გაითვალისწინეთ რამდენიმე სიმპტომი თავი პერიოდულად ყველას სტკივა, მაგრამ თუ ტკივილი გაუსაძლისია, ან უმიზეზოდაა წარმოქმნილი, მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. გაითვალისწინეთ რამდენიმე სიმპტომი.
1. მოულოდნელი და გაძლიერებული ტკივილი საფეთქლებთან, ყურების უკან
ასეთი ტკივილი ყველას შეაშინებს. ის მოულოდნელად ჩნდება და სწრაფად ძლიერდება. ასეთი ტკივილს ნუ უგულებელჰყოფთ, მიმართეთ ექიმს, რადგან იგი შეიძლება მრავალი დაავადების ინდიკატორი იყოს.
2. ტკივილი ტრავმის შემდეგ
თუ თავის ტრავმა გქონდათ, დროდადრო ექიმს უნდა გაესინჯოთ. ზოგ შემთხვევაში თავის ტრავმა უკვალოდ ქრება, ზოგ შემთხვევაში განსაკუთრებულ მკურნალობას საჭიროებს.
3. თავის ტკივილი დილაობით
თუ დილით გაუსაძლისი თავის ტკივილით გეღვიძებათ, მომენტალურად უნდა მიმართოთ ექიმს. ნევროპათოლოგიის ნაციონალური ინსტიტუტის ინფორმაციით, ასეთი თავის ტკივილი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზია. ეს შეიძლება იყოს როგორც მომატებული წნევა, ასევე ღამის აპნოე ან თავის ტვინის სიმსივნეც კი.
4. თვალის ტკივილი ან მის გარშემო
ზოგიერთი მეცნიერების აზრით ის ისეთი ძლიერი ტკივილია, რომ მას ბევრი ვერ უძლებს. მას `თავისმომკვლელ თავის ტკივილსაც~ უწოდებენ. ნუ დატოვებთ მას უყურადღებოდ. ფრაზა `თავისით გამივლის~ - ამ შემთხვევაში უადგილოა.
5. თავის ტკივილი გულისრევითა და მხედველობის პრობლემით
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ თავის ტკივილს გულისრევა, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა, კისრის ტკივილი, გაღიზიანება ახლავს.
გარდა ამისა, თავის ტკივილის კიდევ რამდენიმე მიზეზი არსებობს:
- თუ თავი გტკივათ საფეთქლების ზონაში ან თვალების ზემოთ, შეიძლება ჰაიმორიტი გაწუხებდეთ.
- თუ თავი გტკივათ კისრის ზედა ნაწილში, ქალა, შეიძლება ოსტეოქონდროზისა და ხერხემლის ზედა ნაწილის გამრუდების მიზეზი იყოს.
- მიგრენი გამოიხატება პულსირებული თავის ტკივილით, გულისრევის შეგრძნებით და მხედველობის ცვლილებით.
- არტერიული წნევის მომატების შემთხვევაში მთელ თავს თითქოს ზემოდან სიმძიმე აწვება.
წაიკითხეთ ასევე: ამ 4 პროდუქტის დეფიციტი იწვევს თავის ტკივილებს