე. თუ პატარა რძეს საკმაო რაოდენობით არ სვამს, აცადეთ, სანამ თვითონ მოითხოვს, დანაკლისის ასანაზღაურებლად კი რძის ნაწარმი - ყველი, ხაჭო, მაწონი მიეცით. ყველი ძალიან სასარგებლოა: 30 გრამი იმდენსავე კალციუმს შეიცავს, რამდენსაც 230გ რძე. ხაჭოში ცოტა ცხიმია, ამიტომ ორგანიზმი მას ბევრს და ადვილად ითვისებს. 300გ ხაჭო 1 ჭიქა (250მლ) რძეს უტოლდება. კარაქს პატარა თანდათან შეაჩვიეთ. შეურიეთ ბოსტნეულის პიურეში, წაუსვით პურზე ან ყველიანი ბუტერბროდი მოუმზადეთ, თან სცადეთ, სათამაშოს ან ცხოველის ფორმა მისცეთ, რომ პატარას მისთვის გემოს გასინჯვის სურვილი გაუჩნდეს. თუ ბავშვმა რძის ნაწარმი მთელი თვის განმავლობაში არ მიიღო, ექიმს მიმართეთ. ის პატარას კალციუმს დაუნიშნავს.
ნუ დააძალებთ პატარას ჭამას. უმჯობესია მრავალფეროვანი და სრულფასოვანი რაციონით უზრუნველვყოთ და ნუ გაგიკვირდებათ, როცა შეამჩნევთ, თუ როგორ ეცვლება ბავშვს გემოვნება. ბევრს ჰგონია, რომ სუფთა ჰაერზე სეირნობის შემდეგ პატარა უკეთესად შეჭამს. სინამდვილეში სეირნობის, მოძრავი, ენერგიული თამაშების შემდეგ იგი დაღლილია; საჭმლის მომნელებელი წვენების სეკრეცია (გამომუშავება) ქვეითდება. ამიტომ ჭამამდე აჯობებს ბავშვი ცოტა ხნით დაასვენოთ. თუ სწყურია, მიეცით ცოტა წყალი, ზოგჯერ ეს მადასაც აღვიძებს. წყლის მოთხოვნილება 1-დან 3 წლამდე 1 კგ-ზე 80-100 მლ-ია. წყალი ოთახის ტემპერატურისა უნდა იყოს, არავითარ შემთხვვევაში დამტკბარი - ჭამის წინ ტკბილეულის მიღება კუჭის წვენის სეკრეციას ამცირებს და მადას აუარესებს. გარდა ამისა, ბავშვი ასეთ წყალს სვამს არა წყურვილის მოსაკლავად, არამედ სიტკბოს გამო, რაც სითხის ჭარბ მიღებას უწყობს ხელს, ეს კი ნებისმიერ ასაკში ცუდია.

mkurnali.ge

ასევე დაგაინტერესებთ
8089
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (2)
00:46 / 17-02-2017
mari
რა სიგიჟეა?ანუ ბავსვი თუ 20 კილოა უნდა ვასვათ დღეში 2 ლიტრი წყალი???ხაჭო კი არა პურს ვერ ყიდულობს ხალხი.კარგით რა.ნუ მეტიჩრობთ.ჭამეთ რაც გინდათ და როცა გინდათ!!!მაინც ვერ ცოცხლობს საქართველოში ხალხი 100 წელს!
11:49 / 17-10-2014
ana
sruli simartlea.madloba aseti rchevebistvis
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
07.04.2017
"სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არიან მშობლები, რომელთაც სარძევე კბილები არ მიაჩნიათ მნიშვნელოვნად..."
08.11.2015
ამ ასაკში ბავშვებს ხშირად ერევათ მადა და საგემოვნო ჩვევები
13.07.2015
ამ კითხვაზე პასუხი ადრე თუ გვიან ყველა მშობელს დააინტერესებს
23.04.2015
უნდა შეეძლოს ცალ ფეხზე დგომა მინიმუმ 10 წამის განმავლობაში
04.04.2015
რამდენი კალცი სჭირდება თქვენს შვილს?
16.03.2015
როგორი რეაქცია ექნება ორგანიზმს?




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი