მზრუნველი მშობლები არასდროს მისცემენ ბავშვს უფლებას, გვიან დაიძინოს - მისთვის ეს ძალიან სახიფათოა!
მზრუნველი მშობლები არასდროს მისცემენ ბავშვს უფლებას, გვიან დაიძინოს - მისთვის ეს ძალიან სახიფათოა!
მზრუნველი დედები არასდროს აძინებენ ბავშვებს გვიან. ეს ძალიან სახიფათოა მათთვის. ძილი ნებისმიერი ადამიანისთვის ფიზიოლოგიური მოთხოვნაა, ბავშვისთვის კი - ძალიან სასარგებლო.

როდის წვებიან ბავშვები დასაძინებლად?
პრობლემა იმაშია, რომ სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება ბავშვის თავის დროზე დაძინება, რადგან მათ არ სურთ სმარტფონთან, პლანშეტთან თუ კომპიუტერთან განშორება. ამ მოწყობილობების ნათურების ციმციმი ბავშვის ტვინში აგზავნის სიგნალს, - "ჯერ ადრეა დაძინება" და იმის მაგივრად, რომ პატარამ დაიძინოს, დაისვენოს და მეორე დღისთვის ძალები მოიკრიბოს -
You must have Flash Player installed in order to see this player.
ფხიზლობს.
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ბავშვები, რომლებიც გვიან იძინებენ, მოუსვენარი და
გაღიზიანებულები არიან. მათ უჭირთ კონცენტრირება და სწავლების პროცესში სიძნელეებს აწყდებიან. ეს არ არის ის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ასე მნიშვნელოივანია ბავშვის დროული დაძინება.


ასევე იხილეთ: ბავშვის ძილის ოქროს წესი ერთი ქართველი დედისგან


მცირე ასაკში ორგანიზმი ყოველდღიურად კი არა, საათობრივად იზრდება როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. არსებობის პირველ წლებში პატარები სწრაფი ტემპით უზარმაზარ ინფორმაციას იღებენ და ისეთ თვისებებს იძენენ, რაც დიდი ადამიანისთვის წარმოუდგენელია. ეს ყველაფერი კი ზრდის ჰორმონის დახმარებით კეთდება, რომელიც ორგანიზმში დაძინებიდან 2-3 საათის შემდეგ გამოიყოფა და ძირითადად მხოლოდ ღამე მოქმედებს. საუკეთესო დრო ამ ჰორმონის გამომუშავებისთვის -შუა ღამეა. თუ ბავშვმა გვიან (9 საათის მერე) დაიძინა, ირღვევა ჰორმონის გამომუშავებაც და მცირდება მის მიერ შესასრულებელი ფუნქციის დროც. შესაბამისად, შესაძლოა შემცირდეს ბავშვის ფიზიკური აქტივობა ან პირიქით, გაიზარდოს და ჰიპერაქტიული გახდეს, რადგან ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიური მდგრადობაა დარღვეული. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, რომ ღამის საათებში ბავშვის ორგანიზმმა დაისვენოს და ამაში მას მთელი ოჯახი უნდა უწყობდეს ხელს.
mshoblebi
10 მცნება "ბავშვის ოქროს ძილისათვის"

1. პრიორიტეტების განსაზღვრა.
ბავშვს არ უნდა ეძინოს მშობლების უძილობის ხარჯზე. "ბავშვის ოქროს ძილი" არის ჯანმრთელი და ტკბილი ძილი ოჯახის ყველა წევრისთვის.

2. ძილის რეჟიმის განსაზღვრა.
ოჯახში ძილის რეჟიმის ფორმირება ხდება არა მხოლოდ იმით, თუ როდისაა მოხერხებული ის ბავშვისთვის, არამედ ყველა წევრისთვის. ბავშვს ხომ ყველაზე მეტად ჯანმრთელი და გამოძინებული მშობლები სჭირდება.

3. განსაზღვერეთ სად და ვისთან დაიძინოთ.
ბავშვმა მარტომ დაიძინოს თუ მშობლებთან ერთად - ინდივიდუალური გადასაწყვეტია, მაგრამ ყველაზე კარგი იქნება თუ ის მარტო და თავის ოთახში დაიძინებს. მშობლებს კი ერთი საბნის ქვეშ უნდა ეძინოთ... ეს მათი ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების საწინდარია.

4. ნუ შეგეშინდებათ ძილისგუდას გაღვიძების.
თუ თქვენს პატარას დიდხანს სძინავს დღისით და შემდეგ ღამე დაძინება უჭირს, რამეთი გაართეთ და ნუ მისცემთ დაძინების საშუალებას.
mshoblebi
5. კვების ოპტიმიზაცია.
თუ შეატყობთ, რომ ბავშვს ჭამის შემდეგ ძილი უნდება, მაშინ შეეცადეთ, რომ საღამოს კვება ყველაზე მსუყე იყოს.

6. გაჯერებული დღე.
ბავშვის ყველა დღე გაჯერებული უნდა იყოს როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად - გადახრების გარეშე და ჰარმონიულად.

7. იფიქრეთ ოთახის ტემპერატურაზე.
საწოლ ოთახში ოპტიმალური ტემპერატურა უნდა იყოს 18-21 გრადუსი, ხოლო ტენიანობა - 50-70%.

8. გამოიყენეთ ბანაობის შესაძლებლობა.
გრილი აბაზანა საუკეთესოა ძილის წინ.
mshoblebi
9. მოამზადეთ ლოგინი.
სწორი, მკვრივი და მაგარი ლეიბი. ნატურალური თეთრეული. თუ პატარა 3 წლის არაა, ბალიშიც არაა საჭირო.


ასევე იხილეთ: რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ოთახის მოწყობისას და როგორ საწოლში უნდა იწვეს ბავშვი?


10. უზრუნველყავით ბავშვი ხარისხიანი საფენით.
ყველაზე პატარებისთვის ხარისხიან საფენებს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ამაზე ეკონომიის გაკეთება არ ღირს.

ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეიძლება, მთავარია მონდომება.
ჯანმრთელი ძილი - ოჯახში ბედნიერების და დადებითი მიკროკლიმატის საწინდარია!
mshoblebi
77210
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (1)
21:17 / 20-04-2017
ნინო-ლალი 30წლის
ბედნიერი ვარ იმით, რომ იმ მშობლების რიცხვს მივეკუთვნები,ვის შვილებსაც 9 საათზე ძინავთ. სამი შვილი მყავს 6, 3 და 1 წლის და სამივე ერთდროულად იძინებს და იღვიძებს.
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
25.05.2017
"არ აკოცოთ ბავშვებს ცხვირ-ტუჩში და ხელებზე და არც გარშე მომყოფებს მისცეთ ამის უფლება!"
19.05.2017
რამდენად გონივრული და გამართლებულია მეთოდი, რომელმაც ყველა აღაფრთოვანა? (+ვიდეო)
17.05.2017
თვალის ექიმთან მისული ბავშვებიდან უსათვალოდ თითქმის არავინ ბრუნდება
12.05.2017
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბავშვს ფაფა მობეზრდა
11.05.2017
ცნობილი ექიმის გუგა ქაშიბაძის ერთ-ერთმა ბოლო პოსტმა უამრავ ადამიანს გაუჩინა კითხვები.




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი