ბრიტანელმა მეცნიერებმა დაწვრილებით შეისწავლეს ეს თემა და მსოფლიოს უჩვენეს საინტერესო ფაქტები ადამიანის ხასიათის შტრიხების გამოცნობა შეიძლება მისი საყვარელი ფერის, ზოდიაქოს ნიშნის, თვალების... და თურმე თითების სიგრძის მიხედვითაც კი. ბრიტანელმა მეცნიერებმა დაწვრილებით შეისწავლეს ეს თემა და მსოფლიოს უჩვენეს საინტერესო ფაქტები.
უნდა დახედოთ და შეადაროთ არათითისა და საჩვენებელი თითების სიგრძე. ამაში ფოტოც დაგეხმარებათ.
1. თუ არათითი საჩვენებელზე გრძელია
ასეთი ადამიანები თამამები და თავდაჯერებულნი არიან. მტკიცედ იღებენ გადაწყვეტილებებს და ხშირად რისკზეც მიდიან. საკმაოდ ჭკვიანები არიან. გააჩნიათ ლოგიკური აზროვნება და საღად აზროვნებენ. ეს ადამიანები ადვილად უმკლავდებიან თავსატეხებს, სწრაფად ხსნიან კროსვორდებს და ნებისმიერ ლოგიკურ ამოცანებს. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - ეს ხალხი სხვაზე მეტ ფულს შოულობს.
2. თუ არათითი საჩვენებელზე მოკლეა
ეს ადამიანები საკმაოდ ქედმაღლები არიან. მოსწონთ მარტოობა. ვერ იტანენ, როცა აწუხებენ. როგორც წესი, არც ინიციატივას იჩენენ. ეს ეხება როგორც ბიზნესს, ასევე პირად ურთიერთობებს. ყველაფრის მიუხედავად, ძალიან აფასებენ ყურადღებას და კარგად "იფერებენ" ქებასა და ქათინაურებს.
3. თუ საჩვენებელი და არათითი თითქმის ტოლია
ეს ხალხი კეთილი და მშვიდობისმოყვარეა. ვერ იტანენ კონფლიქტურ სიტუაციებს და ყველანაირად ცდილობენ თავი აარიდონ მათ. უყვართ წესრიგი და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ძალიან ორგანიზებულები არიან. ადვილად პოულობენ საერთო ენას უცხო ადამიანებთან, კომუნიკაბელურები არიან და უზომოდ ერთგულები ახლობლებისა და საკუთარი საქმიანობის მიმართ.
ასევე იხილეთ: გაიგეთ თქვენი ხასიათი იმის მიხედვით, თუ როგორ წერთ - კალიგრაფიის საიდუმლოებები