დღეს საქართველოში არსებობს ეროვნული კალენდარი, რომლის მიხედვითაც ტარდება ვაქცინაცია 12 ინფექციის საწინააღმდეგოდ "ყველა ვაქცინა, რაც საქართველოში შემოდის სახელმწიფო პროგრამით, მაღალი ხარისხისაა და აბსოლუტურად უსაფრთხოა" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემი კითხვა" ე.წ. ფასიან და უფასო ვაქცინებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
"ფასიანი და არაფასიანი ვაქცინების შესახებ ხშირად არის საუბარი, დისკუსია. მინდა მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ვაქცინაცია, იმუნიზაცია, ანუ აცრები, რომელსაც ჩვენ უბრალოდ ენაზე ვეძახით, გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-ჯანდაცვითი ინტერვენცია, რომელიც პრევენციას უკეთებს ბევრი ინფექციური დაავადების განვითარებას. მედიცინის ისტორიაში ვაქცინაციაზე უფრო მნიშვნელოვანი ინტერვენცია ჯერჯერობით არ არის", - განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დღეს საქართველოში არსებობს ეროვნული კალენდარი, რომლის მიხედვითაც ტარდება ვაქცინაცია 12 ინფექციის საწინააღმდეგოდ. მისივე თქმით, იყო 10, თუმცა ბოლო სამ წელიწადში ინფექციის საწინააღმდეგო ორი ვაქცინაცია დაამატეს.
"ეს არის აუცილებელ-რეკომენდებულ ვაქცინაციათა კალენდარი, რომელიც ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ხელმისაწვდომია. ასევე წელს გვქონდა ერთ-ერთი ინოვაცია, რომ ეს კალენდარი და ის, თუ რა ვაქცინებით ვაწარმოებთ ქვეყანაში ვაქცინაციას, ხელმისწვდომია სმარტფონებზე. ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური აპლიკაცია და ყველა დედისთვის, ვინც მშობიარობს, ხელმისწვდომია, რათა მან აპლიკაცია უფასოდ ჩამოტვირთოს და მიიღოს სრული ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ, თუ რა ვაქცინებს ვიყენებთ ქვეყანაში, რომელი დაავადებების წინააღმდეგ. როგორც აღვნიშნე, 12 ინფექციის საწინააღმდეგოდ 10 ვაქცინას ვიყენებთ, რომელსაც სრულად ყიდულობს სახელმწიფო", - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ვაქცინაცია ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრიორტეტია და ამაზე მეტყველებს ციფრები. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, თუ 2011-2012 წლებში ქვეყანაში ვაქცინაციის ბიუჯეტი 4 ნახევარი მილიონი ლარი იყო, წლევანდელი ბიუჯეტი დაახლოებით 15 მილიონი ლარია, მომავალი წლის ბიუჯეტი კი - დაახლოებით, 19 მილიონი ლარი იქნება.
"ვაქცინაციის ბიუჯეტის ზრდა განაპირობებს იმას, რომ საქართველო გადავიდა მხოლოდ და მხოლოდ მაღალხარისხიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინებზე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინები ნიშნავს, რომ მათი ხარისხი და მათგან გამოწვეული ძალიან მცირე გვერდითი მოქმედებები, რომლებიც შეიძლება ვაქცინაციას ახლდეს, მინიმუმამდეა დაყვანილი. ყველა ვაქცინა, რომელიც გეგმური ვაქცინაციისთვის საქართველოში შემოდის და ასევე არაგეგმურიც, მაგალითად, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა და სხვა, არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კვალიფიცირებული და, შესაბამისად, ცოტა მეტი ღირს, ვიდრე ბაზარზეა. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას გათავისებული აქვს, რომ ვაქცინაცია გახლავთ ჩვენი მომავალი თაობის და მოსახლეობის დაცვის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი მეთოდი და ინტერვენცია, აუცილებელია, რომ აქ ყველაფერი გამართული იყო", - განაცხადა გამყრელიძემ.
იხილეთ აცრების ეროვნული კალენდარი
მისივე თქმით, როცა საუბრობენ ე.წ. ფასიან და უფასო ვაქცინაზე, ამ კონტექსტში იგულისხმება ე.წ. ჰექსავალენტური ვაქცინა, რომელიც ხშირად გამოიყენება ბავშვებთან მიმართებაში. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, გასულ წლამდე სახელმწიფოს შემოჰქონდა პენტავალენტური ვაქცინა, ანუ 5 კომპონენტიანი, გასული წლიდან კი უკვე ჰექსავალენტურ ვაქცინაზე გადავიდა. განაგრძეთ კითხვა