გთავაზობთ ექიმების მრავალწლიანი პრაქტიკით გამოცდილ მეთოდებს როდესაც ოჯახის ერთი წევრი ავადდება, მაშინვე მთელი ოჯახი ორი პრობლემის წინაშე დგება: როგორ ვუმკურნალოთ და როგორ დავიცვათ დანარჩენი ოჯახის წევრები - განსაკუთრებით ბავშვები! თითქმის ყველა ოჯახს თავისი გამოცდილი რეცეპტები აქვს. გთავაზობთ ექიმების მრავალწლიანი პრაქტიკით გამოცდილ მეთოდებს.
მწვავე ვირუსული რესპირატორული დაავადება: ვისთვისაა საშიში ყველზე მეტად?
არ არსებობს ისეთი საშუალება, რომელიც 100%-ით დაგიცავთ ვირუსული ინფექციისგან მაშინ, როდესაც ოჯახში (კოლექტივში) უკვე იმყოფება ვირუსით დაავადებული ადამიანი. ნებისმიერი რესპირატორული ვირუსის გადაცემა ერთი ადამიანიდან მეორეზე სპონტანური და არაპროგნოზირებადია. მაგრამ რაიმე შეიძლება წინასწარ ვივარაუდოთ. მაგ: ბავშვები უფრო მალე და დიდი ალბათობით ავადდებიან, ვიდრე მოზრდილები. მოზრდილებიც შეიძლება დაიყოს კატეგორიებად:
ორსულები და მეძუძური დედები; ხანში შესული და სუსტი იმიუნიტეტის მქონე პირები; სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადების მქონე პირები, რომელთთვისაც მსუბუქი რესპირატორული ვირუსიც კი შეიძლება გართულების საბაბი გახდეს.
ელემენტარული პროფილაქტიკა ბავშვებში
მოვახდინოთ ავადმყოფის იზოლირება ოჯახის დანარჩენი წევრებისგან.
წოლითი რეჟიმი ავადმყოფისთვის, სეირნობა - ჯანმრთელისთვის.
ოთახი, სადაც წევს ავადმყოფი, ხშირად უნდა განიავდეს და დალაგდეს სველი წესით.
ოთახის ტემპერატურა უნდა იყოს 21°, ხოლო ტენიანობა - 65%.
ავადმყოფთან კონტაქტის დროს საჭიროა დამცავი პირბადის ხმარება არა მხოლოდ ავადმყოფისთვის, არამედ მომვლელისთვისაც.
თუ დაავადდა მეძუძური დედა, ბავშვის მოვლა უნდა გააგრძელოს ოჯახის სხვა წევრმა. დედამ მხოლოდ ძუძუთი კვების დროს უნდა იკონტაქტოს ბავშვთან და ისიც დამცავი ნიღბით.
ჭამამდე და ჭამის შემდეგ ბავშვს გამოურეცხეთ ცხვირი ფიზიოლოგიური ხსნარით.
უბრალო მაგრამ ეფექტური მეთოდები გრიპის საპროფილაქტიკოდ
არსებობს მხოლოდ ორი სტრატეგიული მანევრი რესპირატორული ვირუსისგან თავის დასაცავად: მასთან (ვირუსთან) არშეხვედრა და მეორე - ორგანიზმის დამცავი ფუნქციების ამაღლება ინფექციასთან კონტაქტის დროს. პირველი ვარიანტი პრაქტიკულად შეუძლებელია, სამაგიეროდ არსებობს მთელი რიგი საშუალებები მეორე გეგმის განსახორციელებლად - დღის მანძილზე ხშირად და ხარისხიანად ხელების დაბანა. როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს - ეს მეთოდი რეალურად მუშაობს.
ნიღბის ტარება - გახსოვდეთ, რომ ნიღბის ტარება ქუჩაში უშედეგოა. თუ სუფთა ჰაერზე იმყოფებით, ნამდვილად არ გაქვთ იმის საშიშროება, რომ დაავადდებით თქვენ წინ მიმავალი ადამიანისგან (თუნდაც მთელი ძალით აცემინებდეს და ახველებდეს). ვირუსები აქტიურად გადადის ადამიანიდან ადამიანზე დახურულ სივრცეში. ასე რომ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, რაც უკვე თავისთავად დაავადების პროფილაქტიკაა.
ვაქცინაცია ერთ-ერთი ეფექტური პროფილაქტიკური საშუალებაა გრიპისა და სხვა ვირუსული დაავადებების მკურნალობის დროს.
დღეში ერთხელ მიირთვით იოგურტი, კეფირი ან მაწონი პრობიოტიკებით (ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც შეიცავს ბიფიდო და ლაქტობაქტერიებს). კვლევებმა აჩვენა, რომ პრობიოტიკები ამაღლებს ორგანიზმის საერთო დამცველობით ფუნქციას რესპირატორული დაავადებების მიმართ - ლორწოვან გარსებზე ადგილობრივი იმუნიტეტის ამაღლების ხარჯზე.
არ უნდა დაგვავიწყდეს ნიორი. ხალხურ მედიცინაში ნიორს პირველი ადგილი უჭირავს გრიპის პროფილაქტიკაში. მრავალრიცხოვანმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფიტოციდები ეფექტურად მოქმედებენ გრიპის ვირუსზე და არ აძლევენ მას გამრავლების საშუალებას. ერთადერთი, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება არის ის, რომ ნიორი უნდა შეისუნთქოთ რაც შეიძლება ღრმად და არა ჭამოთ, რადგან ფიტოციდები მფრინავი ნივთიერებებია. ვირუსის გამრავლება კი ხდება სასუნთქ სისტემაში (ცხვირში, ყელში, ფილტვებში) და არა კუჭში. ამისათვის დაჭერით ნიორი, დადეთ ლამბაქზე და ლამბაქი - საწოლთან ახლოს 2-3 საათით ან მთელი ღამით. ბავშვებისთვისაც უფრო მარტივია ნივრის სუნთქვა, ვიდრე მისი ჭამა.