ენერგიის მოსამატებლად, იმუნიტეტისთვის, ორგანიზმის გაჯანსაღებისთვის მაინც ნატურალური საშუალებები სჯობს სააფთიაქო ბაზარზე წარმოდგენილი უამრავი ვიტამინისა და დანამატის მიუხედავად, ძველი, შინაურული და გამოცდილი საშუალებები ყოველთვის ფასობს. მკურნალობისთვის, რა თქმა უნდა, ექიმსა და წამალს ვირჩევთ, მაგრამ ენერგიის მოსამატებლად, იმუნიტეტსითვის, ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაჯანსაღებისთვის მაინც ნატურალური საშუალებები სჯობს. წარმოგიდგენთ ნარევს, რომელიც ყველა ზემოჩამოთვლილ თვისებას აერთიანებს.
აურიეთ ერთმანეთში 4 ლიმონის წვენი, 300 გრ. თაფლი, 500 გრ. დანაყილი ნიგოზი, 100 გრ. ალოეს წვენი (რაც 100 გრამ ალოესგან გამოიწურება).
მიიღეთ დღეში 3-ჯერ სადილის კოვზით ჭამის წინ.
6 წლამდე ბავშვებისთვის ჯობია პედიატრთან შეათანხმოთ.
ალოეს გაწურვის წესი:
სასურველია ქვედა და ღეროს შუაში განლაგებული ფოთლები, რომელიც 3 წლისაა. კარგად გარეცხეთ ადუღებული წყლით, დაანაკუწეთ, შეახვიეთ დოლბანდში და გაწურეთ.