ვისთვის არ შეიძლება სამგანზომილებიანი ფილმების ყურება? ბრიტანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ 3D-ფილმების ყურება ამაღლებს თავის ტვინის აქტიურობას. ინგლისელმა ნეირობიოლოგებმა კვლევა ჩაატარეს, რომელშიც 100-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მოხალისეები ორ ჯგუფად დაყვეს: ერთნი უყურებდნენ ანიმაციურ ფილმს ჩვეულებრივი ფორმატით, მეორენი – 3D-ს. ფილმების ნახვამდე და მას მერეც მოხალისეები ტესტებს ავსებდნენ. აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც 3D ფილმს უყურებდა, ინფორმაციის ათვისების უნარი 23%-ით უძლიერდებოდათ.
შემდეგ მეცნიერებმა ფილმის ყურების პროცესში დაასკანერეს მოხალისეთა ტვინი და ისევ აღმოჩნდა, რომ 3D-ფილმების მაყურებელთა ტვინის აქტივობა მეტი იყო. ეკრანზე მომხდარითაც ისინი 7%-ით მეტად იყვნენ გატაცებული ვიდრე ისინი, ვინც ჩვეულებრივ, 2D-ფორმატით უყურებდა.
არადა, ადრე არაერთხელ ითქვა, რომ სამგანზომილებიანი კინო ადამიანისთვის შეიძლება სახიფათო იყოს. ზოგიერთ ადამიანს 3D-ფილმის ყურების დროს თავი სტკივდება.
მეცნიერები ურჩევენ იმ ადამიანებს, ვისაც ვესტიბულარული აპარატი აქვთ დარღვეული და მხედველობის პრობლემები აქვთ (მაგალითად, სიელმე) უარი თქვან 3D-ფილმების ყურებაზე.