ბევრ ნამდვილ მამას გაუჭირდება ამ სიტყვების თქმა ქალის გულის დაპყრობა არც ისე ადვილია, მაგრამ ბავშვის სიყვარულის დამსახურება კიდევ უფრო რთული რამაა, რომელსაც ყველა კაცი ვერ გაართმევს თავს. ამ ამბის გმირმა ეს მოახერხა.
27 წლის მრბოლელი ბრაიან სკოტი და 24 წლის მოდელი უიტნი კეი ერთი წელი ხვდებოდნენ, სანამ დაქორწინდებოდნენ. უიტნის ქალიშვილი ბრილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან, რომელიც ბრაიანმა მთელი გულით შეიყვარა.
საქორწინო ცერემონიის დროს, მას მერე, რაც პატარძალს სამუდამო ერთგულება შეჰფიცა, ბრაიანი მის ქალიშვილს მიუბრუნდა: "ბრილ, შეიძლება რაღაც გითხრა? მე შენ გპირდები, რომ ყოველთვის ჩაგკიდებ ხელს და შენთან ერთად ჩავირბენ კიბის საფეხურებს, ისე, როგორც შენ გიყვარს.
ვფიცავ, რომ ძილის წინ ზღაპრებს წაგიკითხავ და ყოველთვის გაკოცებ დაძინებამდე.
გპირდები, რომ ჩემი და დედაშენის ურთიერთობის მაგალითზე გაჩვენებ, როგორ უნდა იზრუნოს მამაკაცმა ქალზე.
უფრო მეტიც, ვფიცავ, რომ დაგიცავ, ვიზრუნებ შენზე და ყოველთვის მეყვარები".
"დარბაზში მყოფებმა ცრემლები ვერ შეიკავეს, - ჰყვება უიტნი, - მას ბრილი მართლა ძალიან უყვარს და ძალიან მაგარია, რომ ყველა დამსწრემ დაინახა ეს და ამის მოწმე გახდა. დიდი ბედნიერებაა, რომ მე და ბრილი ბრაიანს შევხვდით. ბრილი მამიკოს გოგოა".