როგორ უნდა გამოთვალოთ ბავშვის საშუალო სიმაღლე მოზრდილობაში - პროფესორის ფორმულა - მშობლები

როგორ უნდა გამოთვალოთ ბავშვის საშუალო სიმაღლე მოზრდილობაში - პროფესორის ფორმულა

2016-05-07 11:01:14+04:00

"არსებობს ფორმულირება, რომლის მიხედვითაც დაადგენთ, რა სიმაღლის გაიზრდება თქვენი შვილი" ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის იქნება მისი შვილი მოწიფულ ასაკში. როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ ბავშვის სიმაღლეში ზრდას. პროფესორი მანანა რუხაძეს ამ თემაზე ასეთი პასუხი აქვს:

- სიმაღლეში ზრდა განპირობებულაი გენეტიკით. არსებობს ფორმულირება, რომელიც მშობლებს დააინტერესებთ და დაახლოები გაიგებენ, რა სიმაღლის გაიზრდება მათი შვილი. მაგალითად: ბიჭების შემთხვევაში მამის სიმაღლეს დამატებული დედის სიმაღლე, გაყოფილი ორზე და დამატებული 6,4 სმ.

გოგონების შემთხვევაში მამის სიმაღლეს დამატებული დედის სიმაღლე, გაყოფილი ორზე და გამოკლებული 6,4 სმ.

ეს ძალიან კარგი ფორმულაა იმისთვის, რომ თვითონვე განსაზღვროვონ თავიანთი სიმაღლე. მთავარი მაინც არის გენეტიკა. ზრდის ასაკში ბავშვის სრულფასოვანი კვება მნიშვნელოვანია. საკვები აუცილებლად უნდა იყოს ვიტამინებით მდიდარი.

უფრო დაწვრილებით ნახეთ ქალბატონი მანანას ინტერვიუ, თუ როგორ უნდა შეუწყოთ ხელი ბავშვის სიმაღლეში ზრდას.