7 წლამდე ბავშვებისთვის სპეციალური შამპუნის შერჩევაა საჭირო 7 წლამდე ბავშვებისთვის სპეციალური შამპუნის შერჩევაა საჭირო. ამ აზრს თანაბრად იზიარებენ როგორც დერმატოლოგები, ასევე პედიატრებიც. უფროსის საპონმა და შამპუნმა შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. იგივე შედეგი შეიძლება მოგცეთ არასწორად შერჩეულმა ან უხარისხო საბავშვო ნაწარმმაც.
ექსპერტები გირჩევენ, რომ არსებობს 4 პირობა, რომელსაც ხარისხიანი შამპუნი უნდა აკმაყოფილებდეს.
1. არ უნდა ჰქონდეს მკვეთრი ფერი და არ უნდა შეიცავდეს არომატიზატორებს.
2. ტუტეს შემცველობა შამპუნში 4.5-5.5 PH-ის ფარგლებში უნდა იყოს.
3. უნდა ჰქონდეს წარწერა, რომ ბავშვის მიერ მცირე რაოდენობის გადაყლაპვის ან თვალში მოხვედრის შემთხვევაში პროდუქტი უსაფრთხოა მისი ჯანმრთელობისთვის.
4. კონსისტენცია არც ძალიან თხელი და არც ძალიან სქელი არ უნდა იყოს. ეტიკეტზე კი სასარგებლო დანამატების სრული ჩამონათვალი უნდა იყოს მითითებული.
ამ თვისებების გარდა საჭიროა, რომ შამპუნი სწორად შეესაბამებოდეს ბავშვის ასაკს.