ორი თვე აპარატზე ჰყავდათ შეერთებული, რომ გაჩენა შესძლებოდა კიდევ ერთი საოცარი შემთხვევა მოხდა - ნებრასკაში გოგონა, რომელიც პრაქტიკულად გარდაიცვალა, მისი ტვინი გათიშული იყო, ორი თვე აპარატზე ჰყავდათ შეერთებული, რომ გაჩენა შესძლებოდა.
22 წლის კარლა პერესი მეორე ბავშვზე იყო ორსულად. მოულოდნელად შინ მყოფს სისხლდენა დაეწყო. ტვინი გაეთიშა, კომაში ჩავარდა, თუმცა ექიმებმა გადაწყვიტეს, აპარატზე მიეერთებინათ და 54 დღის განმავლობაში ასე შეუნარჩუნეს მის ნაყოფს სიცოცხლე. დროის გასვლის შემდეგ მას საკეისრო კვეთა გაუკეთეს და ჯანმრთელი ბავშვი დაიბადა.
"კარლას გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკარგია... მაგრამ რა განძიც მან დატოვა, ეს შესანიშნავია", - აღნიშნეს მისმა ნათესავებმა.