ყველაზე კითხვადი
რა სარგებლობა მოაქვს ცურვას ბავშვისთვის
რა სარგებლობა მოაქვს ცურვას ბავშვისთვის
ყველა დედამ იცის, რომ სპორტი სასარგებლოა ბავშვის ჰარმონიული ფიზიკური განვითარებისთვის. სუნთქვითი სისტემისა და გამძლეობისთვის კარგია მსუბუქი ათლეტიკა; კარგი კოორდინაციისა და მოქნილობისთვის ფიგურული სრიალი; მაგრამ არსებობს სპორტის ერთი სახეობა, რომელიც დადებითად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე. ეს ცურვაა!
უფრო მეტიც, პედიატრები დედას ურჩევენ შვილი ცურვაზე მიიყვანოს იმ შემთხვევაშიც კი, როცა ბავშვს სპორტდარბაზში ვარჯიში აკრძალული აქვს. მაგალითად ხერხემლის დაავადების დროს სასარგებლოა კუნთების დატვირთვა, მაგრამ მსუბუქ ფორმაში. ცურვა ერთადერთი ვარჯიშია, რომელიც კუნთებს თან ავითარებს, თან ადუნებს.
You must have Flash Player installed in order to see this player.
თუ თქვენი შვილი ცურვაზე დადის, თავიდან აიცილებთ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა
სისხლძარღვებისა და გულის პრობლემა და ზედმეტი წონა.

რისთვისაა კარგი ცურვა:
ცურვა წვავს კალორიებს. ცურვასთან ერთად დააბალანსეთ ნახშირწყლების მიღება.
მაღალი ან დაბალი არტერიალური წნევის შემთხვევაში ცურვა დაგირეგულირებთ მას.
მოზარდს ლამაზი სხეული გარანტირებული ექნება, თუ აუზს რეგულარულად სტუმრობს და ცურვას 30-40 წუთს უთმობს.

ცურვა ხსნის სტრესს და ამაღლებს სასიცოცხლო ტონუსს.
ცურვას თითქმის არა აქვს უკუჩვენება.
ბავშვის ცურვაზე მიყვანა შეიძლება მეძუძური ასაკიდან.
ცურვის დროს მოზარდი დაზღვეულია სპორტული ტრავმებისგან. თუ, რა თქმა უნდა, სპორტსმენს ოლიმპიური მიზანი არ ამოძრავებს.
ცურვა აუმჯობესებს ნერვული სისტემის მუშაობას.
აუმჯობესებს გულის მუშაობას, ყველა ორგანოსა და უჯრედს ამდიდრებს ჟანგბადით.
და რაც მთავარია, ცურვა არნახულ სიამოვნებას განიჭებთ.
29012
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (7)
21:49 / 29-01-2017
თეო
ჩემი შვილი 6 წლისაა და 20 კილო და შეიძლება რო მივიყვანო ცურვაზე?
14:37 / 14-03-2016
დიმიტრი
მართლა ძვირია ცურვის სექცია(თუმცა რომელი სახეობაა იაფი),ეს "ლაგუნა ვერაც" გააუქმეს,ჩემპიონები კი უნდა ამ ქვეყანას,ხარჯის გაღება კი არა.
09:10 / 19-02-2016
ქართველი
4წელია ცე,ი სვილები კვირაში სამჯერ რეგულარულად დამყავს ცურვზე...წამალი ათჯერ ძვირი მიჯდებოდა ყველა ზამთარს..აფთიაქი სად არის აღრც მახზოვს..სკოლაში გვაქვს აფრიკაში დიდი საბავშვო ბასეინი და ძვირი ნამდვილად არ ღირს..
17:09 / 16-02-2016
"მსუბუქი ათლეტიკა" = მძლეოსნობა
легкая атлетика, ქართულად ითარგმნება, როგორც მძლეოსნობა.
12:14 / 16-02-2016
დარეჯანი
მაინტერესებს ალერგიული ბავშვებისათვის (კანის სიმშრალე "ატიპიური დერმატიტი") რამდენად მიზანშეწონილია?
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
24.04.2017
ვაგრძელებთ ექიმი კომაროვსკის კვებასთან დაკავშირებული სტატიების ციკლს
22.04.2017
რა ჩანს ე.წ. "ექოზე" და რა - არა, რა დიაგნოზების დასმაში გვეხმარება იგი და რამდენ ხანში ერთხელ არის მისი ჩატარება უსაფრთხო
07.04.2017
არასწორი თანკბილვის მიზეზები და სავალალო შედეგები - რას გვირჩევს სტომატოლოგი?
07.04.2017
როგორ უნდა მოუაროს ბავშვმა კბილებს და რა ასაკიდან უნდა დაიწყოს გახეხვა - ექიმი-სტომატოლოგის რჩევები
07.04.2017
როგორ გავუქროთ ბავშვს სტომატოლოგის შიში და რა არის ყველაზე ხშირი სტომატოლოგიური პრობლემა




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი