ატოპიური დერმატიტი ქავილით მიმდინარე კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა. ის ყველაზე ხშირად გვხვდება ბავშვთა ასაკში, თუმცა უფროსებშიც არც თუ იშვიათია ეს დაავადება. ატოპიური დერმატიტი ქავილით მიმდინარე კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა. ის ყველაზე ხშირად გვხვდება ბავშვთა ასაკში, თუმცა უფროსებშიც არც თუ იშვიათია ეს დაავადება. მსოფლიო მასშტაბით ბავშვების 5-20%-ს აწუხებს ატოპიური დერმატიტი, აშშ-ის მონაცემებით - ბავშვების 11%-ს. მოზრდილთა პოპულაციაში პაციენტთა თვითშეფასებით 10-14% აღნიშნავს ატოპიური დერმატიტის არსებობას, თუმცა, ექიმების მიერ მოზრდილთა მხოლოდ 6%-ს დაუდასტურდა ეს დიაგნოზი. ატოპიურ დერმატიტს ახასიათებს მატების ტენდენცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ატოპიური დერმატიტი ხშირად ასოცირებულია მომატებულ საერთო იმუნოგლონულინ- - IgE-თან და ალერგიისადმი გენეტიკური განწყობის არსებობასთან. ბავშვთა დაახლოებით 70%-ს მემკვიდრეობაში აქვს ალერგიული დაავადებები. თუ ერთ-ერთ მშობელს აქვს ალერგიული დაავადება, ბავშვში ატოპიური დერმატიტის განვითარების რისკი 2-3-ჯერ იზრდება, ხოლო ეს რისკი 3-5-ჯერ მატულობს, თუ ბავშვის ორივე მშობელი არის ალერგიული.
ატოპიური დაავადებები აერთიანებს ატოპიურ დერმატიტს (ეგზემას), ასთმას და ალერგიულ რინიტს. ადრეულ ასაკში გამოვლენილ ატოპიურ დერმატიტს, რომელიც არის IgE-ით გაშუალებული და უკავშირდება კონკრეტულ კვებით და გარემოს ალერგენებს, აქვს "ატოპიური მარშის" განვითარების ტენდენცია, რაც გულისხმობს ალერგიის კანისმხრივი სიმპტომების ტრანსფორმაციას რესპირაციული ხასიათის სიმპტომებში (ალერგიული რინიტისა და ასთმური მოვლენების სახით), ამიტომაც ატოპიური დერმატიტი ძალიან საყურადღებოა არა მხოლოდ სიმპტომების მოსახსნელად, არამედ ასთმისა და ალერგიული რინიტის განვითარების საპროფილაქტიკოდ.
ატოპიური დერმატიტის მთავარი რისკ-ფაქტორებია: გენეტიკური დატვირთვა ალერგიით და გენეტიკური მუტაციის შედეგად ცილა ფილაგრინის ფუნქციის დაკარგვა, რაც გამოიხატება კანის მიერ წყლის აქტიურ კარგვასა და კანის ბარიერული ფუნქციის მოშლაში.
ბავშვებისთვის მყარი საკვების მიცემის დრო, ან ორსული და მეძუძური დედების მიერ სპეციფიკური დიეტის დაცვა თანამედროვე კვლევების მიხედვით არ ახდენს ზეგავლენას ატოპიური დერმატიტის განვითარების რისკის შემცირებაზე, თუმცა, ბუნებრივია, რომ დედებმა ყოველთვის უნდა დაიცვან როგორც საკუთარი, ისე ბავშვების კვების "ზომიერების ოქროს წესი".
მტკიცებულებაზე დაყრდნობილი მონაცემების მიხედვით არსებობს უკუკავშირი ატოპიური დერმატიტის განვითარებასა და ადრეული ასაკიდან ბავშვის მრავალფეროვან მიკრობიოლოგიურ სამყაროსთან კონტაქტს შორის, ანუ რაც უფრო მრავალფეროვან მიკრობიოლოგიურ გარემოს ეხება ბავშვი, მით უფრო ტრენირებულია მისი იმუნობიოლოგიური შესაძლებლობები და ნაკლებად ემართება მას ალერგია, და პირიქით, რაც უფრო სტერილურ გარემოში იზრდება ბავშვი, მით უფრო მაღალია მისთვის ალერგიის ფორმირების ალბათობა (ალერგიის განვითარების "ჰიგიენური თეორია"). ამიტომაც, ბავშვის ალერგიული რისკის შემცირების მიზნით რეკომენდებულია ფიზიოლოგიური მშობიარობა (ვიდრე ბავშვის დაბადება საკეისრო კვეთით), ადრეულ ასაკიდან შინაურ ცხოველებთან კონტაქტი, ოჯახში ბევრი შვილის ყოლა და სხვ.
ატოპიური დერმატიტის კარდინალური სიმპტომებია: კანის სიმშრალე და ქავილი, რაც ასოცირებულია კანის ჰიპერრეაქტიულობასთან სხვადასხვა კვებითი და გარემოს ალერგენების, გამღიზიანებლებისა და ინფექციური აგენტების მიმართ.
მეტად მნიშვნელოვანია, რომ ატოპიური დერმატიტისა და კანის სხვა ჰიპერრეაქტიულობით მიმდინარე პათოლოგიის დროს ბავშვები მოვარიდოთ გამღიზიანებლებს. ამ მხრივ განსაკუთრებით გასათვალისწინებელია დედების მიერ ბავშვთა ტანსაცმლისა და თეთრეულის გასარეცხი ფხვნილების ალერგენული თვისებების გათვალისწინება.
ბავშვთა სარეცხი საშუალებების ერთობ მწირ არჩევანს შეემატა ახალი ტიპის ჰიპოალერგიული ფორმულის - "TOBBI KIDS"- ის 3 განსხვავებული პროდუქცია, რომელიც მიესადაგება სხვადასხვა ასაკის ბავშვთა კანის pH-ს.
ბავშვების კანი ძალიან მგრძნობიარეა მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის, ანუ pH-ის ცვლილების მიმართ. კანი გახვეულია მჟავა მანტიაში. რომელიც ცხიმისა და ოფლისგან წარმოიქმნება და შეიცავს ორგანულ მჟავებს - რძის მჟავას, ლიმონმჟავას და სხვა. ეს მჟავები კანის ეპიდერმისში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესების შედეგია და მჟავა მანტიას ფორმირებით იქმნება კანისთვის მიკროორგანიზმებისაგან დამცავი პირველი ბარიერი.
კანის მჟავა-ტუტოვანი ბალანსი შეიძლება შეიცვალოს ინფექციური აგენტებით, მზის სხივების ჭარბი ზემოქმედებით, მჟავა ან ტუტე საშუალებების, ხისტი წყლის, დასაბანი და უხარისხო გასარეცხი საშუალებების ხანგრძლივი გამოყენების შედეგად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კანის ფიზიოლოგიური პირობების დაცვა.
სხვადასხვა ასაკის ბავშვები განსხვავდებიან კანის თავისებურებებით (მაგ. მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის მაჩვენებლებით, ტენიანობისა და სიმშრალისადმი მიდრეკილების მახასიათებლებით, იმუნოლოგიური თავისებურებებითა და სხვ.), ამიტომაც ერთი და იგივე შემადგენლობის სარეცხი საშუალებები, ბუნებრივია, ვერ იქნება ყველა ასაკის ბავშვისთვის ერთნაირად მისაღები.
ალერგიული ბავშვის კანი, ძალიან რეაქტიულია სხვადასხვა ალერგენის, გამღიზიანებლის, ინფექციური აგენტის, თამბაქოს კვამლისა და სხვათა ზემოქმედების მიმართ. გასათვალისწინებელია, რომ ბავშვის კანი მეტად მგრძნობიარეა მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის მცირედი ცვლილების მიმართაც. მჟავობისკენ მცირედი გადახრაც კი ბავშვის ორგანიზმისთვის შეუმჩნეველი არ რჩება და აისახება მის კლინიკურ სურათზე.
გარდა ამისა, თვით ბავშვის ასაკიც სხვადასხვა საკვებთან, გარემოსთან, გართობისა, თუ სწავლის ტიპთან მიმართებაში განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს, ამიტომაც ჯანმრთელი ბავშვის კანის ჰიგიენური მოვლისა და სარეცხი ფხვნილის ერთნაირი შემადგენლობის ფორმულა არ არის ყველა ასაკის ბავშვებისათვის ერთნაირად ფიზიოლოგიურად მისადაგებული.
კერძოდ, 0-1 წლის ბავშვებისთვის კანის pH არის 7-8,5, მათი კანი ძალიან მგრძნობიარეა, იმუნური სისტემა ჩამოყალიბების ფაზაშია, 1-3 წლის ბავშვების კანის pH არის 6,5, თუმცა კანი ისევ მაღალი მგრძნობელობით ხასიათდება. რაც შეეხება 3-7 წლის ბავშვებს, მათი კანის pH არის 5,5-6 და უკეთ ადაპტირებულია გარე სამყაროსთან.
ძალიან დიდ სიხარულს იმსახურებს ის გარემოება, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომი გახდა ახალი ინოვაციური საბავშვო სარეცხი ფხვნილების ისეთი ფორმულები, რომლებიც ასაკ-სპეციფიკურია და კანის pH-ისა და ბავშვის სარეცხის ლაქების თავისებურებების გათვალიწინებით დაფუძნებულია ნატურალურ კომპონენტებზე და რეცხვის უსაფრთხო გამაძლიერებლებზე.
0-1 წლის ბავშვებისთვის მოწოდებულია TOBBI KIDS-ის სარეცხი ფხვნილი, რომელიც არ შეიცავს ფოსფატებს, ცეოლიტებს, ენზიმებს, ქლორს, არომატიზატორებს, მიუხედავად ამისა ფხვნილის სარეცხი ნატურალური კომპონენტები ამ ასაკის ბავშვების ლაქებს (რძე, ფაფა, პიურე, წვენი და ორგანული გამონაყოფები) სპობს და კარგად რეცხავს.
1-3 წლის ბავშვის კანის თავისებურებებიც იცვლება და ლაქების ტიპს ემატება საკვების მრავალფეროვნება, ბალახები, მცენარეები, მიწა, ამიტომაც სარეცხი ფხვნილის შემადგენლობა გამდიდრებულია გასარეცხი ენზიმებით, მაგრამ ის არ შეიცავს ფოსფატებს, ცეოლიტებს, ქლორს, არომატიზატორებს.
3-7 წლის ბავშვს სჭირდება სწავლისა და გართობის დროს დასვრილი ლაქების (მელანი, გუაში, ფლომასტერები და სხვ.) ტანსაცმლიდან მოცილება, ისე რომ არ გაღიზიანდეს ბავშვის ჯერ კიდევ სათუთი კანი, მით, უფრო თუ ის ალერგიული განწყობით ხასიათდება. 3-7 წლის TOBBI KIDS-ის ფხვნილში ასევე ნატურალური სარეცხი კომპონენტებია და მას ემატება ასაკსპეციფიკური ენზიმები და არომატიზატორები. იგი არ შეიცავს მავნე ფოსფატებს, ცეოლიტებს, ქლორს, რაც უმრავლეს შემთხევაში გვხვდება მოზრდილთა თითქმის ყველა სარეცხ ფხვნილში.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ატოპიური დერმატიტი არის ქავილით მიმდინარე კანის ანთებითი დაავადება, რომელიც ხასიათდება პერიოდული გამწვავებებითა და სიმშრალით. ატოპიური დერმატიტი ყველაზე უფრო მწვავედ ბავშვთა ასაკში გამოვლინდება, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია ბავშვთა ასაკში კანის სწორი მოვლა და მათ შორის არაგამაღიზიანებელი სარეცხი ფხვნილების გამოყენება. იმედს გამოვთქვამთ, რომ TOBBI KIDSის ჰიპოალერგიული და ბავშვის ასაკთან ადაპტირებული ფორმულები გამოადგებათ ბავშვებს, და განსაკუთრებით, ალერგიულ პატარებს.
მაია გოთუა
ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი
უნივერსიტეტების საერთაშორისო ქსელის საქართველოს კოორდინატორი მოლეკულურ ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიაში
R