ოჯახური სადილებიც კი ხშირად ტექნიკის ფონზე მიმდინარეობს ბოლო დროს მობილურებმა, კომპიუტერებმა, ტელევიზორებმა და სხვაგვარმა ტექნიკამ ადამიანებს ერთმანეთთან ცოცხალი ურთიერთობის საშუალება წაართვა. ოჯახური სადილებიც კი ხშირად ტექნიკის ფონზე მიმდინარეობს - დედა მობილურზე ლაპარაკობს, მამა ტელევიზორს უყურებს, შვილები მესიჯობენ...
ეს ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევაა. შვილები სუფრასთან მესიჯობენ - მამა მათ ორიგინალური ხერხით ასწავლის ჭკუას - სადილობის დროს ბიჭები ტელეფონს უკირკიტებენ. მამა ერთ-ერთ მათგანს მარილის მიწოდებას სთხოვს, თუმცა მესიჯობით გართული შვილი შავ პილპილს აწოდებს. მამა გადაწყვეტს, ორიგინალური გზით ასწავლოს შვილებს ჭკუა...