ჭიკარტი, სასუნთქი სისტემიდან შეიძლება უფრო ადვილი ამოსაღები იყოს, ვიდრე ლობიოს მარცვალი 5 წლის ლიკა დაიკოს თმის სამაგრმა მოხიბლა და... გადაყლაპა. 4 წლის ნიკა კი დაინტერესდა, როგორ ანათებს სანთებელაზე მიმაგრებული პატარა ნათურა. ამ ძიებაში ნათურა, რატომღაც მის ცხვირში აღმოჩნდა. ექიმებისგან შევიტყვეთ, რომ ნინიამ ელემენტი გადაყლაპა, მართამ - ბეჭედი, გიორგიმ - ჭიკარტი, თათამ - საყურე, მიხომ - მონეტა... თიკუნამ ლობიოს მარცვალი შეიტენა ცხვირში, ნატამ - ალუჩის კურკა, ანრიმ - საათის ელემენტი... ალბათ მიხვდით, საუბარი ბავშვთა კუჭ-ნაწლავსა და სასუნთქ გზებში მოხვედრილ უცხო სხეულებზე გვექნება.
დავით კაპანაძე, ექიმი-ენდოსკოპისტი: "როდესაც რენტგენი გადავიღეთ, თვალებს არ დავუჯერე, აღმოჩნდა, რომ 40 დღის განმავლობაში პაციენტს საყლაპავ მილში 2-ლარიანი მონეტა ჰქონდა გაჩხერილი"
ლევან ხარაშვილი, ბავშვთა ქირურგი, ენდოსკოპისტი, იაშვილის საავადმყოფოს რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
- პაციენტები ხშირად მოგვმართავენ ჩივილით - სასუნთქი სისტემის უცხო სხეულები. ძირითადად ერთი წლის და მეტი ასაკის ბავშვები გვაკითხავენ. ბავშვის სასუნთქი სისტემიდან ამოგვიღია: ჭიკარტი, ლურსმანი, კურკები.
ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად მშობლებს ვურჩევთ: საღეჭი კბილების ამოსვლამდე არ მივცეთ პატარას ისეთი საკვები, რომელსაც კარგად დაღეჭვა-დაქუცმაცება სჭირდება. ნუ ათამაშებთ ისეთი სათამაშოებით, რომლებსაც შეიძლება რაიმე მცირე დეტალი მოძვრეს და, რაც მთავარია, ბავშვს უნდა ჰქონდეს საკვების მიღების სწორი ჩვევა. არ შეიძლება ჭამდეს გართობა-თამაშისას. ბავშვისთვის ჭამის პროცესი თამაში უფროა, ვიდრე საკვების მიღება. ასეთ დროს შეიძლება დაახველოს ან გაიცინოს და ნამცეცი გადაცდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პატარა იჯდეს და ასე იღებდეს საკვებს.
წაიკითხეთ ასევე: 7 ყველაზე დიდი საფრთხე, რაც ბავშვს ემუქრება და მშობლის "ბრალია"
ბრონქოსკოპიულად უცხო სხეულების ამოღების ტექნიკა საკმაოდ რთულია, რადგანაც ბავშვის სასუნთქი სისტემის დიამეტრი საკმაოდ პატარაა და სამუშაოდ უმცირესი არეალი გვაქვს. ისეთი ნივთი, რომელიც შეიძლება უფრო საშიშად ჩანდეს, ვთქვათ, ჭიკარტი, სასუნთქი სისტემიდან შეიძლება უფრო ადვილი ამოსაღები იყოს, ვიდრე, ვთქვათ, ლობიოს მარცვალი - მარცვალი გაჯირჯვდება და ამოღებისას ნაწილებად იშლება. სულ ბოლოს პატარას სასუნთქი გზებიდან სანთებელას პატარა ნათურა ამოვიღეთ. გაგრძელება