ბებიებმა არაერთი რეცეპტი და ხერხი იციან, რაც შეიძლება ბევრმა ექიმმაც ვერ გირჩიოთ მშობლები ზოგჯერ ჩივიან, რომ ბავშვს თმა ძალიან ნელა ეზრდება. თუ ბავშვი ჯანმრთელია, ნორმალურად იკვებება, მაგრამ თმა მაინც მეჩხერი და მოკლე აქვს, გამოსავალი ხალხურ ტრადიციებშია. ბებიებმა არაერთი რეცეპტი და ხერხი იციან, რაც შეიძლება ბევრმა ექიმმაც ვერ გირჩიოთ. ახლა სწორედ ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ.
ბავშვს რომ გრძელი, ხშირი და ჯანმრთელი თმა ჰქონდეს, თავი აჭრილი რძით ან კეფირით დაბანეთ (ბებიები აჭრილ რძეს ხმარობდნენ, თქვენ შეგიძლიათ მის მაგივრად კეფირი გამოიყენოთ). წაუსვით კეფირი თმაზე და გაუჩერეთ 15 წუთით. კარგად ჩამობანეთ გამდინარე თბილი წყლით. კიდევ ერთხელ წაუსვით კეფირი და ჩამობანეთ. დროებით თავი შეიკავეთ შამპუნის ხმარებისგან. თავი მხოლოდ ბავშვის საპნით დაბანეთ. საღამოობით შეუზილეთ თმაში კალენდულას ზეთი ან გოგრის ზეთი. დილით კი თავი დაბანეთ. ეს პროცედურა კვირაში ერთხელ ან ორჯერ გაიმეორეთ.
თმის ძირების გასამაგრებლად სტაფილოს შამპუნი გამოგადგებათ
ერთი უმი კვერცხის გული, 20 გრამი მცენარეული ზეთი, 20გრ. ლიმონის წვენი და 4 სუფრის კოვზი სტაფილოს წვენი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში, ათქვიფეთ და შამპუნის მაგივრად გამოიყენეთ.
თმის სწრაფად გასაზრდელად გამოიყენეთ შემდეგი ნიღაბი: კომბოსტოს და ატმის წვენი, თაფლი და კვერცხი. 1 ჩ.კ. თაფლი 1 კვერცხის გულში აურიეთ, დაუმატეთ 2 კოვზი ატმის და 2 კოვზი კომბოსტოს წვენი (იგულისხმება გამოწურული და არა ნაყენი). წაისვით თავზე და შეიფუთეთ. ერთი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ ბავშვის საპნით ან საბავშვო შამპუნით.