ვიდეო მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" გვერდზე გააზიარა ექსპრეზიდენტ მიხეილ საკაშვილის უმცროსი ვაჟი ნიკოლოზი სუფრასთან მეგრულ "ნანას" ასრულებს. ვიდეო მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" გვერდზე გააზიარა და ასეთი მინაწერიც დაურთო: "ნიკოლოზს ძალიან გაუმართლა, მეგრული სიმღერა ზღაპრულ ნინო ქათამაძესა და ანსამბლ "შვიდკაცასთან" ერთად შეასრულა".
როგორც აღმოჩნდა, ეს წვეულება კიევში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გაიმართა.
ნიკოლოზის შესრულება შეგიძლიათ ვიდეოში მოისმინოთ.