ამ პატარა ბიჭუნას დაბადების დღეზე არავინ მივიდა და აი, რა მოიფიქრა დედამისმა - მშობლები

ამ პატარა ბიჭუნას დაბადების დღეზე არავინ მივიდა და აი, რა მოიფიქრა დედამისმა

2015-05-22 18:00:50+04:00

ამ დღესასწაულს ის დიდი ხნით დაიმახსოვრებს ეს ბიჭუნა გლენ ბურატია, 6 წლის, აუტისტური სპექტრით. სულ ცოტა ხნის წინ მას დაბადების დღე ჰქონდა და 16 მოწვეული სტუმრიდან არავინ მივიდა...

დედამისმა "ფეისბუქზე" დაწერა: "გული მტკივა ჩემი შვილის გამო. მთელი მისი კლასი დავპატიჟეთ და ყველამ გაგვრიყა..."

mshoblebi

ეს პოსტი ბევრმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ნახა, მათ შორის ყველაზე აქტიურები მეხანძრეები და პოლიციელები აღმოჩნდნენ. ისინი გლენს სახლში ესტუმრნენ, საჩუქრებით და ისე ექცეოდნენ, როგორც ნამდვილ სუპერვარსკვლავს.

mshoblebi

"დარწმუნებული ვარ, მეზობლები ფარდების უკან იმალებოდნენ და იქიდან უმზერდნენ ჩვენს ეზოში მიმდინარე მოვლენებს, - ამბობს ბიჭუნას მამა, - ვერ ვიჯერებ, რომ ადგილობრივმა სამართალდამცველებმა და მეხანძრეებმა ასეთი რამ გააკეთეს ჩვენთვის".

mshoblebi

ამ დღესასწაულს გლენი დიდი ხნით დაიმახსოვრებს...