მსოფლიოში ყველაზე პატარა დედა მალე გააჩენს მესამე ბავშვს 1. დედა, რომელმაც ყველაზე პატარა ბავშვი გააჩინა მსოფლიოში. მახაჯაბინა შეიხმა 2004 წლის 19 სექტემბერს გააჩინა შვილი. ახალშობილი 243,81 გრამს იწონიდა, სხეულის სიგრძე მხოლოდ 10 სმ იყო. პატარა ორსულობის 25-ე კვირაზე დაიბადა. რამაშის დაბადებამდე უფრო პატარა ახალშობილი იყო მადლენ მანი, რომელიც 1989 წელს დაიბადა და რამაშზე 37 გრამით მეტს იწონიდა. რამაშს ჰყავს ტყუპის ცალი და, რომელიც დაბადებისას 567 გრამი იყო.
2. ყველაზე ხანდაზმული დედა მსოფლიოში - ინდოელი რაიო დევი ლოხანი პირველად გახდა დედა 70 წლის ასაკში. მანამდე 40 წელი უშედეგოდ მკურნალობდა. ახალშობილი ქვეყანას მოევლინა 2008 წელს და არაჩვეულებრივად გრძნობდა თავს.უფრო მეტიც, დედას გადაწყვეტილი ჰქონდა, ბავშვი ძუძუთი გამოეკვება 3 წლამდე!
3. გინესის წიგნის თანახმად, ყველაზე მრავალშვილიანი დედა რუსეთში მე-18 საუკუნეში ცხოვრობდა. მას 27 ორსულობიდან 69 შვილი ჰყავდა.
4. ყველაზე ხანდაზმულმა დედამ ორი ტყუპი გააჩინა. 70 წლის ომკარი პანვარს და 77 წელის ჩანარ სინგარ პანვარს 2 ქალიშვილი და 5 შვილიშვილი ჰყავდათ, როცა დედამ ორი ტყუპი ბიჭი გააჩინა. 77 წლის მამაკაცს ისე უნდოდა მემკვიდრე, რომ ხელოვნური განაყოფიერებისთვის მთელი ქონება გაყიდა და ერთის მაგივრად ორი ბიჭით დაჯილდოვდა.
5. ყველაზე ნაყოფიერი სუროგატი დედა მსოფლიოში კეროლ ხორლოკია, მან მსოფლიო რეკორდი დაამყარა. იგი სუროგატი დედაა (42 წლის). 13 წლის განმავლობაში 12 ბავშვი გააჩინა, რომელთა შორისაც სამი ტყუპი იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა, რომ მხოლოდ ერთი ბავშვის გაჩენას აპირებდა სუროგაციით, მაგრამ შემდეგ ვეღარ შეძლო გაჩერება. დადებით მხარედ ასახელებს მატერიალურ ფაქტორს (25- 30 ათასი დოლარი ერთ ბავშვზე), ხოლო მინუსებში - დილის საათებში გულის რევის შეგრძნებას, წოლით რეჟიმს, სტრიებს და საკეისრო კვეთებს. კეროლმა აღიარა, რომ სუროგატობა მისთვის ნამდვილ სამსახურად იქცა.
6. ყველაზე ახალგაზრდა დედა მედიცინის ისტორიის პრაქტიკაში გახდა ლინა მედინა, მან ბავშვი გააჩინა 5 წლისა და 7 თვის ასაკში. ეჭვი, რის გამოც მშობლებმა მიმართეს ექიმს, იყო მუცლის გაზრდა მოცულობაში, რაც სიმსივნის ეჭვს ბადებდა. წარმოიდგინეთ მედიკოსებისა და მშობლების გაკვირვება, როდესაც გაიგეს რეალური მიზეზი. გოგონა 7 თვის ორსული იყო. თვენახევრის შემდეგ ლინას საკეისრო კვეთა გაუკეთდა, რის შემდეგაც დაიბადა ბიჭი. ექიმებმა შეისწავლეს ეს ფენომენი და აღმოჩნდა, რომ გოგონა მომწიფებული იყო უკვე 4 წლის ასაკში.
7. ნადია დენიზ გუტიერესმა 2009 წლის იანვარში 8 შვილი ერთდროულად გააჩინა. ყველაფერი კარგად დამთავრდა. მსგავსი ფაქტი მოხდა აშშ- ში 1998 წელს. უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვები ჩაისახნენ ხელოვნური გზით, სახლში დედას კიდევ 6 ბავშვი ელოდებოდა.
8. მსოფლიო რეკორდი მშობიარობებს შორის განსხვავებულ პერიოდებში ელიზაბეტ ენ ბატლმა დაამყარა - სხვაობა მშობიარობებს შორის 41 წელი იყო! პირველი შვილი 1956 წელს გააჩინა, 19 წლისამ, მეორე კი - 60 წლისამ.
9. პირველი ორსული მამაკაცი მსოფლიოში? როდესაც შეხედავთ ამ მამაკაცს, ეჭვიც არ გაგიჩნდებათ, რომ იგი ოდესღაც ქალი იყო. მაგრამ ეს ფაქტია: ტომასი ქალად დაიბადა და ტრეისი ლაგონდინო ერქვა. 10 წლის ასაკში მიხვდა, რომ მისი მიზანი იყო გახდარიყო კაცი. 8 წლის შემდეგ სერიოზულად დაიწყო თავისი ოცნების განხორციელება - მრავლობითი ოპერაციითა და ჰორმონალური თერაპიით. მაგრამ მთელი ქალური ღირსება ხელუხლებელი დაიტოვა. 2007 წელს ტომასი დაორსულდა ხელოვნური განაყოფიერების გზით, დონორი იყო მისივე ცოლი, ნენსი ბიტი (ის უნაყოფო გახლდათ და ტომასმა იმიტომაც გადაწყვიტა, თავისი ქალური ორგანოები გამოეყენებინა). 2008 წლის 3 ივლისს დაიბადა გოგონა სუზენ ჯულიეტა ბიტი. უკვე 1 წლის შემდეგ ტომასმა კიდევ ერთი ბავშვი გააჩინა, ამჯერად ბიჭი.
10. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები წინააღმდეგები იყვნენ მისი მორიგი ორსულობისა, მსოფლიოში ყველაზე მინიატურული დედა მალე გააჩენს მესამე ბავშვს, სტეისი ჰერალდი 35 წლისაა და მისი სიმაღლე 72 სმ-ია. ექიმებმა გააფრთხილეს, რომ უკვე ფორმირებულმა ნაყოფმა შეიძლება დედის სიკვდილი გამოიწვიოს, რადგან მისი შინაგანი ორგანოები ძალიან პატარაა. მაგრამ მიუხედავად ამისა, სტეისიმ 2 შვილი გააჩინა. იგი უმეტეს დროს ეტლში ატარებს, ამიტომ ბავშვებს მამა უვლის, რომელიც ჩვეულებრივი სიმაღლისაა.