ქეთა თოფურია ოფიციალურად დეკრეტში გავიდა - მშობლები

ქეთა თოფურია ოფიციალურად დეკრეტში გავიდა

2015-04-27 18:17:09+04:00

მომღერალს მშობიარობა 30 ათასი დოლარი დაუჯდება 28 წლის მომღერალი ქეთა თოფურია უკვე ორსულობის ბოლო თვეშია, 38 კვირისაა და სულ მალე გააჩენს. ქეთა ოფიციალურად დეკრეტში გავიდა და ქმართან ერთად ამერიკაში გაემგზავრა. რუსული პრესის ინფორმაციით, ქეთა სხვა ვარსკვლავების მაგალითს მიბაძავს და ამერიკაში იმშობიარებს. უკვე გაირჯვა, რომ ბავშვი ამერიკაში გაჩნდება, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლინიკაში - მილიონერი ქმარი და წარმატებული კარიერა შესაბამისი ჰონორარებით, ქეთას აძლევს იმის ფუფუნებას, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლინიკაზე შეაჩეროს არჩევანი.

ქეთამ თავად გამოაცხადა ადრე, რომ მოსკოვში აპირებდა მშობიარობას, თუმცა ლევ გეიხმანმა გადაწყვიტა, ამერიკაში მოვლენოდა ქვეყანას მისი შვილი. ბავშვი ლოს-ანჯელეში, Cedars-sinai medical Center-ს კლინიკაში გაჩნდება. ამ კლინიკის პაციენტები თავის დროზე იყვნენ მადონა, ბრიტნი სპირსი, კიმ კარდაშიანი... იქ მშობიარობა დაახლოებით 30 ათასი დოლარი ღირს. ამერიკაში მომღერალთან უკვე დედამისიც ჩავიდა, რომელიც გვერდში დაუდგება ქეთას.

mshoblebi

უნდა ითქვას, რომ ქეთა შესანიშნავად გამოიყურება, ორსულობამ კიდევ უფრო დაამშვენა. მისი ქმარიც ბედნიერებას ვერ მალავს მისი მდგომარეობით და სიხარულით ელის პატარას – სავარაუდოდ, ისევ გოგონას (ლევ გეიხმანს პირველ ცოლთანაც ქალიშვილი ჰყავს, რომელიც ახლა 15 წლისაა).

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi

ასევე იხილეთ: როგორი ურთიერთობა აქვს ფეხმძიმე ქეთა თოფურიას 15 წლის გერთან

"ქეთას მამას იმიტომ გავყევი, რომ მიყვარდა..." - მომღერლის დედის გულახდილი ინტერვიუ