გოგონამ დედას რძის კოქტეილი მოუმზადა, რომელშიც მათეთრებელი ფხვნილი გაურია აშშ-ის კოლორადოს შტატში მცხოვრები მოზარდი საკუთარ დედაზე თავდასხმასა და მისი მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული. ცნობილი გახდა, რომ 12 წლის გოგონამ ორჯერ სცადა დედის მოწამვლა. პირველი შემთხვევა 2 მარტს მოხდა. გოგონამ დედას რძის კოქტეილი მოუმზადა, რომელშიც მათეთრებელი ფხვნილი გაურია. როგორც მოგვიანებით ქალმა პოლიციას განუცხადა, იმ დღეს კოქტეილის უცნაურმა გემომ დააეჭვა, თუმცა იფიქრა, რომ გოგონამ ჭიქა კარგად ვერ გარეცხა.
რამდენიმე დღეში მოზარდმა ფხვნილი წყლის ჭურჭელში ჩაყარა, რომელიც დედას საძინებელში ედგა. ქლორის სუნი ქალმა ამჯერადაც იგრძნო, ამიტომ დაელაპარაკა შვილს და მოულოდნელად გაარკვია, რომ გოგონას მისი მოწამვლა სურდა. მიზეზი ის გახლდათ, რომ დედამ მას დასჯის მიზნით აიფონი წაართვა.
პოლიციამ მოზარდი დააპატიმრა და არასრულწლოვან დამნაშავეთა განყოფილებაში მოათავსა. უცნობია, რა მიზეზით წაართვა დედამ გოგონას სმარტფონი.