უახლესი ამბები
ყველაზე კითხვადი
4 მთავარი მიზეზი, რაც ბავშვს მხედველობას უქვეითებს
4 მთავარი მიზეზი, რაც ბავშვს მხედველობას უქვეითებს
თვალი მცირე ზომის ორგანოა, მაგრამ მისი ოდნავი დაზიანებაც კი ცხოვრების ხარისხზე უარყოფითად აისახება. ბევრი ადამიანი არ აფასებს ჯანმრთელ თვალს და პროფილაქტიკურ ღონისძიებებს არაფრად აგდებს.
სტატისტიკა ულმობელია - ყოველი მესამე ბავშვი ოკულისტის კონსულტაციას საჭიროებს. სტატისტიკა ავლენს იმ ძირითად მიზეზებსაც, რაც თვალის დაზიანებებს ყველაზე ხშირად იწვევს.
წარმოგიდგენთ 4 მთავარ მიზეზს.

თვალის სიმშრალე
კომპიუტერის მონიტორთან მუშაობისას, ტაბის ან ტელევიზორის ეკრანის ხანგრძლივი ყურებისას ადამიანი ორჯერ ნაკლებად ახამხამებს თვალს, რაც ლორწოვანი გარსის სიმშრალეს იწვევს. ყოველ 20 წუთში ერთხელ მოაშორეთ თვალი ეკრანს და 1 წუთის განმავლობაში აქტიურად ახამხამეთ.
პატარა ბავშვებს კი შეუმცირეთ მონიტორთან გართობა დღეში 20 წუთამდე.

განათება
სინათლის ნაკლებობა ან პირიქით კაშკაშა შუქი თვალის გადაღლას, დაძაბვას იწვევს. რაც უარყოფითად აისახება მხედველობაზე. ამიტომ, აუცილებელია არ იკითხოს და წეროს ბავშვმა ცუდად განათებულ ოთახში. მზეზე კი დიდხანს სათვალის გარეშე არ უნდა გაჩერდეს.

სისხლის მიმოქცევის დარღვევა
გულ-სისხლძარღვთა დაავადების, სისხლში მომატებული შაქრის ან ნაკლები ფიზიკური აქტივობის გამო თვალში სისხლის მიმოქცევა ირღვევა. პირველი ორგანო, რომლიც სისხლის მიმოქცევაზე ცუდად რეაგირებს, თვალია. ამიტომ, აუცილებელია, წელიწადში ერთხელ ჩაიტაროთ სამედიცინო გამოკვლევა და გაითვალისწინოთ ექიმის რეკომენდაციები.

თვალის კუნთი
მხედველობაზე უარყოფით გავლენას ახდენს თვალის კუნთის შესუსტება. ეს რომ არ მოხდეს, არ დაგავიწყდეთ თვალის ვარჯიშების გაკეთება. გადაიტანეთ მზერა ახლომდებარე საგნიდან შორს მდებარეზე და პირიქით. ბინაში ამის გაკეთება რთულია. ამიტომ თან პარკში გაისეირნეთ, თან ვარჯიშები აკეთეთ.
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
26.07.2016
ატოპიური დერმატიტი ქავილით მიმდინარე კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა. ის ყველაზე ხშირად გვხვდება ბავშვთა ასაკში, თუმცა უფროსებშიც არც თუ იშვიათია ეს დაავადება.
08.07.2016
ჭიკარტი, სასუნთქი სისტემიდან შეიძლება უფრო ადვილი ამოსაღები იყოს, ვიდრე ლობიოს მარცვალი
06.07.2016
ანტიბიოტიკების გარეშე ცხოვრება არ გამოგვდის
01.07.2016
პარაცეტამოლს, ასპირინს, იბუპროფენს უკუჩვენებები ახასიათებს
01.07.2016
და აუცილებელი წესები, როგორ უნდა მოამზადოთ ბავშვი აცრისთვის
27.06.2016
პრაქტიკულად ბავშვის მოვლის თითქმის ყველა საშუალებაში შედის – ამ ნივთიერებას ამოიკითხავთ საბავშვო კოსმეტიკაზე, კბილის პასტაზე, სველ ხელსახოცებზე, შამპუნებზე




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?