ის ქართველ კოლეგებთან ერთად ოპერაციების ჩატარებასაც გეგმავს... საზღვარგარეთ მკურნალობა და დაავადების დიაგნოსტიკა საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება. საბედნიეროდ, საქართველოში უკვე არაერთი კლინიკა არის მოწყობილი და დაკომპლექტებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სწორედ ამიტომ უცხოელი ექიმებიც ხშირად გვსტუმრობენ, პაციენტებს კი აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ანალოგიური სამედიცინო დახმარება, ისეთი, როგორსაც ისინი მიიღებდნენ უცხოეთის წამყვან კლინიკებში.
ოთხშაბათს, 14 დეკემბერს პედიატრიულ პრივატ კლინიკაში ქართველ კოლეგებთან ერთად ოპერაციებს ჩაატარებს ამერიკიდან მოწვეული ტერფის ქირურგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ტერფის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, პოდიატრი (ტერფის სპეციალისტი), პროფესორი ელლი დანიელი. ის ასევე კონსულტაციას გაუწევს იმ პატარებს, რომელთაც ტერფის სხვადასხვა პრობლემა აწუხებთ, მაგალითად: ტერფის ვალგუსური დეფორმაცია, ბრტყელტერფიანობა, ტერფის ტრავმული დეფორმაციები და სხვ.
პაციენტთა რაოდენობა ლიმიტირებულია, რეგისტრაციისთვის კი უნდა მიმართოთ კლინიკას 2 60 24 60, დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ კლინიკის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.