როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბავშვს ფაფა მობეზრდა ვაგრძელებთ ექიმ კომაროვსკის სტატიების ციკლს ბავშვის კვებასთან დაკავშირებით. დღეს ფაფებსა და ტკბილეულზე მოგიყვებით.
ფაფები
1 წლის ბავშვმა ალბათ უკვე გასინჯა სხვადასხვა საბავშვო ნახევარფაბრიკატების ფაფა: შვრიის, ხორბლის, სიმინდის და ა.შ. აჭამეთ ბავშვს ფაფები, სანამ უყვარს, დღეში ერთხელ ან ორჯერ. გახსოვდეთ, რომ ბავშვი ადვილად ჭამს თხევად ან მყარ საკვებს. აი, წელვადი კონსისტენცია კი არ მოსწონს. ეცადეთ, ბავშვს არ მობეზრდეს ერთი და იგივე ფაფა, ხშირად შეუნაცვლეთ. შეგიძლიათ მოუმზადოთ ბრინჯის, სიმინდის ან მანანის ბურღულის ფაფა. აგრეთვე, წიწიბურას, ხორბლის. კვებითი ღირებულებით შვრიისა და ხორბლის ფაფა ყველაზე სასარგებლოა, ბრინჯისა და სიმინდის - ნაკლებად. მანანის ბურღულის ხშირად გამოყენებას კი პედიატრები არ გირჩევენ. თუ ბავშვს ფაფა მობეზრდა, შეგიძლიათ გახუხული ჭვავის ან შვრიის პური მისცეთ. ისიც ფაფაა, ოღონს მყარი ფორმის. წაუსვით პურს კარაქი. გახეხილი ხილი ან მურაბა, რაც ბავშვს მოსწონს. თუმცა, ზომიერება უნდა დაიცვათ.
ნამცხვრები და "პეჩენიები"
ბავშვისთვის სარგებელი არ მოაქვს. ისინი ფქვილის, შაქრისა და ცხიმისგან კეთდება. კალორიულია, მაგრამ ვიტამინებითა და სასარგებლო მინერალებით მდიდარი არაა. რა თქმა უნდა, დაბადების დღეზე ბავშვმა შეიძლება 1 ნაჭერი ნამცხვარი მიირთვას, მაგრამ სისტემატურად ნუ აჭმევთ. განსაკუთრებით საშიშია კრემიანი ნამცხვრები და ღვეზელები. კრემი, თუ ის მაცივარში არ ინახებოდა, ბაქტერიებს მაგნიტივით იზიდავს და შეიძლება მოწამვლაც გამოიწვიოს.
ტკბილი სასუსნავები
აგრეთვე არასასურველი საკვებია ბავშვისთვის. თანაც, კბილებსაც გაუფუჭებს თქვენს პატარას. თუ პატარა ფაფას ხილთან ერთად ჭამს, სიტკბოს ნუღარ დაუმატებთ. თუ ტკბილი მოსწონს, თაფლით დაუტკბეთ. მოარიდეთ ბავშვი კანფეტების ლარნაკს, აგრეთვე დაკონსერვებულ ხილს, ჟელეებსა და მურაბებს. თუ კარაქიან პურზე ჯემის წასმას ითხოვს, თხლად გადაუსვით, თუ დაკონსერვებული ხილის ჭამა სურს, მხოლოდ ხილი მიეცით სეროფის გარეშე. თუ ბავშვი ჩირის მოყვარულია, გააკონტროლეთ, რომ ჭამის შემდეგ კბილები გამოიხეხოს, რადგან მინანქარზე მიკრულმა ჩირმა შეიძლება კბილი დაუზიანოს.
კანფეტები, ნაყინი
გაუფუჭებს მადას, საზიანოა კბილებისთვის და არც სასარგებელი მოაქვს. ყველანაირად ეცადეთ, რომ ბავშვმა არ ჭამოს, ან მცირე რაოდენობის აჭამეთ. სახლში თუ არ გექნებათ კანფეტი და ნაყინი, არც მიეჩვევა მათ ჭამას. სკოლის ასაკის ბავშვს კი შეიძლება დროდადრო დართოთ ნება რომ შეჭამოს ტკბილეული, რომ თავი სხვებისგან გამორჩეულად არ იგრძნოს.
ზოგჯერ მშობელი თავად აჩვევს ბავშვს კანფეტის ჭამას
ზოგიერთ პატარას საერთოდ არ უყვარს ტკბილეული და კანფეტები. მშობელი კი თავად უღვიძებს მის მიმართ ინტერესს. ფრაზები: `აი, თუ ისპანახს არ შეჭამ, ნაყინს არ მოგცემ~; `ფაფა დაასრულე და კანფეტს მიიღებ~. აიძულებს ბავშვს ისე მოიქცეს, რომ ჯილდო მიიღოს. თუ პირიქით ეტყვით ბავშვს `ისპანახს არ მოგცემ, თუ ნაყინს შეჭამ~. შეიძლება ბოსტნეულის მიმართ გაუღვიძოთ ინტერესი და სიყვარული. საერთოდ, არც ერთი კერძის დაძალებას არ გირჩევთ ბავშვისთვის. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ზედმეტად ვუზღუდავ ბავშვს პურსა ფქვილეულსა და ტკბილეულს, მაგრამ წარმოიდგინეთ შემდეგი სქემა, თუ ბავშვი საუზმეზე შეჭამს ტკბილ ფაფას და ჯემიან პურს, სადილზე - მაკარონს, თეთრი პურსა და მურაბას, სამხარზე - ნაყინსა და ლიმონათს, ვახშამზე - ღვეზელსა და პუდინგს. თუ ამ რეჟიმში ბავშვი ხორცს და ბოსტნეულსაც ჭამს, საკვების 2/3 არაჯანსაღი და უსარგებლო საკვებია.