ნევროლოგისა და ნეიროფსიქოლოგის უფასო კონსულტაცია და მენტალური დარღვევების პრევენცია „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა ასაკის მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენციაა“ შესაძლებელი, რომლითაც დაინტერესებულმა მშობლებმა უნდა ისარგებლონ.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება:
ბავშვთა ასაკის მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკა და გონებრივი ჩამორჩენილობის პროფილაქტიკა, ბავშვის მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, ექსპრესიული და რეცეპტული მეტყველების, კომუნიკაციის, შემეცნებითი უნარების, თვითმომსახურების სფეროების შეფასება, ბავშვის ფსიქიკური განვითარების ასაკობრივ ნორმასთან შესაბამისობის დადგენა, დიაგნოსტირებულ ბავშვებში ინტერვენციისა და განვითარების ინდივიდუალური გეგმების შემუშავება.
საჭიროებისამებრ:
2. ნევროლოგის კონსულტაცია, ძილის დარღვევევების კვლევა
3. ბენეფიციართა ნეიროფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა
4. ბავშვთა ფსიქიატრის კონსულტაცია
5. ეეგ-კვლევისა და ელექტროფიზიოლოგიური მონაცემების შეფასების აუცილებლობის განსაზღვრა
პაციენტებისათვის პროგრამით გათვალისწინებული კვლევები უფასოა!!!!
პაციენტების ჩაწერა წარმოებს:
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-დან 18 სთ-მდე.
Tel: 5 99 55 77 97
2 24 03 03 (აირჩიეთ განყოფილება– ამბულატორია, ღილაკი N 3)
მის: ყიფშიძის 3 ბ. ”გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა”