ცნობილი ექიმის გუგა ქაშიბაძის ერთ-ერთმა ბოლო პოსტმა უამრავ ადამიანს გაუჩინა კითხვები.
ცნობილი ექიმის გუგა ქაშიბაძის ერთ-ერთმა ბოლო პოსტმა უამრავ ადამიანს გაუჩინა კითხვები. ფოტოებზე ბავშვის საშინელი დამწვრობა ჩანს, რომელიც ექიმების ძალისხმევის შედეგად თითქმის შეუმჩნეველი გახდა.
"დიდი მადლობა დამწვრობის ცენტრის მთელ გუნდს და პატარას ჩვენი გაძლებისათვის. პაციენტი 5 წლის, ტერფის კონტაქტური თერმული დამწვრობა 1% III-IV ხარისხი“... - ასეთი მინაწერი დაურთო ბატონმა გუგამ პატარა პაციენტის ფოტოებს.
მას უფრო დაწვრილებით ვთხოვეთ ამ შემთხვევაის შესაბ მოეთხრო და ჩვენი მკითხველისთვის ისიც აეხსნა, თუ როგორ უნდა მოიქცეს მშობელი დამწვრობის შემთხვევაში, რათა შვილს მძიმე გართულებები ააცილოც ტავიდან.
ამ მძიმე შემთხვევაზე და თუ რა პირველადი ზომები უნდა მივიღოთ დამწვრობის მიღების შემთხვევაში, გუგა ქაშიბაძე თავად გვესაუბრება...
- ეს ბავშვი ცერებრალური დამბლითაა, მგრძნობელობა არ ჰქონდა ქვედა კიდურებში და ტკივილს ვერ გრძნობდა... ფეხი გაზის გამათბობელზე, ეგრეთწოდებულ "კარმაზე", მიედო, რადგანაც ბავშვს არ ტკიოდა, საკმაოდ ხანგძლივად ჰქონდა გამათბობელზე მიდებული და მიიღო 1% III-IV ხარისხის დამწვრობა ფეხის გულზე... ბავშვი დამწვრობამდე დადიოდა, მართალია სპეციალური მოწყობილობებით, მაგრამ თავისით გადაადგილდებოდა. ფეხის გულის დამწვრობა განსაკუთრებულად რთულია, რადგანაც ეს არის ფუნქციური ნაწილი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოპერაცია ისე გაკეთებულიყო და ჭრილობა ისე შეხორცებულიყო, რომ ტერფის ტრავმას მისი ინვალიდიზაცია არ გამოეწვია ... ამიტომ სამი კვირის განმავლობაში ბავშვის ტერფი მეორე წვივზე გვქონდა ჩაკერებული. ფეხებით გადავაბით ერთმანეთს ფაქტიურად ბავშვი.. ფოტოზეც ჩანს დამწვარი ტერფი რომ მეორე წვივშია ჩაკერებული, წვივის ქსოვილით რომ დაგვეფარა ფეხის გული.. სამი კვირის შემდეგ ავხსენით ნაკერები და ბოლო ფოტო დამწვრობიდან 6 თვის თავზე მიღებული შედეგია.
- განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევა იყო?
- დიახ, თავის ლოკალიზაციის მიხედვით... დღეს რომ ბავშვი დადის ფეხზე და პრობლემები არ ექმნება, ცოტა ჩვენი "ბრალიცაა"... 5 წლის ბავშვია, ძალიან საყვარელი და კონტაქტური. თანდაყოლილი პრობლემებით დაიბადა და ასეთ ბავშვებს კიდევ მეტი ყურადრება ჭირდებათ, რადგან ტკივილს ვერ გრძნობენ. ტკივილი ორგანიზმის დამცველობითი თვისებაა, გარემო რომ საშიშროებას არ წარმოადგენდეს. რადგან ტკივილს ვერ გრძნობს, განსაკუთრებული სიფრთხილე ჭირდებათ, ბავშვმა სხვა ტრამვა არ მიიყენოს. სამწუხაროდ ბავშვი გამათბობელთან დიდხანს იყო და სანამ ჰაერში ძლიერად არ დადგა დამწვარი ქუსლის სუნი, მანამდე ვერავინ ვერაფერს მიხვდა. მე რომ მიმედო ფეხი გამათბობელზე ბუნებრივია მეტკინებოდა და იმ წამსვე გამოვწევდი, მაგრამ ბავშვს ტკივილის შეგრძნება არ ჰქონდა.
- თებერვალში უმძიმესი შემთხვევა გქონდათ... ექიმბაშებისგან ნამკურნალები ბავშვი, ფაქტიურად მომაკვდავი მოიყვანეს... (წაიკითხეთ ეს სტატია)
- დიახ, ძალიან უიმედოდ ვიყავით, მაგრამ საბედნიეროდ ბავშვი კარგადაა.. 18 დღე აპარატზე იყო მიერთებული, რადგან ექიმბაშების მკითხაობით მკურნალობდნენ, ვიდრე ჩვენს ცენტრში მოიყვანდნენ ...
- როგორ უნდა მოვიქცეთ დამწვრობის მიღების შემთხვევაში, ვიდრე ექიმამდე მივალთ?
- პირველ რიგში მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, ბავშვს უსაფრთხო გარემო შეუქმნან! ამას არანაირი დამატებითი მატერიალური დანახარჯები არ ჭირდება! დენის ხაზები არ უნდა იყოს გაშიშვლებული! ადუღებული წყლის ქვაბი ბავშვთან ახლოს არ უნდა იყოს! როცა ბავშვი ჭოჭინით მოძრაობს, მადუღარას შნური არ უნდა იყოს ჩამოშვებული! ელემენტარულ რამეებზე მიწევს საუბარი, მაგრამ დამწვრობის ცენტრში მოთავსებული ბავშვების უმრავლესობა ზუსტად ასეთი გაუფრთხილებლობით არის მოხვედრილი!
დამწვრობის მიღების შემთხვევაში პირველადი დახმარება ეს არის გამდინარე ცივი წყალი, შემდეგ ანტიბაქტერიული მალამო, კრემი დამწვარ უბანზე, შეძლებისდაგვარად სტერილური ნახვევი და შემდეგ ბუნებრივია სასწრაფოს გამოძახება, რადგან ექიმმა შეაფასოს და თუ საჭიროა, ჩვენს ცენტრში გადმოიყვანოს!
რაც შეიძლება ნაკლები თვითშემოქმედება! რაღაცას რომ მოხარშავენ, ყვავის ქონით შეაზავებენ, შავტარიანი დანით ნახშირს ჩაყრიან და მკითხაობენ, ამაზე აღარც ვიცი რა უნდა ვთქვა! თქვენ ახლა გეცინებათ, მაგრამ ასეთ შემთხვევებს ყოველდრიურად ვაწყდებით ჩვენდა სამწუხაროდ!
მანანა გაბრიჭიძე
წაიკითხეთ ასევე: სანამ ბავშვი არ გაშავდა და გონება არ დაკარგა, ვერ მიხვდნენ, რომ ექიმისთვის მიემართათ" - 13 წლის მოზარდი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა